ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელე ხომ არ არის?

სინათლე, რომელიც შენშია, კარგად გამოიკვლიე, სიბნელე ხომ არ არისო - შეიძლება რაღაც ვნებამ, იდეამ გაგიტაცოს და თუ არ დაუსვამ ამას შეკითხვებს, შეიძლება მოგიცვას და კომფორტულიც კი გახდეს შენთვის. ამიტომ, სახიფათოა ასეთი ცრუ სინათლეებით ცხოვრება.

ლევან გიგინეიშვილი
სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელე ხომ არ არის?

ადამიანს ადამიანობის ცა უნდა ეჭიროს განუწყვეტელ ძალისხმევაში, არ უნდა დაიღალოს არასდროს. ყველაფრისგან შეიძლება დაისვენო, მაგრამ, ზნეობისგან (რასაც ადამიანობა ჰქვია) დასვენება არ შეიძლება არცერთი წამით.

ლევან გიგინეიშვილი
ადამიანს ადამიანობის ცა უნდა ეჭიროს

ეს შემისრულე და მოვდივარ, სადაც გაგიხარდება!

სიწყნარეს და სამართლიანობის აღდგენას ვისურვებდი ამ ქვეყანაში. საოცრად დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ნანატრ საქართველოში იცხოვრონ. მამა ზეციერს სულ ვევედრები, - ასეთი საქართველო მაჩვენე და მერე სადაც გაგიხარდება მოვდივარ, არავითარი პრეტენზია არა მაქვს.

გივი ბერიკაშვილი
ეს შემისრულე და მოვდივარ, სადაც გაგიხარდება!

ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს

მსახიობის ჯილდოა - ქუჩაში რომ მაყურებელი გხვდება და გიღიმის, დარბაზში რომ შეხვალ და უხარიათ შენი დანახვა და ტაშს გიკრავენ. ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.

გივი ბერიკაშვილი
ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს

ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიას სჯობია

ტაშით რომ მიგიღებენ სცენაზე და ტაშით გაგაცილებენ, ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიასა და ჯილდოს ჯობია. ხალხია, ვისთვისაც ვართ ჩვენ. რა ხარისხში აკეთებ შენს საქმეს, დარბაზი არის განმსაზღვრელი.

გივი ბერიკაშვილი
ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიას სჯობია

თუ მთვრალი ხარ, ეკრანზე ხარ იდიოტი!

თუ გინდა, რომ მთვრალი ითამაშო, აუცილებლად ზედმეტად ფხიზელი უნდა იყო! ზედმეტად! აი შეიძლება მაშინ გამოგივიდეს. თუ მთვრალი ხარ, ეკრანზე ხარ იდიოტი.

კახი კავსაძე
თუ მთვრალი ხარ, ეკრანზე ხარ იდიოტი!

სუფრაზე ყველას მხოლოდ კარგი უნდა უთხრა!

არ არსებობს ადამიანი დედამიწის ზურგზე, პატარა სიკეთე მაინც რომ არ ჰქონდეს გაკეთებული. აი ის პატარა სიკეთე რომ გაუკეთებია, შენ ხომ იცი, იმ პატარა სიკეთეზე ესაუბრე. თუნდაც ბევრი სხვა ცუდი რამ ჰქონდეს გაკეთებული, იმ ერთ პატარა სიკეთეზე ესაუბრე. შეაქე იმ სიკეთის გამო, შედეგად, შეიძლება კვლავ მოუნდეს სიკეთის გაკეთება. სუფრაზე არავის ცუდი არაფერი არ უნდა გაიხსენო. აქ ყველას მხოლოდ კარგზე უნდა ესაუბრო.

კახი კავსაძე
სუფრაზე ყველას მხოლოდ კარგი უნდა უთხრა!

რა არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი?

როდესაც შურს (რომელიც ყველას აქვს შიგნით) გადააგდებ, როდესაც სხვის მიმართ ზიზღს გადააგდებ, ბოღმას მოიშორებ, აგრესიას მოიშორებ,.. ამ ყველაფერს რომ მოიშორებ, აი მაშინ ხარ თავისუფალი!

კახი კავსაძე
რა არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი?

რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!

ჩვენ "საშუალო" არაფერი არ ვიცით. ძმაკაცობა ვიცით ბოლომდე!
ზიზღი ვიცით ბოლომდე!
შური ვიცით ბოლომდე!
...
მოკლედ, ამიტომ ვართ მაგრები! სასხვათაშორისოდ არაფერი არ ვიცით! თუ კარგი არტისტები ვართ, არტისტებშიც ბოლომდე ვართ. ყველაფერში ბოლომდე ვართ. იმიტომ ვართ მაგრები. სრულიად ვეთანხმები ამ ფრაზას - რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ - სწორია!

კახი კავსაძე
რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!

ასე იყენებს განათლებული ადამიანი ცოდნას!

ცოდნა არის ის, რომ სწორი მიმართულებით წახვიდე. როცა წინასწარ იცი, საითაც მიდიხარ, წინ რა დაგხვდება, არა წინასწარმეტყველური ცოდნით, არამედ სწავლით მიღებული ცოდნით. როცა იცი, რომელ გზაზე სად რა ჩასავარდნია, მოერიდები, გვერდს აუვლი, - ესაა ცოდნა.

კახი კავსაძე
ასე იყენებს განათლებული ადამიანი ცოდნას!

თუ იმედი არ აქვს კაცს, თუ უიმედობა სუფევს ადამიანის სულში, გულში და ქვეყანაში, რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა დაანახო ასეთ ადამიანს,.. "ჩემ მტერს"

კახი კავსაძე
თუ იმედი არ აქვს კაცს, თუ უიმედობა სუფევს

თუ გადაწყვეტ, რომ არტისტი გამოხვიდე

არტისტობა ძალიან ძნელი პროფესიაა. მთელი არტისტობის პერიოდი იქნება მხოლოდ დარტყმები გულში და სულში. ხანდახან, შეიძლება მოხდეს საოცრება და ტაშიც დაგიკრან, ისიც იქნება პატარა, მოკლე ტაში.

კახი კავსაძე
თუ გადაწყვეტ, რომ არტისტი გამოხვიდე

რა არის მეგობრობა?

ნამდვილი მეგობრობაა, როცა არაფერი დასამალი არ გვაქვს. როცა ერთმანეთის გვესმის და არასდროს ვეცდებით ერთმანეთის მოტყუებას. როცა ერთ აზრზე ვართ.

კახი კავსაძე
რა არის მეგობრობა?

უმნიშვნელოვანესია, ვინ არის შენი პირველი!

სამსახიობო კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება შენი პირველი რეჟისორი. ყველაფერში ასეა, - ვინ იქნება შენი პირველი მეგობარი, ამხანახი, ვისთან იქეიფე პირველად, ვინ იყო ის გოგო, ვისაც ხელი გადახვიე პირველად,.. უმნიშვნელოვანესია - პირველი.

კახი კავსაძე
უმნიშვნელოვანესია, ვინ არის შენი პირველი!

საჯაროდ ადამიანის ლანძღვა-გინება არ შეიძლება!

როდესაც საჯაროდ ლანძღავენ ხოლმე ადამიანებს, კითხვა მიჩნდება, - არ ფიქრობენ, რომ ვისაც ლანძღავენ, შვილები ჰყავთ, და მათ მშობლებს ასე საჯაროდ როგორ ლანძღავენ? არ შეიძლება ასეთი რაღაც. ვინც სხვებს საჯაროდ ლანძღავს, წარმოიდგინოს თავი მის ადგილზე, ვისაც ლანძღავს. ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას და წარმოიდგინეთ, მის ასეთ ლანძღვა-გინებას მისი შვილი რომ გაიგებს...

კახი კავსაძე
საჯაროდ ადამიანის ლანძღვა-გინება არ შეიძლება!

არასდროს არავისი არ შემშურნია, არანაირ სიტუაციაში. არავისი არაფერი არ მშურს.

კახი კავსაძე
არასდროს არავისი არ შემშურნია, არანაირ სიტუაციაში.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი წარსული, წინაპრები, ადამიანები, რომელთა ირგვლივაც ჩამოყალიბდა ჩემი ფსიქიკა.

გიორგი კეკელიძე
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი წარსული,

ცხოვრება გაიძულებს, და სწორადაც გაიძულებს, რომ იყო თვითკრიტიკული

გიორგი კეკელიძე
ცხოვრება გაიძულებს, და სწორადაც გაიძულებს, რომ იყო

მამაჩემი ჩემთვის არის მოდელი იმისა, რომ მქონდეს მოტივაცია, მათ შორის მის გამოც, - ვიყო უკეთესი.

გიორგი კეკელიძე
მამაჩემი ჩემთვის არის მოდელი იმისა, რომ მქონდეს

როდესაც შენ რაღაც ტიპის წარმატებას აღწევ, ადამიანების ნაწილს შენი შეშურდება.

გიორგი კეკელიძე
როდესაც შენ რაღაც ტიპის წარმატებას აღწევ,

ფეხი შეიძლება მრავალჯერ გადაგვიბრუნდეს. ადამიანი კოჭლი არსებაა თავისი არსით. არავინ არ არის შეცდომებისგან დაზღვეული.

გიორგი კეკელიძე
ფეხი შეიძლება მრავალჯერ გადაგვიბრუნდეს. ადამიანი

პრობლემა კითხვის ნიშნის დასმა კი არ არის, არამედ - მისი გაძევება. ნებისმიერი სოციუმი, ნებისმიერი საზოგადოება, თუნდაც რელიგიური განშტოება, რომელიც კრძალავს კითხვის ნიშნის დასმას, წყვეტს განვითარებას.

გიორგი კეკელიძე
პრობლემა კითხვის ნიშნის დასმა კი არ არის, არამედ -

ავთანდილი ლოცულობს სუპერ ორიგინალურად - "მომეც დათმენა სურვილთა, უფალო, უფლებათაო" - რაც მინდა, რომ არ მინდოდეს, ეგ ძალა მომეციო.

გიორგი კეკელიძე
ავთანდილი ლოცულობს სუპერ ორიგინალურად - "მომეც

ადამიანი არის იძულება. თუ შენ სოციუმის ნაწილად ყოფნა გინდა, "რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".

გიორგი კეკელიძე
ადამიანი არის იძულება. თუ შენ სოციუმის ნაწილად