Wisdom
სიტყვები დაკავშირებულია ემოციებთან. ხშირად ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს დაუფიქრებლად. ასეთ შემთხვევაშიც კი ეს სიტყვები იმ ემოციას აღძრავს, რასთანაც კავშირშია
ჰუმანური საქართველოს მე-5 მცნება
შემკობა - ეს მშვენიერი მეთოდია ურთიერთობისა. ადამიანს კეთილი ვუთხრათ, მოვესიყვარულოთ, შევუწყოთ ხელი, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს, საკუთარი თავისა სჯეროდეს
თუ გულწრფელად დიდ ინტერესს გამოიჩენთ შვილის ინტერესების მიმართ, მერე ისინიც დაინტერესდებიან თქვენით და ასე შესაძლებელია შვილთან მეგობრობის ჩამოყალიბება
ამ საქციელებით სული იკარგება
ბევრი კარგავს სულს, ჩხუბში, უგონო ქცევებში, ბილწსიტყვაობაში, ცუდ საქმეებში, უსაქმურობაში,.. ნაცვლად იმისა, რომ გაამდიდროს სული, იმასაც კარგავს, რაც მოიტანა თან
შევიყვაროთ ცხოვრება
მთელი არსით შევიყვაროთ ცხოვრება. ჩვენ ცხოვრებისთვის გავჩნდით. არ შეიძლება ცხოვრება მთელი სულითა და გულით არ გვიყვარდეს. უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის
როგორც თქვენ დაეჩვიეთ სიგარეტის წევას, ისე დაეჩვევა თქვენი შვილიც. იცით, რატომ არ უნდა ეწეოდეთ? ერთ ღერ სიგარეტს თქვენი ცხოვრებიდან 12 წუთი და 15 წამი მიაქვს თან.
სულელ ადამიანთან დიდხანს არ უნდა იყო, თორემ თავისკენ გადაგიბირებს. იყავი უფრო ჭკვიანებთან ახლოს, მათთან ისაუბრე, მათგან ისწავლე და რაც გაკლდა იმასაც შეივსებ
სულ ყოველთვის მინდა, რომ...
ოღონდაც ვიღაცას გამოვადგე და შემიძლია მთელი საათები ვირბინო, სხვისთვის ვიმუშაო, არ დავიღლები, არც ვიწუწუნებ... სულ ყოველთვის მინდა, რომ მტლად ვედებოდე ვიღაცას
იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ? რომ ჩვენი ყოფა ჩვენმა ახლობლებმა ღვთის წყალობად მიიღონ - რა კარგია, რომ შენ ჩვენთან ხარო. რამდენი მადლი, სიკეთე და სიხარული მოგაქვსო
What do you want to do the next 10 years?
Take some time and decide what you want. Where do you want to go? What do you want to do the next 10 years, 20 years? What would you like to become? How many skills would you like to learn? What are the books you want to read? How about the people you want to meet? The cities you want to visit, experiences you would like to have over this next period of time. Start thinking about all of that. Write it all down!
მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
როცა მე გემსახურებით თქვენ, ნაცნობს, უცნობს, ამაში ვხედავ ჩემი კმაყოფილების რაღაც წყაროს. ბედნიერება კმაყოფილებაა. ამრიგად, მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
მიზეზს უთუოდ მოჰყვება შედეგი. არ არსებობს მიზეზი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება. რაც უფრო დიდია მიზეზი, შედეგიც მეტია. რაც უფრო სუსტია მიზეზი, შედეგიც ანალოგიურია.
სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია. კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული
არ გიყვარს? - შეიყვარე! ვიღაცა იტყვის - "სიყვარული ან არის, ან არ არის" - ვითომ დიდ ფილოსოფიას ამბობს. რას ქვია არ არის? სიყვარული სულ არის, როგორც მოუვლი, ისეთი გახდება
იმეგობრეთ თქვენს შვილებთან
მეგობრობაში: ჯაჯღანი არ შეიძლება, ყვირილი არ შეიძლება, ჩხუბი არ შეიძლება, დამცირება არ შეიძლება,.. არავინ არ იმეგობრებს იმასთან, ვინც მას ამცირებს, გამორიცხულია!
უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ხელს გვიშლის, რომ ჩვენი ყოფა ახლობლებისთვის, გარშემომყოფებისთვის სასიხარულო გავხადოთ
რას გამორიცხავს სათუთობაში აღზრდა?
სათუთობაში აღზრდა გამორიცხავს უხეშობას, იძულებას, დასჯას, დაჩაგვრას, გაღიზიანებას, ყვირილს... ხმას არ აუმაღლოთ! თქვენი სახლიდან წივილ-კივილი არ უნდა გავიდეს გარეთ
Pain of losing & Joy of winning
We all grow from two experiences. One is called the pain of losing. The other one is called the joy of winning. We need both of them. Amplify them as much as you can. Which also means - make losing painful. If you set up something fooled around didn't get it put it on yourself. On the other side if you did get it, congratulate yourself. Self congratulations is a sign of maturity. Seeking congratulations is the sign of immaturity
დათმობა საქმეა სიყვარულისა
თუ არ დაუთმობ ქმარს / ცოლს, ეს ნიშნავს, რომ არ გიყვარს. თუ გინდათ, საკუთარი თავი გამოსცადოთ სიყვარულში, აბა ნახეთ როგორ უთმობთ ერთმანეთს. დათმობა საქმეა სიყვარულისა
Set goals, write them down, design the future
It's difficult to be confident about the day if you don't have your future well designed. Here is one of the keys to do about your future - set goals, write them down, design the future - Where do you want to go, - What do you want to do, - What do you want to be, - What do you want to see, - What do you want to have, - What do you want to share Even if it all changes 12 months from now the key is to start making a list now
ყოველგვარი მასწავლებლის ამაღლებული ხმა მისი წყვდიადობის ნიშანია. ყვირილი, უხეშობა, ძალადობა, მშობლების გამოძახება, ორიანები და სხვა ამგვარი - ეს ყველაფერი სიბნელეა
მხოლოდ ჩვენ - ადამიანებს - გვაქვს ნიჭი შემოქმედებისა. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი, გავალამაზოთ ცხოვრება. ამ ნიჭს შემოქმედება ჰქვია და ეს არის უფლის ძალა ჩვენში
Matthew principle
There's a statement in the New Testament, it's called the Matthew principle and economists use it to describe how the economy in the world works - "To those who have everything more will be given, from those who have nothing everything will be taken". It's like very pessimistic in some sense because it means that as you start to fail you fail more and more rapidly but it also means that as you start to succeed you succeed more and more rapidly
ჰუმანური საქართველოს მე-6 მცნება
ყველა დავეძებთ თავისუფლებას. ესაც ერთ-ერთი მცნებაა ჰუმანური საქართველოსი. თავისუფლება ისე კი არ უნდა იყოს გაგებული, რომ "აკეთე, რაც გინდა", არამედ, უნდა შეგვეძლოს - ავირჩიოთ