ისტორიის თავისთავადი მონაწილე
ისტორიაში მონაწილეობს რაღაცა, რაც ხდება თავისთავად და არაა იმიტომ, რომ მის უკან არის ადამიანის განზრახვა და ფსიქოლოგია.
მერაბ მამარდაშვილირა არის პარანოია?
გავხდებით მართლა პარანოიაკები, რომლებიც ხედავენ ყველგან რას? რა არის პარანოია? პარანოია არის რწმენა, რომ ყველაფერი რაც ხდება სამყაროში და ჩემს გარშემო, არის ჩემსკენ მიმართული, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს არის პარანოია.
აი მაგალითად: უბერავს ქარი, რაღაც უნდა ჩემგან. გაიარა კაცმა ქუჩაში, შემთხვევით არ არსებობს პარანოიკისთვის, არა თუ შემთხვევა. - თავისთავად გაიარა, იტყვის ნორმალური ადამიანი. არა! რაღაცა უნდა ჩემგან ან განზრახვა აქვს რაღაცა ჩემს მიმართ და ასე შემდეგ.
ჩვენი ბულიკური აზროვნება, აი დღეს მე ვხედავ, ვუყურებ ჩვენ პოლიტიკურ არეს და ვხედავ რომ პარანოიულია. ამ აზროვნებაში საქართველო არის ჭიპი სამყაროში და არაფერი არ შეიძლება ხდებოდეს ისეთი, რომელშიც არ იყოს ჩადებული რაღაცა ფიქრი საქართველოზე და მისთვის ან სიკეთის ან ბოროტების განზრახვა ან წადილი.
ხედავთ სად მივედით? მე მინდა დავამტკიცო მხოლოდ ერთი რამ, ადამიანს შეუძლია გამოთიშოს საკუთარ თავში ასეთი ფსიქოფატიური გრძნობები და აქტები. გრძნობებს და აღქმას აქტი მოჰყვება, საქციელი. გამოთიშოს ეს, ასეთი ცხოვრება, იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის ეს ცხოვრება, სიცოცხლე, არ არის სიცოცხლე. თუ ჩემი თავი ავსებულია ასეთი რაღაცეებით. თუ მე ასე ვუყურებ სოცოცხლეს და ასე ვცხოვრობ, ასეთი ხედვით, ეს არ არის სიცოცხლე.
სად არის ღმერთის სამეფო?
ყველაფერი გამოითქმევა ენაში, ბუბენრივ ენაში, და არაბუნებრივი რაღაცეებიც გამოითქმევა ბუნებრივ ენაში, მაგალითად რელიგიურ ენაში გვეუბნებიან, ღმერთის სამეფო ან სხვა ცხოვრება, და ჩვენ ამას ვიგებთ პირდაპირი მნიშვნელობით.
ყველა სიტყვა სასრულოა, სიტყვა გვესმის და ვუდებთ ამ სიტყვას კონკრეტულ რეფერენს. სიტყვა - სამყარო მაგალითად, სამეფო... არის ნახმარი. სამყარო არა ჩვენი არამედ სხვა სამყარო, ანუ თითქმის გეოგრაფიული გაგებაა, სამყარო აქ არის გეოგრაფიულად და სადღც იმ სამყაროს მიღმა, ამ მაღლა ან დაბლა მდებარეობს სხვა ცხოვრება, სხვა სამყარო და ასე შემდეგ.
ეს არის უკვე დარღვევა იმ შინაგანი კანონებისა, რომლის მიხედვითაც არის აგებული სიტყვა: ღმერთის სამყარო ან სამეფო, ან სხვა ცხოვრება და ა.შ. იქ არ იგულისხმება არანაირი გეოგრაფიული ან ქრონოლოგიური განლაგება.
ბიბლიაში, მერე სახარებაშიც მეორდება და არის გაფრთხილება. მოდის ტექსტები სადაც აღიწერება რა ხდება, ღმერთი რას ამბობ, რა ხდება იმ ცხოვრებაში და რა ხდება მიწიერ ჩვენს არსებობაში, მაგრამ ყოველთვის, რამდენიმე პასაჟის შემდეგ გაფრთხილებაა.
ეს ხომ არსად არ არის სხვაგან, არ არის ცაში, ღმერთის სამეფო თქვენშია, მაგრამ ამ გაფრთხილებას არავინ არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ კონკრეტულ ენას აქვს თავისი ინერცია და ჩვენ ამას მივყვებით და ჩვენი ბუნებრივი ასოციაციები, აზროვნებითი ჩვევები, ზნეობრივი ჩვევეი ისეთია, რომ ჩვენ ყველაფერს ხორციელად ვხედავთ, კონკრეტულ მნიშვნელობას ვაძლევთ იმ განყენებულ ჭეშმარიტებას, რომელიც იმსხვრევა, ინგრევა თუ ჩვენ მივეცით მას მხოლოდ მატერიალური, საგნობრივი მნიშვნელობა.
ისედაც გვაკლია ცოდნა ...
ჩვენთვის, ქართველებისთვის უბედურება იქნებოდა თუ მთელი ჩვენი ინტელიგენცია და სტუდენტობა გადავარდებოდა პოლიტიკაში, მიანებებდა თავს საკუთარ პროფესიულ საქმეს, ეს იქნებოდა მართლა უბედურება საქართველოსთვის. ჩვენ ისედაც გვაკლია კომპეტენტურობა, ცოდნა , განათლება და თუ ახლა ყველა გადავარდით პოლიტიკაში არაფერ კარგს არ მოიტანს ჩვენთვის. პოლიტიკაში ხელების და მუშტების ქნევით, ჩვენ გადავლახავთ აღელვებულ გზას და აღმოვჩნდებით ნაპირზე შიშველი, მშიერნი და უმეცარნი.
მერაბ მამარდაშვილი