სასწაული ფსიქოლოგიის ხალხია, შენ თუ დაკვირვებიხარ და დარწმუნებული ვარ დაკვირვებიხარ, რომელსაც მოსწონს, თავისი სკოლის მასწავლებელი სამად მოკაკული რომ მიდის და პურის ფულს ძლივს შოულობს, უბრალოდ არაადამიანურად ცხოვრობს, ის ჩაუქროლებს ყველაზე ბოლო მოდელის, ყველაზე ძვირადღირებული მანქანით ან სომბრეროს დაიხურავს თავზე და ყველაზე ძვირი ჯიშის ცხენზე გაიგელვებს-გამოიგელვებს თავისი რანჩოს ტერიტორიაზე, წარმოუდგენელია იცით? ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის მასწავლებელს, ბავშვობის ძმაკაცს, მეზობელს, ნათესავს, გესმის? რომელიც დარჩა და ცხოვრობს ამ წუმპეში, ამ უბედურებაში, სიღატაკეში, უიმედობაში, შენ რანაირად უნდა აიშენო სასახლე, შემოარტყა გალავანი და გეგონოს, რომ შენ, შენი შვილი და შენი ოჯახი იქნებით ცალკე საქართველოში და ყველა, ვისთანაც რაღაცა ურთიერთობა გქონდა, მას შეხედო, როგორც მონას?!
ზურაბ ჟვანიანუ მოვტყუვდებით!
ყველას იმას ვუსურვებდი, რომ მთავარი დავინახოთ ჩვენს ცხოვრებაში, მოვახერხოთ, რომ განვაცალკევოთ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი, მოვახერხოთ სიმართლის დანახვა. მეჩვენება, რომ ძალიან ხშირად ბევრი უბედურება, რაც ქართველებს მოგვდის ხოლმე, მოგვდის იმის გამო, რომ ვტყუვდებით, ვიღაცა გვატყუებს კი არა, ყველაფრის მიხვედრა, დანახვა ძალიან ადვილია ხოლმე, მაგრამ ვტყუვდებით და მერე საკუთარ თავზე კი არ ვბრაზდებით, ვიღაცაზე ვბრაზდებით - აი, როგორ მოხვდა ვიღაცა პარლამენტში? რანაირად მოხდა ეს? ჩვენ თვითონ ვტყუვდებით, მოდით, ნუ მოვტყუვდებით! - ამას ვუსურვებდი ყველას.
ზურაბ ჟვანიარაზე ოცნებობ?
ყველაზე ხშირად ვოცნებობ, საქართველო რომ დალაგდება, რომ აეწყობა, წყნარად რომ ვიცხოვრებთ ყველანი და გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. იგივე პარლამენტის წევრი იქნება კაცი თუ სხვა ვიღაცა, დილით სამსახურში მივა, ნორმალურად იმუშავებს, არ შეეშინდება, რომ რადიოთი გადმოსცემენ, არიქა ის სოფელი აიღეს, ეს სოფელი აიღეს, იქ კაცი მოკლეს, აქ რაღაც უბედურება მოხდა. დაჯდება და იმუშავებს, აი ვიმუშავებ ეკოლოგიაზე, მხოლოდ ეს იქნება ჩემი საზრუნავი, ამაზე ვოცნებობ.
ზურაბ ჟვანიაღმერთი არ გაგვწირავს!
ხართ თუ არა ოპტიმისტი? კი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, იმიტომ რომ, გონებით ვერ ვხედავ გამოსავალს, მაგრამ დარწმუნებული ვა ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი არ გაგვწირავს.
ზურაბ ჟვანიარა არის თავისუფლება?
თავისუფლება ის არის როდესაც სხვაზე არ ხარ დამოკოდებული, იქ არსებობს რაღაც ტრადიციული განმარტებები ფსიქოლოგიაში, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც არის რომ სხვაზე არ ხარ დამოკიდებული, გარემო პირობებზე არ ხარ დამოკიდებული, აი იმაზე არ ხარ დამოკიდებული რო გინდა თუ არა იაპონურ ან გერმანულ მანქანას ატარებდე, იმაზე რომ ბროლის ჭაღი უნდა გეკიდოს სახლში, იმაზე არ ხარ დამოკიდებული რომ, არიქა ჩემზე რას ლაპარაკობენ, ეს არის თავისუფლება. თავისუფლებას ვერავინ ვერც წაგართმევს და ვერც მოგცემს, ვერც მოგანიჭებს, მაგას ღმერთი ანიჭებს ადამიანს, როდესაც ის ადამიანი იბადება, და კაცი ალბათ ციხეშიც შეიძლება თავისუფალი იყოს, მე ჯერ არ გამომიცდია მაგრამ ასე მგონია.
ზურაბ ჟვანიაღალატი
ცხოვრებაში ყველაზე მეტად ღალატის მეშინია, იმისი, რომ ჩემი მეგობარი მიმტყუნებს, ჩემს გვერდით მდგომი ადამიანი მიმტყუნებს. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები და ეს ყველაზე ბნელი დღეები იყო ჩემთვის, იმიტომ კი არა, რომ რაღაც ზიანი მოუყენებიათ, მაგრამ იმაზე საშინელი არაფერია, როდესაც დაინახავ რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდა და ენდობოდი, უცებ არ აღმოჩნდება ის, ვინც გეგონა დღემდე.
ზურაბ ჟვანია
სიკეთე არის, როდესაც გიხარია, რაღაცას რომ გააკეთებ და სხვა ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, დაეხმარები რაღაცით სხვა ადამიანს და ეს გიხარია.
მე დავაკვირდი, რომ ის ხალხი რომელთანაც მქონია ურთიერთობა ორ ჯგუფად იყოფა, არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ როდესაც მათ უკეთებენ რაღაცეებს და არიან ადამიანები, რომლებსაც პირიქით ძალიან უხარიათ, თუ სხვას შეუძლიათ რაღაცით ასიამოვნონ, რაღაცა გაუკეთონ, ალბათ სიკეთე მაგითი გაიზომება, როდესაც შენ სხვისი კარგად ყოფნა გიხარია და გიხარია შენ თუ შეგიძლია ამას შეუწყო ხელი.
რა არის პატრიოტიზმი
ყოველ შემთხვევაში, ქუჩაში ყვირილი "საქართველოს გაუმარჯოს", პატრიოტიზმი არ არის. პატრიოტიზმი არის, როდესაც შენ გინდა, რომ თითოეულმა ადამიანმა შენს გარშემო, კონკრეტულმა ადამიანმა - შენმა ნათესავმა, მეზობელმა, მისმა ნათესავმა, მეგობარმა იცხოვროს კარგად. როდესაც შენ გინდა, რომ საქართველოში წარმოებული, დავუშვათ ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტი უკეთესი იყოს ვიდრე იტალიაში ან იაპონიაში წარმოებული, როდესაც შენ გინდა, რომ ამერიკაში ვინმე რომ იტყვის ეს კაცი ქართველიაო, ადამიანს სასიამოვნო ასოციაციები გაუჩნდეს. მგონია პატრიოტიზმი შედგება ასეთი კონკრეტული რაღაცებისგან და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ არის ქუჩაში ყვირილი.
ზურაბ ჟვანიამიმართვა არაკეთილმოსურნეებს
ერთი წუთი იმისათვის, რომ მიმართოთ მათ, ვისაც არ უყვარხართ.
- არ ვიცი ერთი წუთი მეყოფა თუ არა, მაგრამ, ის მაინც მინდა ვუთხრა ჩემს ყველა არაკეთილმოსურნეს, რომ ყველაფერი წარმავალია ამ ქევყანაზე და მთავარი არის ის, რომ როდესღაც, ბევრი წლის შემდეგ... და მათაც ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს, კაცი მარტო, რომ დარჩება თავის თავთან და გადახედავს, აი რა გზა გამოვიარე მე, აი ამ მომენტში არ შერცხვენოდეს იმ გამოვლილი გზის. მეც და ჩემი არაკეთილმოსურნენი, ისე ვყოფილიყავით საკუთარ თავთან, რომ არ შეგვრცხვენოდეს ჩვენი განვლილი გზის, არ შეგვრცხვენოდეს ერთმანერთის თვალებში შეხედვის.
პოზიციების შეჯერება
ძალიან ხშირად ხდება გარკვეული შეცვლა იმ პოზიციის, რომელიც თავიდან ჩამოაყალიბა ადამიანმა, შეჯერება სხვების შეხედულებასთან და მე გულახდილად, რომ გითხრათ, არ ვცემ პატივს იმ პოლიტიკოს, განსაკუთრებით პოლიტიკოსს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი პოზიციის შეგუება და შეთავსება სხვის პოზიციასთან, კომპრომისის პოვნაა.
მე რომ მკითხოთ ძალიან ბევრი უბედურება, რომელიც დღესა გვჭირს საქართველოში, იმითი არის გამოწვეულია, რომ გარკვეული წრე ჩვენი პოლიტიკოსების პირდაპირ ბრავირებდა იმითი, რომ მე ესე ვთქვი და აქიდან ფეხს არ მოვიცვლი, ამას ხშირად ხალხიც კი ეწირება.
არ არის საჭირო მსგავსი რაღაცეები პოლიტიკაში, ეს სხვა პასუხიმგებლობაა.