ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

რატომ არის ადამიანი სასოწარკვეთილი?

ადამიანი იმიტომ არის სასოწარკვეთილი, რომ მას არ აქვს უკეთესი ცხოვრების იმედი. არ აქვს იმედი, რომ მის ცხოვრებაში ავტომატურად, თავისი, ბუნებრივად გაჩნდება უკეთესი გარემოებები.

მეორე - მას არ აქვს და ვერ პოულობს შესაბამის ძალას და ნებისყოფას, რომ თვითონვე შექმნას ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, რომელიც იმ ძველის ან თანაბარი იქნება, ან მასზე უკეთესი.

ის წარსულიც კი, ასეთი ადამიანისთვის იყო შემთხვევითი გარემოებების პროდუქტი და არა მისი ნებისყოფის, არა მისი ნების ნაყოფი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითი ძალები არ იყოს ადამიანში მინავლებული. ეს თუ ჩამქრალია, ასეთი ადამიანი ჩარჩება სადღაც და ვეღარ გამოვა

ანა ქირია
რატომ არის ადამიანი სასოწარკვეთილი?

წარსულში, აწმყოში და მომავალში ცხოვრება

ის, ვინც წარსულში ცხოვრობს, არის სასოწარკვეთილი. ის, ვინც მომავალში ცხოვრობს, არის შფოთიანი. ის, ვინც აწმყოში ცხოვრობს, არის მშვიდობით და ჰარმონიულად.

ანა ქირია
წარსულში, აწმყოში და მომავალში ცხოვრება

ბედნიერების შემოქმედი ადამიანი

ვერ აფასებ, სანამ არ დაკარგავ

ანა ქირია
ბედნიერების შემოქმედი ადამიანი

მორალური ეთიკა, აღზრდა

სოკრატესა და პლატონს ჰქონდათ ე. წ. ინტელექტუალური ეთიკა - შენ თუ გააცნობიერე რა არის სიკეთე, რა არის სამართლიანობა, გახდები კეთილი და იცხოვრებ სამართლიანად. ამ მორალური იდეების გაცნობიერება, ამავდროულად, გულისხმობს მათი საპირისპირო იდეების ცოდნას. თუ გესმის სამართლიანობა, გესმის უსამართლობაც და ყველაზე კეთილ და ყველაზე სამართლიან ადამიანს შეუძლია იყოს ბოროტი და უსამართლო, თუმცა იმდენად, რამდენადაც მას გაცნობიერებული აქვს სიკეთე, სიკეთის არსება ან სამართლიანობის არსება, მათი უპირატესობები და ღირებულება, ის თავისი ნებით, თავისი თავისუფალი გადაწყვეტილების შესაბამისად უსამართლობის, ბოროტების გზას არ დაადგება. ჩემი აზრით, ეს კარგი ჩვევები ქმნის ერთგვარ კარკასს, ჯავშანს, შეიძლება საყრდენიც ვუწოდო, რომელიც დაგიცავს შემდგომ ცხოვრებაში და შეგეშველება. თუნდაც ისე მოხდეს, რომ მოზარდობაში ან უკვე ზრდასრულობის ასაკში ცუდი ზნე გამოავლინო, თუ თავის დროზე, მშობლებისგან ან ოჯახში, კარგი ჩვევები მოგეწონა, ეს იქნება ერთგვარი საყრდენი, რომ მთლად არ გაფუჭდე და არ წახდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე პატარა ასაკში კარგი ჩვევების ჩამოყალიბება და ზრდასთან ერთად, ცხადია, უნდა გააცნობიერო რა არის კარგი და შენივე ნებით აირჩიო.

ანა ქირია
მორალური ეთიკა, აღზრდა

სამი ტიპის ადამიანი

პლატონს აქვს ასეთი დიფერენცირება, გარჩევა, სამი ტიპის ადამიანს გამოყოფს ადამიანის სულის სამი ნაწილის შესაბამისად. სულის სამ ნაწილს ასე განარჩევს: უმდაბლესი ნაწილი, რომელსაც წადილისმიერ ნაწილს ეძახის, ეს არის ჩვენი ბაზისი, ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, კვება იქნება თუ გამრავლება; სულის მეორე ნაწილს მგზნებარე ნაწილი ჰქვია, ჩვენი სულის "დრაივი", მუხტი, ერთგვარი აგრესია, ტემპერამენტი და მესამე ნაწილი არის გონება. ამის მიხედვით სამი ტიპის ადამიანია, ბოლო ტიპის ადამიანი არის სარგებლისმოყვარე ადამიანი, ფილოკერნესი, რომელიც ცხოვრობს ამ წადილებით და მისთვის მთავარია რა დააგროვოს, მიიღოს, იკვებოს, სხეული შეიმოსოს და სხვა ვნებები. შემდეგი დონე არის ადამიანი, რომელიც დიდებას ესწრაფვის და აქ შეიძლება ლიდერები, იგივე პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანოთ, ანუ ფილონიკროს ტიპის ადამიანები. ფილოსოფოსს რაც შეეხება, ეს არის ადამიანის სახე, რომელსაც თავისთავად ცოდნა აინტერესებს, ცოდნის თავისთავადი ღირებულება, სიბრძნეს ეზიარება, ის სიბრძნეს არც ეუფლება, არც იყენებს, ეზიარება და იმას აღარ დაუდევს აქედან რა სარგებელი შეიძლება მიიღოს. დღესაც, ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს უმაღლესი განათლება მიღებული, მაგრამ თავისი ბუნებით, განწყობილებით და ტემპერამენტით იყოს ფილოსოფოსი და სიამოვნებდეს თავისთავად ცოდნასთან ზიარება.

ანა ქირია
სამი ტიპის ადამიანი

3 რამ, რისთვისაც ღირს ბრძოლა

სამი რამ, რისთვისაც ბრძოლა ღირს, მე ვიტყოდი: თავისუფლება, სიყვარული და სინამდვილე. სინამდვილეში მე ღმერთს მოვიაზრებ, რატომ? ვიცით ხომ რა არის ბიბლიაში ღმერთის სახელი: "მე ვარ რომელიც ვარ", სინამდვილე ეს არის.
სწორედ ეს სამი რამ, თავისუფლება, სიყვარული, სინამდვილე არის ის, რისთვისაც ღირს ბრძოლა და იმ ადამიანსაც მოვუწოდებდი, რომ იბრძოლოს, გაკვეთოს თავისი ატომის კედლები და ნახავს თავისუფლებას, სიყვარულს და სინამდვილეს.

ანა ქირია
3 რამ, რისთვისაც ღირს ბრძოლა