ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

სილამაზით ვისაც თავი მოაქვს

არ არსებობს ადამიანი, ნიჭი რომ თავისით შეიქმნას. ძალიან სასიამოვნოა, ადამიანი რომ კარგია და ლამაზია, მაგრამ, სილამაზით რომ თავი მოაქვთ, არაა სწორი. თავად ნამდვილად არ გამოუგონიათ თავიანთი ცხვირი, ნიკაპი, თვალი...

გურამ დოჩანაშვილი
სილამაზით ვისაც თავი მოაქვს

რაც უფრო მეტი მკითხველი ჰყავს ავტორს, პასუხისმგებლობაც მეტი აქვს.

გურამ დოჩანაშვილი
რაც უფრო მეტი მკითხველი ჰყავს ავტორს,

ადამიანის ხელაღებით უარყოფა როგორ შეიძლება!

ადამიანს მრავალი თვისება აქვს. რა თქმა უნდა, ზოგში ჭარბობს კარგი თვისებები, ზოგში - ნაკლებად. ადამიანის ხელაღებით უარყოფა როგორ შეიძლება!

გურამ დოჩანაშვილი
ადამიანის ხელაღებით უარყოფა როგორ შეიძლება!

ავტორი პერსონაჟის ტყავში უნდა შეძვრეს

ძალიან ძვირფასები არიან ჩემი პერსონაჟები. მწერლობა ისეთი რამეა, ავტორს ძალიანაც რომ ეზარებოდეს, კეთილი უნდა ინებოს და პერსონაჟის ტყავშიც უნდა შეძვრეს.

გურამ დოჩანაშვილი
ავტორი პერსონაჟის ტყავში უნდა შეძვრეს

ეს არ ჰგავდა ერთმორწმუნის გაკეთებულს!

რუსებთან ერთმორწმუნეები ვართ, თუმცა ერთმორწმუნის გაკეთებული ნამდვილად არ იყო ჩვენი და აფხაზების წაკიდება.

გურამ დოჩანაშვილი
ეს არ ჰგავდა ერთმორწმუნის გაკეთებულს!

მწერალი უნდა თვლიდეს, რომ არის გადამწერი

წმინდა სამება თუ არ შეეხო მწერალს, მწერლად არ ითვლება. და საერთოდ, მწერალი უნდა თვლიდეს, რომ არის გადამწერი, მხატვარი - გადამხატველი, კომპოზიტორი - გადამღერებელი. ასე თუ არ თვლის, მისგან... ღმერთია ერთადერთი შემოქმედი. შემოქმედს ძალიან უყვარს სოფელ-სოფელ სიარული. ჩვენი კლასიკოსები რომ გავიხსენოთ, სულ ყველა არის სოფლიდან. სხვა მადლი აქვს სოფელს.

გურამ დოჩანაშვილი
მწერალი უნდა თვლიდეს, რომ არის გადამწერი

არ ვიცი, რა შეიძლება აღემატებოდეს იმ ბედნიერებას, რასაც სახარების კითხვა გვანიჭებს.

გურამ დოჩანაშვილი
არ ვიცი, რა შეიძლება აღემატებოდეს იმ

რომ არა ჩვენი სასულიერო პირები და განსაკუთრებით - ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, არ გამოვიდოდა არაფერი.

გურამ დოჩანაშვილი
რომ არა ჩვენი სასულიერო პირები და

თავი და თავი, ადამიანი რომ გახდეს უკეთესი...

თავი და თავი, ადამიანი რომ გახდეს უკეთესი, ეს გახლავთ ბიბლია თავიდან ბოლომდე და სახარება კიდევ - მისი გვირგვინი.

გურამ დოჩანაშვილი
თავი და თავი, ადამიანი რომ გახდეს უკეთესი...

როგორი უნდა იყოს, ხელოვანი, შემოქმედი, პოეტი...

ნებისმიერი მიმართულების შემოქმედი, იქნება ეს პროზაიკოსი, პოეტი, მხატვარი, კომპოზიტორი თუ არქიტექტორი, უნდა ქმნიდეს ისეთ ხელოვნების ნიმუშს, რომ მათი მომსმენი, წამკითხველი თუ მნახველი, გახდეს უკეთესი, ვიდრე არის.

გურამ დოჩანაშვილი
როგორი უნდა იყოს, ხელოვანი, შემოქმედი,

მისი ნათქვამი კანონი უნდა იყოს

როცა რამე ისეთს მეკითხებიან, რაზეც უწმინდესს გამოთქმული აქვს თავისი აზრი, საშინელი სირცხვილის გრძნობა მეუფლება ხოლმე ამ დროს. როგორ შეიძლება მე მკითხონ, რაზეც უწმინდესმა ბრძანა. მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს, კანონი კარგი გაგებით, კანონი საყრდენსაც ნიშნავს.

გურამ დოჩანაშვილი
მისი ნათქვამი კანონი უნდა იყოს

განსაკუთრებით - ახალი აღთქმა!

ჩემზე ძალიან იმოქმედა პატრიარქის მოწოდებამ ქართველი მკითხველის, მათ შორის, ახალგაზრდობის მიმართ: "მეტი იკითხეთ, განსაკუთრებით ბიბლია, განსაკუთრებით ახალი აღთქმა"

გურამ დოჩანაშვილი
განსაკუთრებით - ახალი აღთქმა!

ასაკში რას უფრო მეტად შევინანებთ?

ასაკში ჩვენი სინანულის ძირითადი ნაწილი დაეთმობა იმ პერიოდებს, როცა გაჩერებულები ვიყავით და არა იმ პერიოდებს, როდესაც შეუჩერებლები ვიყავით. პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და მერე ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.

დავით გოგიჩაიშვილი
ასაკში რას უფრო მეტად შევინანებთ?

თუ დავემსგავსებით ბავშვებს, შეუჩერებლები ვიქნებით!

თუ დავემსგავსებით ბავშვებს, შეუჩერებლები ვიქნებით. ეს შეუჩერებლობა არ ნიშნავს ამ სიტყვის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას. ანუ მოუსვენრობას, შეუპოვრობას, რამდენჯერაც წავიქცევით იმდენჯერ ადგომას და მსგავს თვისებებს. არამედ, შეუჩერებლები ვართ მაშინ, როდესაც ჩვენი ეს უნიკალური ტალანტი რაღაც ფორმით რეალიზდება. შესაბამისად, ზოგისთვის შეუჩერებლობა შეიძლება ნიშნავდეს სიმშვიდეს და მშვიდად საქმის კეთებას. ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს სხვებზე ზრუნვას, ბავშვებთან ერთად დროის გატარებას, ან მოხუცებთან ერთად დროის გატარებას და მათზე ზრუნვას. ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას და შემდეგ ახალი მიზნების დასახვას და გამოწვევებთან გამკლავებას. ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს აღიარებას. ზოგისთვის - სხვის აღიარებას და ა.შ. საზომები ჩვენთვის, ყველასთვის უნიკალური და განსხვავებულია და არა - სტანდარტული.

დავით გოგიჩაიშვილი
თუ დავემსგავსებით ბავშვებს, შეუჩერებლები

სიბერეში განხორციელებული ბავშვური აკვიატება

ნიდერლანდებში ჩემთან ერთად სწავლობდა ერთი 62 წლის კაცი, რომელიც აუდიტორული კომპანიების მსოფლიო ოთხეულში, ეგრეთ წოდებულ "BIG 4"-ში მაღალ თანამდებობას იკავებს. თავის მეგობრებთან ერთად გაიხსენა ეს ბავშვური აკვიატება და როკ-ბენდი გააკეთეს და ბაზ-გიტარისტია, საღამოობით ბარში უკრავს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ საშინელ მუსიკას უკრავენ, თვითრეალიზებულია, ბედნიერია და გაცილებით პროდუქტიული გახდა თავის სამსახურშიც.

დავით გოგიჩაიშვილი
სიბერეში განხორციელებული ბავშვური აკვიატება

პრესტიჟული პროფესია ავირჩიოთ, თუ ჩვენ რაც გვაინტერესებს?

ძალიან გაუმართლა ჩემ ნათესავს, რომელმაც თავის დროზე უცნაური პროფესია აირჩია, რაც იმ დროს არაპრესტიჟულად ითვლებოდა და ყველას უკვირდა. მაგრამ, დღეს თვითრეალიზებულია, ბედნიერია, წარმატებულია და რაც მთავარია, ამ პრესტიჟული პროფესიის ხალხი სთხოვს დასაქმებას.

დავით გოგიჩაიშვილი
პრესტიჟული პროფესია ავირჩიოთ, თუ ჩვენ რაც

გიტარით ნასწავლი ვეფხისტყაოსნის პროლოგი

ძალიან გაუმართლა ჩემი მეგობრების შვილს, რომელსაც მის გარშემო ადამიანები, ანუ ოჯახი, სკოლა, მასწავლებლები ეხმარებიან იმის აღმოჩენაში, თუ რა არის მისი უნიკალური გზა სწავლის, ანუ როგორ სწავლობს. გიტარაზე დაკვრას სწავლობდა თავისით, გიტარასთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა და ამ პერიოდში ვეფხისტყაოსნის პროლოგი ზეპირად ისწავლა სიმღერით, სხვანაირად ვერ სწავლობდა. დიდი დრო გავიდა და დღესაც გეტყვის ზეპირად. რატომ? იმიტომ, რომ მისი უნიკალური გზით აქვს ნასწავლი. აღმოაჩინა, რომ გიტარა ამაში დაეხმარებოდა. სხვებს, მის კლასელებს უკვე დაავიწყდათ.

დავით გოგიჩაიშვილი
გიტარით ნასწავლი ვეფხისტყაოსნის პროლოგი

რომელია ჩვენთვის პრესტიჟული პროფესია?

როცა ვიზრდებით მერე, ამ დასწავლილი უნარებით და საზოგადოებრივი კლიშეებით, ვივიწყებთ ბავშვობას და ვამბობთ, რომ ესა და ეს საქმიანობა, ესა და ეს პროფესია კი ძალიან მაინტერესებს და ბავშვობიდან მიზიდავს, მაგრამ ეხლა პროფესიულ სასწავლებელში ხომ არ ჩავაბარებ? პრესტიჟული ხომ აი ის სპეციალობაა, თან ყველა იქ აბარებს და ამიტომ მეც მოდი ამ პრესტიჟულ გზას გავუყვები. არადა, პრესტიჟულია ის საქმიანობა, რომელიც ჩვენია. შემდეგ, ასაკში, ხანდახან გაგვახსენდება ხოლმე ჩვენი ბავშვური ინტერესები, მიდრეკილებები, მაგრამ, აქ უკვე ვამბობთ, - "ეჰ, მოიცა ეხლა უკვე რაღა დროსია". არადა, ვიცით, რომ არასოდესაა გვიან.

დავით გოგიჩაიშვილი
რომელია ჩვენთვის პრესტიჟული პროფესია?

პრესტიჟულია ის საქმიანობა, რომელიც ჩვენია.

დავით გოგიჩაიშვილი
პრესტიჟულია ის საქმიანობა, რომელიც ჩვენია.

ჩემ შვილს საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა

პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და შემდეგ ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.
დაბადებიდან, ბავშვობიდან შეუჩერებლები ვართ, ყველა ბავშვს აქვს ცნობისმოყვარეობა, სამყაროს შეცნობის პროცესში რაღაც ახლის სწავლის სურვილი, მიზნის მიღწევის ჟინი, სითამამე, ზოგადი ინტერესი და ა. შ. თუმცა, როცა ვიზრდებით, სხვადასხვა ფაქტორების გამო დავისწავლით ხოლმე გაჩერებას.
ყველა ბავშვი არის გენიოსი, მეცნიერი, მხატვარი, ლიდერი, ჩემპიონი, თუმცა ჩვენ ვასწავლით ხოლმე სტანდარტულობას, ანუ გაჩერებას.
მშობლები ვინც ბრძანდებით, დამეთანხმებით, რომ როცა ბავშვი ახალ ნივთს აიღებს, აინტერესებს, შეისწავლის, რას შვრება ეს ნივთი სხვა ნივთებთან მიმართებაში. აღმოაჩენს, ამუღამებს, რომ მაგალითად, რაღაც ნივთები, როდესაც დააგდებ, იატაკის ზედაპირზე, ან მიწაზე დავარდნის დროს, ტყდება, ზოგი ნივთი არ ტყდება, ამ აღმოჩენებს აკეთებს ხოლმე. თუმცა, როცა მაცივრიდან კვერცხს გამოიღებს და დააგდებს და გატეხავს, ჩვენ აუცილებლად მივალთ და ვეტყვით: აპაპაპაპაპაპა, ეს აღარ გააკეთო! და ასე ვასწავლით მოქცევას. მაგრამ შემდეგ, სკოლაში როცა ინტერესს აღარ გამოხატავს, გვიკვირს: "ვაიმე, საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა", - იცი რა, ძალიან აინტერესებდა, უბრალოდ, ჩვენ ვასწავლეთ გაჩერება. არ ვამბობ, რომ როცა ბავშვები ვართ, ჩვენთვის უსაფრთხო გარემო არ უნდა შეგვიქმნან და ყველგან უნდა მიგვიშვან, მაგრამ ახალი აღმოჩენების ინტერესის დაკარგვა არ უნდა დავისწავლოთ.

დავით გოგიჩაიშვილი
ჩემ შვილს საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა

სიკეთის კეთების მიზეზი

მე სიკეთეს გავცემ და ვეხმარები, არა იმიტომ, რომ მას რაღაც არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მე შემიძლია.

დავით გოგიჩაიშვილი
სიკეთის კეთების მიზეზი

სიკეთის კეთების უნარის დასწავლა შესაძლებელია

"ყოველ დღესა შენ თავს ჰკითხო, - აბა მე დღეს ვის რა ვარგე" - ერთია, ამ კონცეფციის ცოდნა, მეორეა - კეთება. ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ რეგულარულად ბუნებრივად, ეს მათი ბუნებრივი თვისებაა. მაგრამ, ლექსოს მაგალითი ჩემთვის პირადად არის ილუსტრაცია იმისა, რომ ამ უნარის დასწავლაც შესაძლებელი ყოფილა. ლექსომ მითხრა სიტყვები, რომელიც არასდროს დამავიწყდება: - მე სიკეთეს გავცემ და ვეხმარები, არა იმიტომ, რომ მას რაღაც არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მე შემიძლია.

დავით გოგიჩაიშვილი
სიკეთის კეთების უნარის დასწავლა შესაძლებელია

ადამიანების თვალებში დანახული სიხარულის ცრემლები

როცა ლექსოს ვკითხე, - რა გაკეთებინებს ამდენს სიკეთეს, რა გამოტივირებს-მეთქი, ლექსომ მიპასუხა - ცრემლებიო, ადამიანების თვალებში დანახული სიხარულის ცრემლებიო.

დავით გოგიჩაიშვილი
ადამიანების თვალებში დანახული სიხარულის

როგორ ვასწავლოთ ტვინს სეროტონინისა და ოქსიტოცინის გამოყოფა?

21-დღიანი ვარჯიშით, როგორც კუნთს ვავარჯიშებთ ხოლმე, შეგვიძლია ტვინს ვასწავლოთ სეროტონინისა და ოქსიტოცინის გამოყოფა, რეგულარული, პატარ-პატარა სიკეთეების კეთებით.

დავით გოგიჩაიშვილი
როგორ ვასწავლოთ ტვინს სეროტონინისა და