მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ვინ არის ყველაზე ღარიბი ადამიანი?
ყველაზე ღარიბია, ვისაც ღმერთი არ ჰყავს, იმიტომ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის, სიხარულის, სიმდიდრის, ბედნიერების წყარო და ვისაც არ ჰყავს ღმერთი ნაპოვნი, მიმაჩნია ყველაზე ღარიბად
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში?
საკუთარი თავის მართლება არის ყველაზე საშიში ჩვევა
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რა არის თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა?
დიდ შეცდომად ვთვლი, ადამიანს რომ გულს ვტკენ ხოლმე, როცა უხეშად მითქვამს რამე
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რა არის ჟურნალისტის ფუნქცია?
ჟურნალისტის ფუნქციაა - წარმოაჩინოს, თუ სადმე სიკეთე და მისაბაძი რამ ხდება, ან თუ ვინმეს უჭირს, რათა დახმარება შევძლოთ
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
უფალი ისეთ მცნებას ჩვენ არ მოგვცემს, რაც შეუძლებელია
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რა არის მოძღვრის ფუნქცია?
მოძღვრის ფუნქციაა - ღვთის სიტყვა მიიტანოს ადამიანებამდე, სწორად აუხსნას მრევლს, თუ რა არის ქრისტიანობა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - თავისი მაგალითითაც
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ოჯახი არის სულიერი სასწავლებელი. ოჯახში ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს ღმერთის არსებობა. თუ რამე არის გადასაწყვეტი, ჯერ ღვთის ნება დადგეს პირველ რიგში და მერე - ადამიანური მოსაზრებები
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რატომ ანიჭებს ეკლესია ოჯახს დიდ მნიშვნელობას?
ოჯახებისგან შედგება ჩვენი ქვეყანა, და თითოეული მტკიცე ოჯახი არის კიდევ ერთი მყარი ქვა ჩადებული ჩვენი ქვეყნის საძირკველში
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ოჯახში საერთო ტრაპეზს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც ერთად დავსხდეთ, ყოველგვარი ტელეფონების და ტექნიკის გარეშე. ოჯახის სიმტკიცისათვის ამას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ იქ ადამიანებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარონ
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
სიყვარული მოგვიანებით მოდის, წლებთან ერთად და სწორ ურთიერთობასთან ერთად. სიყვარული ის არის, ორი მოხუცი პაპა და ბებო ჯოხით რომ მიდიან, აი მათ რომ უყვართ ერთმანეთი, მრავალი ჭირი და ლხინი რომ ერთად გამოუვლიათ და გაუზიარებიათ.
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის რა არის აუცილებელი?
კავშირი უფალთან. უფალი რომ ქორწილში მივიდა გალილეის კანაში, ჩვენ ვიცით, რომ იქ ღვინო გამოელიათ, რის შემდგომაც მაცხოვარმა წყალი ღვინოდ გარდაქმნა. ეს რას ნიშნავს? - ის ღვინო, რაც თავიდან სუფრაზე ჰქონდათ, ეს არის ადამიანური სიყვარული, როდესაც ქალსა და ვაჟს თავიდან ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მერე ეს სიყვარული ილევა, ყველგან ილევა. შემდგომ უფალი უნდა იყოს იქ, რომ საღვთო სიყვარული გაჩნდეს. სხვაგვარად მერე ერთმანეთის გაძლებაა
მღვდელი ბასილი ფოსური