Wisdom
როგორი ფერუმარილიც არ უნდა წაისვა და როგორი ლამაზი ფრჩხილებიც არ უნდა გქონდეს, სული თუ გაქვს ცუდი, არ ვარგიხარ
სული თუ არ გივარგა, გარეგნული ფორმა არაფერს არ მოგცემს
სამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა მივიღოთ - განვითარება, თავისუფლება, ზრდა. თუ ამას აკმაყოფილებ, ბავშვი გამოგყვება შენ, თუ არადა - ფეხს აითრევს
მასწავლებლებო, ჩვენ ღმერთის საქმის შემსრულებლები ვართ დედამიწაზე. ღმერთის თანამოღვაწეები რომ გავხდეთ, უნდა ვიყოთ სინათლის მასწავლებლები
მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში
რა ერთფეროვნებაშიც მოვაქცევთ ბავშვს სკოლაში, იმ ერთფეროვნებას მივიღებთ. მრავალფეროვანი უნდა იყოს ჩვენი სასკოლო ცხოვრება, რომ მრავალფეროვნები გამოვიდეთ, მრავალგვარი ხედვა გვქონდეს, ფართო ცნობიერებას დავეუფლოთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ აღზრდა დაკარგავს თავის ძალას
როგორი იყოს მასწავლებლის სიტყვა?
მასწავლებლის სიტყვა უნდა იყოს ლამაზი და დახვეწილი, ნაცვლად მუქარიანი, გაბრაზებული, მრავალტონიანი და ყვურილიანი სიტყვისა
ჩვენი მეტყველება ჩვენი საკუთარი სულის გამომზეურებაა. რასაც ფიქრობ, შიგნით რაც ხარ, სიტყვას გამოაქვს გარეთ
თუ ჩვენ სიყვარულის გამტარნი ვიქნებით, შესანიშნავი მასწავლებელი გამოვა თითოეული ჩვენგანისგან. თუ არადა, მასწავლებლობაც დაკარგულია - დავუყვირებთ, ვეჩხუბებით, ვაიძულებთ, მშობლებს დავიბარებთ, რომ ვუთხრათ, თუ რა ცუდი შვილები ჰყავთ და ა.შ - აი ეს გამოვა მოსწავლის მიმართ სიყვარულის გარეშე
ურთიერთობაში არ შეიძლება სიძულვილი შეურიო. არ შეიძლება ვინმე არ გიყვარდეს. თუ ვინმესთან ურთიერთობ, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბავშვი იქნება თუ დიდი, უნდა წინასწარ გიყვარდეს, თორემ ურთიერთობა იქნება დამშლელი
ჩვენ არ ვართ ამქვეყნად უპატრონოდ მიტოვებულნი. ჩვენ გვყავს ჩვენი ზეციური მფარველი და პატრონი
სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი სული, ჩვენ კი მხოლოდ ამ სხეულს დავდევთ - რა სასიამოვნო, რა ვაჭამო, რით გავართო, რით ვილხინო...
ბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან, დედებს და მამებს კი მორჩილი შვილები უნდათ. ვერ მიიღებენ მორჩილ შვილებს, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ინდიგოები არიან. ესენი მოუსვენრები და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულები არიან. პედაგოგიკა ძველია, ხოლო ბავშვები ახლები არიან. როგორ ჩავჭედო ძველ პედაგოგიკაში ახალი ბავშვები? როგორ დავაფარო ეს ქუდი თავზე? არ ერგებათ. ამიტომაც, შფოთავენ, ანგრევენ...
ბავშვს აჩუქეთ დედა და მამა - სიყვარულით, მოთმინებით, ერთგულებით
ბავშვის ტექნიკისადმი დამოკიდებულებას უნდა ვუშველოთ პირველ რიგში ჩვენი თავით. მოიქეცი ისე, რომ ბავშვისთვის შენ უფრო საინტერესო იყო
მარტო ამას მე ვერ გავაკეთებდი. ცალუღელა ხარი აბა რისი გამწევი იქნება
"ეხლა გიყვარდეს"
სიყვარულის გადადება არ შეიძლება. თუ გიყვარს, ეხლა გიყვარდეს. ხვალ მოვეფერები და ხვალ ვაკოცებო - არ შეიძლება
ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და უსაზღვრო შესაძლებლობანი, და თუ პედაგოგიკას შეცვლი, ამ ძალებს უფრო მეტს გამოავლენ. თუ არ დაიჯერებ ამას, მაშინ იმასაც ჩაუკლავ, რაც აქვს
კლასიკური პედაგოგიკის მთავარი იდეა სულიერებაა
სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი. მასწავლებელი იგივეა, რაც ღმერთი, იმიტომ, რომ ქრისტეს მასწავლებელს ეძახდნენ. ღმერთი და მასწავლებელი, ტაძარი და სკოლა - ამაზე ძვირფასი ცნებები საზოგადოებას თავისი განვითარებისთვის არ აქვს
ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი მიხვდები
მასწავლებელო, გაწირე თავი ბავშვისთვის
მასწავლებლებო, ჩაფიქრდით! უკვე მასწავლებლები ხართ, გაწირეთ თავი ბავშვისთვის!
ქონება არ სჭირდება ბავშვს
ბავშვს არ უნდა არც შენი ქონება, არც შენი ბანკის წიგნაკები... არაფერი არ უნდა. ის თავად შექმნის ყველაფერს. შენ - ნიჭი განუვითარე, ზრდილობა მიეცი, ხალხი შეაყვარე და ღმერთისკენაც მოახედე. ის მერე ყველაფერს მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის ამ ცხოვრებიდან და ბედნიერიც იქნება
ვინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი დაჭრა თუ რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ ის, ვინც მას ზრდიდა?
"ბავშვი არ გამომადგა"
"დრო არ მაქვს", "ვერ ვიცლი", "ბავშვი თავადაა ასეთი უხეში" ... ყველაფერს მიაბრალებს მშობელი, როგორმე თავისი თავი რომ გაამართლოს. ზოგი მშობელი ამბობს - "ბავშვი არ გამომადგაო". "ბავშვი არ გამომადგა" კი არა, ჩვენ ვერ გამოვადექით ბავშვს