როგორ ვაკოცოთ შვილს? - შალვა ამონაშვილი
-თქვენ როგორ კოცნით თქვენს შვილებს?
- როგორ უნდა ვაკოცოთ?
- ნება-ნებასა, ნაზად, თან ხელა მოუსვამ, თან მოეფერები. ბავშვებს ყოვეთვის უნდათ ჩვენი კოცნა, მაგრამ ისე კი არა, რომ ეს კოცნა ჩვენი სიამოვნებისთვის იყოს, რომ მას, მას ესიამოვნოს ჩემი კოცნა. თუ მე ჩემთვის ვკოცნი, მა... More
როგორ აღვზარდოთ ცხოვრებაში გამარჯვებული შვილები - შალვა ამონაშვილის სემინარი, ნაწილი I
- 7:12 პედაგოგიკა არ არის მეცნიერება
- 12:12 ზოგიერთი რაღაცა, რაც არ გამოგდით, შეიძლება დამარცხებად მიიჩნიოთ. თუმცა ამ დამარცხებაში გამარჯვება იბადება. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამარჯვებული ვიყოთ, იმის მიხედვით, თუ როგორ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას
- 14:35 დაცვითი პედაგოგიკა
- 16:44 ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან ერთიანობა
- 18:26 ბედნიერი დედა მარტივად ამოიცნობს შვილის ხასიათს
- 20:09 ყველა ბავშვს თავისი თანდაყოლილი ნიჭიერება მოჰყვება. ჩვენი ვალი რაღაა? - ეს ნიჭიერება განვუვითაროთ, გავუღვიძოთ, გავუძლიეროთ, ხელი შევუწყოთ, გასაქანი მივცეთ
- 21:00 ბავშვის ძალით შეყვანა მუსიკაზე
- 23:30 დედის გული, თუ მართლაც უნდოდა დედას ბავშვი, სიბრძნით არის სავსე, და ეს სიბრძნე არასდროს არ გიღალატებთ ბავშვის აღზრდაში
- 24:00 როგორი ადამიანი სჭირდება ჩვენს განვითარებას?
- 25:40 ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობთ ხოლმე დროს. გვგონია, რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს. ყოველ წუთს, საათსა და დღეს დიდი მოფრთხილება სჭირდება
- 27:39 საუკეთესო საჩუქარი შვილისთვის
- 29:34 თქვენ უნდა გაიმარჯვოთ აღზრდაში, რათა თქვენმა შვილმა გაიმარჯვოს ცხოვრებაში
- 28:44 ამოიცანით თქვენი შვილის თვისებები, ფუძე
- 30:03 ხელი აწიოს, ვინც გამარჯვებულად თვლის თავს
- 30:54 მშობელი უნდა იყოს შრომაში, საქმიანობაში, ოჯახთან ურთიერთობაში გამარჯვებული, რომ ასეთი გამარჯვებულის განცდა მიანიჭოს ბავშვს
- 31:36 ყველაზე დიდი გამარჯვება, ფილოსოფოსებს აქვთ ნათქვამი, საკუთარ თავზე გამარჯვება არისო
- 31:16 რომელია ყველაზე დიდი გამარჯვება?
- 32:39 რას მოაქვს ბედნიერება?
- 34:00 ბავშვი დაიჩაგრება, თუ გამარჯვების ჟინით გავზრდით
- 34:38 მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი გამარჯვების პირობა, და გამარჯვება, როგორც მომავალი დამარცხების პირობა. იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს
- 35:42 საინტერესო ისტორია ტოლსტოიზე
- 37:42 მშობლებმა არ მასწავლესო
- 38:08 თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ ამას თვითაღზრდა. მშობელს შეიძლება შეეშალა, ან არ იცოდა, ან დრო არ ჰქონდა, ანა პურის ფული უნდა ეშოვა,... მაგრამ სიცოცხლე ხომ მოგცა. გამოასწორე!
- 38:40 აღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს შენვე დაუწყებ გამოჩორკნას. თუ ჩვენ საკუთარი თავის აღზრდით დავკავდებით, რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ანგელოზების დონემდეც კი ავმაღლდეთ. შეგვიძლია გავხდეთ კეთილი ბუნების ადამიანები, რომლებისგანაც სიკეთე და დადებითი ემანაცია მოდის
- 39:55 თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის წავაქეზებთ და გამარჯვების ჟინს ჩავუნერგავთ, ამან შეიძლება გამარჯვება ასწავლოს, მაგრამ იქვე ასწავლოს ეგოიზმი, შური, სიძულვილიც კი და მტრობაც ჩაუსახოს ბავშვს. აბა გადახედეთ სპორტსმენებს, უყვართ ერთმანეთი?
- 40:46 ასეთი გამარჯვება ადამიანს გამხდის მე?
- 41:41 ქართული ბალადისა არ იყოს - "იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისაო". აი ასეთი დედობაა დედობა, და არა ის, რომ ჩემი შვილი შენ შვილსა სჯობდეს
- 42:44 მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდია გამარჯვება. დიდ მიზნებს რომ ვეტანები, დიდი ძალები მჭირდება და უფრო ძლიერი ვხდები. პატარა მიზნებს რომ ვეტანები, იმ დონისა ვხდები, რა ძალებსაც ვხარჯავ. აღმოსავლური ანდაზა - ჩვენ იმ ძალებს ვიძენთ, რასაც გადავახტებით
- 43:42 რისთვის მოვედი და რა უნდა წავიღო?
- 44:21 როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ გაქრება. იყო ჩიტი მგალობელიო, იჭიკჭიკა, იჭიკჭიკა, წავიდა და არაფერი არ დაგვრჩა მისგან. უკვალოდ გაქრა. კვალი! კვალის დატოვებას კი მიზანი უნდა - კეთილშობილობით სავსე მიზანი. მარტო მე, მე, მე კი არა, ჩემმა მიზანმა რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოთ, თქვენ უნდა გარგოთ. მეც იმდენი დამრჩება, რამდენსაც თქვენ კარგს გაგიკეთებთ
- 44:59 ჯერ გაეცი!
- 44:59 რომ მიიღო, უნდა გასცე ჯერ! სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება, ქონება,.. გაეცით და მიიღებთ
- 46:18 მე ჩემმა დღიურებმა გამზარდეს
- 47:33 მიზნის მიღწევა, დროის, ფიზიკური და სულიერი ძალების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს
- 48:01 მიზნისკენ სვლის პროცესი უკვე არის გამარჯვებისკენ სვლა
- 50:10 მარტონი მიზნებს ძნელად ვაღწევთ ან ვერც კი ვაღწევთ
- 48:31 მიზნის მიღწევაა გამარჯვება, თუ მიზანი არაა, გამარჯვებაც რა თქმა უნდა, არ იქნება
- 48:39 ჩანაწერების, დღიურის წერის მნიშვნელობა
- 52:13 როცა მიზნად ისახავ რაღაცას, თუ იმ მიზანს ათიანში ვერ მოარტყამ, ცხრიანში მაინც მიხვალ, რვიანში მიხვალ და ესეც გამარჯვება იქნება
- 52:25 აი ეს არის ნამდვილი მიზანი - საკუთარ ძალთა სრულყოფა
- 53:06 ვინ შეიძლება ჩავთვალოთ გამარჯვებულად ცხოვრებაში?
- 54:29 შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება
- 54:38 ნიჭი თესლივით არის, თუ დროულად არ გააღვივე შრომით, ეს ნიჭი ჩახმება
- 55:05 93 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე
- 55:27 ნიჭს სალესი უნდა. ეს არის - შრომა და შემოქმედება
- 55:35 არ შეგეცოდოთ ბავშვი შრომაში / შეუქეთ შრომა
- 56:46 იყავი შავი ცხვარი / როდის იწყება შემოქმედება?
- 55:51 კაცი, რომელსაც შრომა არ უყვარს, ნაკლები შეხვდება. არადა, მისი წილი ყველაფერი, სიმდიდრე, ქონება, წინსვლა, თანამდებობა,.. უკვე იყო მისთვის გამზადებული.
- 56:28 გამარჯვებულია ის, ვინც თავის ნიჭს შრომის სახით სალესი მოუნახა, ვისაც უყვარს შემოქმედება
- 56:28 ვინ არის გამარჯვებული?
- 57:41 მიზეზს აუცილებლად მოჰყვება შედეგი
- 1:00:41 აღზრდის საუკეთესო მეთოდი
- 1:01:46 გამარჯვებული ის არის, ვინც თავის გამარჯვებას არ ეძებს სხვის დამარცხებაში
- 1:01:56 ესე არ უთხრათ ბავშვს
- 1:03:41 გამარჯვებულია ის, ვინც სხვასაც ეხმარება გამარჯვებაში
- 1:04:07 ერთმანეთს შევეშველოთ
- 1:04:38 აი სად გაიმარჯვა სიმართლემ
- 1:06:03 დაეხმარეთ სიდედრს
- 1:06:38 ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი
- 1:07:18 გამარჯვების და დამარცხების ფასი / ეთამაშეთ შვილებს
- 1:08:23 თუ გინდა გამარჯვება, დამარცხების ფასიც უნდა იცოდე. თუ გინდა კეთილი იყო, ბოროტი უნდა იცოდე. თუ გინდა გიყვარდეს, უნდა იცოდე რა არის სიძულვილი, რომ რა არის სიყვარული ეს გაიგო. უნდა იცოდე, კი არ უნდა გძულდეს, უნდა იცოდე, რომ ესეც ხდება და აირჩიო - მე ასე არ მინდა! დამარცხების ფასი გამარჯვების ტოლია
- 1:09:52 ურთიერთობის ფუფუნება
- 1:10:33 იქ, სადაც ფიზიკური ძალა იმარჯვებს, მარცხდება ზნეობა
- 1:11:07 რისთვის გვაქვს კუნთები?
- 1:19:45 "ფაქიზი სიყვარულით" შვილის აღზრდა
- 1:23:31 რა სიტყვებით არ უნდა ვეალერსოთ შვილს?
- 1:24:33 როგორ ვაკოცოთ შვილს?
- 1:25:51 ძალით არ აკოცო შვილს
- 1:26:38 გავუზიაროთ შვილს ხვაშიადები
- 1:28:43 შვილების პრინცებად და პრინცესებად აღზრდა
- 1:32:43 მაგიდასთან ქცევის წესები
- 1:33:43 უხვობა გულით განისაზღვრება
- 1:36:23 მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებსო
- 1:38:17 თუ შვილს აყვედრი შრომას...
- 1:38:47 ვის შეიძლება გადავუხადოთ დედის ვალი?
- 1:39:30 აი ეს არის ზრუნვის ჭეშმარიტება
- 1:41:06 შეამოწმეთ თქვენი სიყვარული
- 1:41:44 ხელი აწიოს, ვინც არ ღიზიანდება
- 1:44:37 არ გაამართლოთ გაღიზიანება არაფრით. ამ ფსიქოლოგიურ განცდას გამართლება არ უწერია
- 1:44:49 რას გამორიცხავს სათუთობაში აღზრდა?
- 1:45:03 როცა სახლიდან წივილ-კივილი გადის
- 1:46:21 აღზრდის პირველი კანონი
- 1:46:58 როგორ მოვიპოვოთ შვილის ნდობა?
- 1:50:16 დამნაშავე შვილი დავიცვათ?
- 1:50:28 როგორ დავუმეგობრდეთ შვილს?
- 1:54:15 დაუთმოს ქმარმა! ქალი უნდა იყოს ჭირვეული
- 1:53:46 ხასიათებით ვერ ვეწყობითო
შალვა ამონაშვილის საუბარი - "რაღაც მინდა გითხრათ"
- მანამ ხარ ახალგაზრდა, სანამ...
- სიტყვები - "მოხუცი", "ბებერი" არ იხმაროთ არავის მიმართ ძალიან გთხოვთ. ადამიანი მანამ არის ახალგაზრდა, ვიდრე ფეხზე დგას და შეუძლია კეთილი სიტყვა თქვას
- გამოცდილება ისეთი რამ არის, წლები უნდა მის დაგროვებას. და თუ გამოცდილების გათვალისწინებით მიიღებ გადაწყვეტილებებს, შეცდომებს უფრო ნაკლებად გაიმეორებ, იმის მიხედვით, თუ როგორია გამოცდილება
- საბჭოთა კავშირის დაშლაში მივიღე მონაწილეობა
- მაინც კარგია / უფრო კარგი გახდება
- პატივი ვცეთ ბებიებს და პაპებს. "კომუნისტებად" შეურაცხმყოფელად არ მოიხსენიოთ. ისინი ახალ ცხოვრებას ესწრაფვოდნენ, სამშობლო უყვარდათ და როგორც იცოდნენ, ისე აშენებდნენ ქვეყანას.
- გინდათ რომ სიყვარული დაამტკიცოთ?
- ერთგულება სიყვარულის გამოცდაა. თუ გიყვარს ვინმე, მარტო ერთგულებით შეგიძლია დაუმტკიცო. კიდევ რით დაუმტკიცებ? საჩუქრებით? ვერა! მარტო ერთგულებით!
- ვინც გიყვარს, მისთვის იწვი, ანთებული სანთელივით ხარ მისთვის!
- გინდათ, რომ სიყვარული დაამტკიცოთ? ერთადერთი გამოცდა სიყვარულისა, ერთგულებაა! ერთგულება პატივისცემაში, ურთიერთობაში, განცდებში,.. ყველაფერში
- ერთგულება არის სულის თვისება. როგორც სახეს, გარეგნობას ვიწესრიგებთ და ვილამაზებთ ხოლმე, ასევე შეგვიძლია სულის ეს თვისება - ერთგულება ჩამოვქნათ, ჩამოვალამაზოთ, ერთგულები გავხდეთ ყველაფრისა
- სად დადიხარ, რომ დადიხარ?
- ერთგულება სიყვარულის გამოცდაა, სიყვარული კი თავი და ბოლოა ჩვენი ცხოვრებისა
- ამაზე დიდ ქონებას შვილებს ვერ დაუტოვებთ
- ჟორდანიას გმირობაზე
- ბრდღვნად არ ღირდა / მაპატიე ეს ყველაფერი
- სხვას რომ აბედნიერებ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა შენი
- ყველაფერი შეიძლება გადაიდოს სიყვარულის გარდა
- გეჩქარება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალისთვის, ყველაფერი. არაფერი არ არის გადაუდებელი, გარდა სიყვარულისა
- ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი. ვინც არ დაუთმობს, უგუნურია. ასე რომ, მოასწარით ერთმანეთს შორის დათმობები, რომ ამ დაუთმობლობას რაღაცა არ მოჰყვეს
- არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით
- დათმობა საქმეა სიყვარულისა
- თუ მეუღლეს ებუტები
- სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია. კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული
- გინდათ ბედნიერები იყოთ?
- აწიოს ხელი, ვისაც გაღიზიანება არ აქვს
- პავლე მოციქულის სიტყვები სიყვარულზე
- ბავშვი არ შეიძლება შენთვის გიყვარდეს
- გზასაცდენილის სიყვარულით გამოსწორების კანონი
- თუ ბავშვს უყვირი, და იქვე იცი, რომ არ შეიძლება ყვირილი, არ არის ეთიკური, ნორმალური,.. მაშ, ვინ უფრო დამნაშავეა, ბავშვი თუ შენ?
- ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი გვაქვს ჩვენ. თუ ჩავუფიქრდებით სად რა შეგვემთხვა, როგორ გავართვით თავი, როდის რა როგორ მოხდა,.. თუ ასეთ მომენტებს გავაანალიზებთ ხოლმე, უთუოდ რაღაცა სიბრძნე დაგვრჩება
- ავადმყოფობის სარგებელი
- წიგნებმა გარდამქმნეს, გამზარდეს
- თუ გაკვეთილს ჩაატარებ, განიკურნებიო
- წიგნებს გარდაქმნა თუ არ მოვაყოლეთ, ჯობია არც ვიკითხოთ. თვალსა ვღლით, დროსა ვკარგავთ და გონებას ვაჩიავებთ. წიგნი ყოველთვის კი არ არის წყარო. თუ წიგნი შენს სულში არ გადმოსახლდება, კითხვას აზრი არა აქვს
- ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს. ამ ცხოვრებაში აღმართებიც იქნება და დაღმართებიც. რას როგორ მიიღებ და გაუძლებ, იმის მიხედვით ან ზემოთ ადიხარ, ან დაბლა ჩამოსრიალდები
- "ხელი ჩამოართვი" განსაცდელს
- "ძროხად" აქციეთ ავადმყოფობა
- ამ ცხოვრებაში ყველაფერი შენი მასწავლებელია
- მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო
- არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია
- გაუძელით!
- ქვა ვიყოთ!
- ძილი სიკვდილის ძმა არისო
- შაგრენის ტყავივით მიჭირავს დღე
- რას ნიშნავს დღის დაკარგვა?
- აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა
- გაუფრთხილდით დღეებს!
- ვის რა ვარგე თუ ვისგან რა ვირგე?
- 5 წუთი დრო გაქვს?
- მინდა გისურვოთ, რომ გამარჯვებულები იყოთ ყოველ დღეზე. დღე თქვენი ძროხა ყოფილიყოს, რომელიც ძალიან უხვად იწველება
- ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვეძლევა
- არ დახარჯოთ თქვენი თვალები და ყურები
- დღეს მერამდენე დღე გაქვს?
- რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე?
- მოვლინებული ხარ ამქვეყნად, შემთხვევით არ ხარ მოსული
- დედებო, არ შეიძლება მხოლოდ შვილებისთვის ცხოვრობდეთ
გადაცემა ერთად - სკოლა და ბავშვები
- როგორი უნდა იყოს სკოლის სახელმძღვანელო?
- არ შეუძლია ადამიანს არ შეიმეცნოს სამყარო
- როგორ ავირჩიოთ სკოლა ბავშვისთვის?
- თუ ბავშვს სკოლაში მასწავლებელი შეეცვალა
- მასწავლებელმა საკუთარი თავი უნდა შეაყვაროს მოსწავლეს
- როგორ შეიძლება შეაყვაროს მასწავლებელმა ბავშვს საკუთარი თავი?
- მასწავლებლებო! არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით ბავშვს არასოდეს დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან ბავშვი მშობლის თვალში აამაღლეთ დაეხმარეთ ბავშვს და გვერდით დაუდექით შეამკეთ ბავშვი!
- როგორ არ უნდა მოიქცეს დედა / დედას ბავშვის გაოცება არ აოცებს
- სკოლა, სადაც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო აგურამდე უნდა დაიშალოს და ახალი სკოლა აიგოს ისეთი, სადაც ბავშვები სიხარულს იპოვიან
- შევიყვანოთ 6 წლის ბავშვი სკოლაში?
- 15 წუთიანი გაკვეთილები 6 წლის პირველი კლასელებისთვის
- მჩაგვრელი ბავშვის სკოლიდან გარიცხვა
- თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ მისგან! თუ სიყვარული არ უჩვენე, სიყვარულს მისგან ვერ მიიღებ! თუ კეთილშობილება და დიდსულოვნება არ დაანახე, ასეთს ბავშვს ვერ გახდი! მაგრამ თუ რამე უკუღმა დაანახე, იმ უკუღმართობას მიიღებს! არადა მასში ღმერთისგან ჩათესილია სიკეთის და სიყვარულის მოთხოვნილება,.. უნდა უჩვენო ბევრი სიკეთე და სიყვარული, რომ შემდეგ გამოგივლინოს ეს თვისებები
- ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება (ეხლა არ გაგიკვირდეთ როგორც ეს დამთავრდება) საკუთარი თავის აღზრდაშია
- თუ მშობელი ჩივის შვილის საქციელზე, ხოლო თავის ქცევებს არ აანალიზებს, თუ რამდენად სწორად იქცევა თვითონ ბავშვთან, ასეთ შემთხვევაში მას ჩივილის უფლებაც კი არ აქვს. რასაც აძლევს ბავშვს, იმას იღებს შედეგად
- ამ ხნის კაცი თუ მე ჩემ თავს ვზრდი, ჩემზე ახალგაზრდებმა რატომ არ უნდა გაზარდოთ თქვენი თავი, რათა მერე თქვენმა შვილებმა კარგი მაგალითი აიღონ თქვენთან? ზარდეთ თქვენი თავი. თავშეკავება ისწავლეთ, დათმობა და დახმარება ისწავლეთ, თქვენ შვილებთან მეგობრობა ისწავლეთ. ალერსი და სიყვარულის ნაირფერი გამოვლენა ისწავლეთ. ეს ყველაფერი არც კი მოსთხოვოთ ბავშვს, თუ ჯერ თქვენ არ ისწავლით. ის დამნაშავე არ არის
- შეისწავლეთ შვილის მეგობრები / გაერთიანდით მშობლები
- ბავშვის ზედმეტი კონტროლი ძალიან უშლის ხელს მასთან დამეგობრებას
- თუ გულწრფელად დიდ ინტერესს გამოიჩენთ შვილის ინტერესების მიმართ, მერე ისინიც დაინტერესდებიან თქვენით და ასე შესაძლებელია შვილთან მეგობრობის ჩამოყალიბება
- როგორ მოვიქცე, შვილმა რომ არაფერი დამიმალოს...
- როგორ ავუმაღლოთ 12 წლის შვილს სწავლისადმი მოტივაცია?
- პირველკლასელს კითხვა უჭირს, ეზარება, როგორ მოვიქცე?
- უფროსებსაც უჭირთ. უფროსებმაც ყველაფერი არ იციან
შალვა ამონაშვილი - „ჩვენ და ბავშვები - ბავშვის აღზრდის ხელოვნება“
- მასწავლებელი მოუძებნე, და არა - სკოლა! | მასწავლებელი არის სკოლა
- კოცნით ბავშვის შეწუხება
- თითის ქნევა | ავტორიტარიზმში ბავშვის აღზრდა
- ბავშვი - მოვლენა
- ეს უნდა იყოს შენი პირველი დობილი!
- ცხოვრება სიბრიყვეებს გვთხოვს ძალიან ხშირად
- ვის ეხსნება აღზრდის სიბრძნე დაბადებიდან?
- მოთმინების მნიშვნელობა აღზრდაში | აღმზრდელის პიროვნება
- ლიმონივით უნდა გამოწურო შენი თავი
- როდის გამოგივა შვილის აღზრდა?
- არ მოგხიბლოთ სკოლის მშვენიერებ! | სადაც ადამიანი არის ნათელი ...
- დინების წინააღმდეგ სვლა | საკუთარი თავის და ბავშვის აღზრდა
- თქვენში დაცულია ეს ყველაფერი? | ბავშვის განვითარება სიძნელეებით
- ხელოვნური სიძნელეები ბავშვის აღზრდაში
- შვილი წავიყვანო პარიზში?
- შვილი არ მეძახის დედას
- ბავშვთან თანხმობა და სულიერი ერთობა
- წიგნი რომ არ იკითხოს ბავშვმა ...
- ქართველი ხალხის სულიერი საყრდენი | ჰუმანური პედაგოგიკის ფესვები
- შეაყვარეთ ბავშვს ერთი მასწავლებელი მაინც
- ვეფხისტყაოსანი სკოლაში
- საზეპიროები ვეფხისტყაოსნიდან
- გამოიყენეთ ეს მეთოდი ბავშვის მიმართ | დაადეთ შტრიხი
- ყურში ჩაჩურჩულება
- თანხმობის გაკვეთილი
- როცა ბავშვს მასწავლებელი არ უყვარს
- ვარვარა ვარდიაშვილის სწავლების მეთოდები
Shalva Amonashvili #WithNoe | შალვა ამონაშვილი #ნოესთან
- ვინ არის შალვა ამონაშვილი?
- მე მოვლენილი ვარ | კლასიკური პედაგოგიკა
- ასრულებული ნატვრა
- თუ კაცი კეთილ საქმეს ემსახურება ...
- ცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა
- განათლება სიყვარულით
- უფალს რომ ნახავთ, რას ეტყვით?
- სიჩუმის სიკეთეები
- ქრისტე მოვიმარჯვე
- მასწავლებელი იმ ერთი ბავშვისთვის
- თავისუფლება რაშია?
- მწვანე წითლის ნაცვლად | სამაგალითო პედაგოგიკა
- კიდე მეტყვით ზეციური სამყარო არ არსებობსო?
- სიყვარული არ გადადოთ ❤️
- ძალიან ვნანობ ...