ფსიქოთერაპევტს თუ თავად არ გამოუცდია
შეუძლია ფსიქოთერაპევტს, რომელიც მუშაობს ნარკოდამოკიდებულებაზე ან სასმელდამოკიდებულ პაციენტებთან, სრულად გაიგოს რა უჭირს პაციენტს თუ თავად არ გამოუცდია რაღაც-რაღაც ნივთიერებები? არ ჩამოვთვლი, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
ნუ ონკო პაციეენტს შეუძლია თვითონ უმკურნალოს თავს თავს? იგივე შეკითხვა არის, არ არის აუცილებელი ჩვენ სრულად განვიცადოთ, ჯერ ერთი სრული რამდენი არის? პაციენტს რომელსაც პრობლემა აქვს სრულად რას განიცდის შეიძლება თვითონ ვერ გამოხატოსდა ვერ მოყვეს ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, არიან ხო გენიალური ფეხბურთელი, რომლებიც არ არიან კარგი მწვრთნელები, მაგრამ თუ შენ არასდროს ფეხბურთი არ გითამაშია და არასდროს დაინტერესებულხარ და გემოთი რაღაც არ გიგრძვნია, ვერასდროს ვერ გახდები კარგი მწვრთნელი, მაგრამ კარგი მწვრთნელობისთვის აუცილებელი არ არის რომ პელე იყო. იგივე არის ზუსტად, რომ ფსიქიკურ პრობლემებში, ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის იმდენად ფაქიზი ტიხარია, რომ რაც უფრო მგრძნობიარე ადამიანები ვართ მით უფრო მეტი სიმძაფრით გაგვისინჯავს ამის გემო და თუ ის ადამიანები ვართ ვისაც ამაზე ფიქრიც უყვარს და გადამუშავებაც, ჩვენ ამაზე დაკვირვებით შორს წავსულვართ.
არტ-თერაპია ეს, შესაძლოა იყოს, როდესაც ჩვენ ინდივიდუალ დონეზე ვმკურნალობთ პაციენტს ან პაციენთა ჯგუფს, სხვადასხვა ტიპის პრობლემით ვინც არის შეწუხებული და შეიძლება ასევე იყოს საზოგადოებრივიც.
საზოგადოებრივი ხელოვნება ძალიან სპონტანურად, თვითონ აღმოცენდება ხოლმე. 9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა მთელი რუსთაველი გაივსო ყვავილების ზღვით, სანთლებით. თავისთავად შედგება ხოლმე, ბუნებრივად, რიტუალი, სადაც მთლიანი საზოგადოება თვითგანკუნებას, ვალის მოხდას ემსახურება. გეგონება შეთანხმებულები არიანო, ისეთი რიტუალური ქცევა აღმოცენდება ხოლმე, იმწუთას.
მე მაგალითად ვხუმრობდი, პირველად რომ გამოგვკეტეს პანდემიის დროს, რომ ეხლა აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი ხელოვნება, ყველანი გამოვიდეთ, ჩვენი ჩუსტები მოვიტანოთ და გიგანტური ჩუსტი ავაწყოთ ბევრი ჩუსტით და მემორია¬¬ლი მივუძღვნათ აი ამ ამბავშთქო. რა თმა უნდა მე ვიხუმრე და ამის ორგანიზება არ დამიწყია მაგრამ, სინამდვილეში ეს იქნებოდა იუმორით გამართული ეგტეთწოდებული Community art, საზოგადოების განმაკურნებელი, რომელმაც რაღაც ეტაპი დაასრულა, რაღაც ეტაპს წერტილი დაუსვა, რაღაც ეტაპი გამოიგლოვა ან აღწერა, მდგომარეობა აღწერა ხელოვნებაში.
დეჰუმანიზაციაში რა იგულისხმება რომ ავხსნათ - როდესაც ადამიანს ნელ-ნელა შემოაცლი ღირსებებს, შემოაცლი ნებისმიერ თვისებას და აქცევ ისეთ არარაობად, ისეთ მტრად, რომ, ლამის გაუთანაბრებ მწერს, რომლის მოკვლაც კი ადვილია, რომელიც აღარ განიხილება ადამიანთა ჯგუფის მიმართ, ვისზეც მუშაობ, ვის თვალშიც უნდა მოახდინო ამის დეჰუმანიზაცია. მათ მიერ შეიძლება ულმობელი მსხვერპლი გახდეს ესა თუ ის ჯგუფი თუ, ესა თუ ის ადამიანი.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ, ხის მიმართაც და ცხოველის მიმართაც კი არ შეიძლება, იქაც კი უნდა ვიცოდეთ რა შეიძლებს. ბრაკონიერება მაგალითად, რატომ არ შეიძლება? ესეც ხომ ახსნილი უნდა იყოს. ვინ მოკლა, თუ რატომ გადაძვრა ზოოპარკში? ასეთი საშინელი ფაქტებიც ხომ იყო, რომ დაასახიჩრეს ირემი მაგალითად.
მითუმეტეს ადამიანის მიმართ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, აი ასე აბსოლიტურად ყველაფერი მოშალონ იმ ქვეყნებმა, ვისაც პრეტენზია აქვს განვითარებულობაზე.
პერფორმანსი - ექსპერიმენტი | სტრუქტურული აზროვნება
ფერფომანსი, ის შოუ, რომელსაც ის დგამს, როდესაც ყველა მომსვლელს ეუბნება, რომ აი მე ვდგავარ თქვენს წინაშე, შიშველი და რაც გინდათ გააკეთეთ, როგორც გინდათ მომექეცით, და საბოლოო ჯამში დასისხლიანებული, დასერილი და ნაცემი წამოვიდა, დღის ბოლოს იმ თავისი ფერფომანსიდან. როგორც კი იმ უმწეო მდგომარეობას, მორჩილებას სთავაზობ ვინმეს, ესეც ძალიან საინტერესო თემაა განსახილველად, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ თუ ვიქმნებით ჩუმად, არ გავაღიზიანებთ მტერს, მტერი აღარ დაგვსჯის. თუ კარგად მოიქცევი არ დაისჯები, ესეც ჩვენი საბჭოთა თვისება. ამ დროს კარგად, კი არ უნდა მოიქცე, სულ უნდა მოქმედებდე, უბრალოდ ჭკვიანურად უნდა მოქმედებდე. თუნდაც ამ ექსპერიმენტით, ამ ფერფომანსითაც დასტურდება, რომ შენ რამდენი კარგად მოიქცევი, მით უფრო მაგრად ჩაგარტყამენ თავში, დასასრული არ ექნება იმას, რამდენსაც შენგან მოითხოვენ, ესეიგი კარგი ქცევა რა არის, ჯერ ამაზე ბევრი მსჯელობა არის გასამართი და საერთოდ როგორი უნდა იყოს ეს ქცევა, როგორ უნდა დავარქვათ სახელი, დღეს ვინა არის ჩემი, პირველი, მეორე, მესამე მტერი. ჩემ თავში რა არის ჩემი პირველი მტერი, მეორე მტერი. აი ეს სტრუქტურული აზროვნება, უმნიშვნელოვანესია.
ნათია ფანჯიკიძედაბალი თვითშეფასება და ნარცისიზმი - ერთი დანის ორი პირია, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დაცვითი მექანიზმი არის. აი ეს მსხვრევადობა, ის, რომ მე არაფერში დამნაშავე არ ვარ, თვითრეფლექსის უუნარობა, ის რომ უპირობოდ ყველა აღტაცებული იყოს შენით, არა აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ. და მეორე - საპირისპირო ამისი, სრულიად ნიჰილისტური, დეპრესიული თვითგვემა, რომ, ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ჩვენ არაფერი გამოგვივა, არაფერი გვეშველება. იმის გამო, რაც მოგვიტანა ამდენი წლის ტრამვებმა, მე მაინც ძალიან თანამგრძნობელი ვარ ჩვენი ერის.
ნათია ფანჯიკიძესადარბაზოების დალაგება | სამშობლოს განცდა
სამშობლოს განცდიდან იწყება ალბათ ჩემი ქვეყანა, ჯერ რო ჩემი მეგობარია, ჩემი ეზოა, ჩემი სადარბაზოა. ჯერ სადარბაზოების ლაგება ყველას არ დაგვიწყია, ჯერ კიდევ კარის ზღურბლამდე არის ბევრ კორპუსში დასუფთავებული საცხოვრებელი. ესე, ნელ-ნელა თუ არ ვიგრძენით რომ ყოველი ეს გოჯი, მიწა, ამ ერთი ბეწო ქვეყნის არის შენი, არაფერი არ გამოვა.
ნათია ფანჯიკიძეაგრესიის მართვა
აგრესია ხანდახან კარგი ინსტრუმენტიც არის, თუკი მანკიერება უნდა დაამსხვრიო
ნათია ფანჯიკიძერა არის თავისუფლება?
კი მაგრამ, რა არის თავისუფლება? - სადაც მინდა წავალ, სადაც მინდა მოვალ? და რაში იყენებ იმას, რომ სადაც გინდა წახვალ, სადაც გინდა მოხვალ? სად იხეტიალე, სად სცადე შენი ბედი? აღმოჩნდება რომ ძალიან დავიწროებულია ადამიანების გადაადგილების არეალი. და შემდეგ კიდევ მივდივართ იქამდე, რომ, აი მაინც რა არის ეს თავისუფლება? აღმოჩნდება, რომ თავისუფლება არის სწორედ ის ჟრუანტელი, რასაც ანტილოპა განიცდის ლომი რომ მოზდევს, თუ ჯანმრთელი ზებრა, რომელიც კბილებს ჩაამტვრევს შემდეგ ამ ლომს. ანუ სიცოცხლე, თავდაგასავალი ასოცირდება თავისუფლებასთან, და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვგრძნობთ ჩვენს თავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ არ განვიცდით დეპრესიას და არა პირიქით, როდესაც არაფერი ხდება, როდესაც დაჭაობდება.
ნათია ფანჯიკიძესხვა კამერით დანახული ცხოვრება
ადამიანები, რომლებიც ძალიან იკეტებიან თავის საკუთარ ახლობლებში, ყველას გვაქვს ტენდენცია მოვნახოთ ისეთი ჩვენნაირი ადამიანები, როგორიც ჩვენი თავი გვგონია, აი ასეთ შემთხვევაზე ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ, ისევ თვალსაწიერის დაპატარავების, იმიტომ რომ ყოველი გარეშე სამყარო, ეს არის სულ სხვა კამერით დანახული ცხოვრება, სულ სხვა კამერით დანახული კინო, რომლის გაცნობაც შეიძლებოდა უფრო საინტერესო ყოფილიყო, და უფრო საინტერესო ყოფილიყო, ისინი როგორ გვხედავენ ჩვენ, რა ლოგიკით. იმიტო რომ, ახლობლები, რომლებივ თითქოს კომფორტს გვიქმნიან, რა თქმა უნდა ისინიც გვაპატიმრებენ თავიან შეხედულებებში, იმიტომ რომ, მათ აქვთ ჩვენს მიმართ მოლოდონი და ჩვენ როდესაც გვგონია, რომ ვიქცევით ჩვენი ფასეულობის მიხედვით, ძალიან ხშირად ვაკმაყოფილებთ იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც, ჩვენთვის არიან ძვირფასები, და ვერც კი ვგრძნობთ ისე ვართ ძალადობის მსხვერპლი. ზოგჯერ შეიძლება ამ წრის გარღვევა ბევრად დიდი თავისუფლება იყოს, ვიდრე საკუთარი ამ ჯგუფის მიმართ კონფორმიზმი, რომელიც გარკვეულ წილად ყოველთვის გვჭირდება, იმიტომ რომ მარტო არ აღმოვჩნდეთ. მოკლედ იმდენი დილემა გვაქვს რომ საბოლოო ჯამში - ვინ ვარ, სად ვარ, რა მინდა - ეს არის ძალიან ძნელი გასაგები.
ნათია ფანჯიკიძეროლის ფსიქოლოგია | ბავშვებს კითხვებს ნუ აუკრძალავთ!
ძალიან საინტერესო რამ გახლავთ როლის ფსიქოლოგია, ხანდახან ჩვენ, როდესაც გვგონია რომ უკვე გავიცანით და შემოვსაზღვრეთ ეს ჩვენი თავი სწორედ ამ დასწავლით, დასწავლა პირველად ხდება ჩვენს ყველაზე ვიწრო სოციუმში - ოჯახში და ეს ფასეულობები შემოდის ჩვენში რაც ოჯახშია გამეფებული, შემდეგ უკვე უფრო ვაფართოვებთ ამას და ვსწავლობთ, ეზოში რომ ჩავედით და ბავშვებთან ვითამაშეთ, იქ კიდევ რაღაც წესები ვისწავლეთ. შემდეგ მივედით ყველაზე უფრო ორგანიზებულ ორგანიზაციაში, რომელიც სისტემა არის უკვე - სკოლაში, ეხლა უკვე იქ ვისწავლეთ კიდევ რაღაც. შემდეგ უკვე გავეცანით მთლიანად ჩვენს კულტურას, იმიტომ რომ ღირებულებითი აზროვნება, იგივე აბსტრაქტული აზროვნება, როდესაც სწორედაც ეს მორალური კანონები ჩვენში იწყებს ამუშავებას, 11 წლიდან იწყება, მანამდე რამდენი პატრიოტული ლექსიც არ უნდა დავასწავლოთ ბავშვს, ის ვერ გაიაზრებს რას ნიშნავს პატრიოტიზმი ან რას ნიშნავს პატიოსნება, თავისუფლება. მას შეუძლია ეს სიტყვები გაიმეოროს ზეპირი ცოდნით, მაგრამ აბსტრაქტული აზროვნება ჩნდება 11 წლიდან ზევით და ეს პროცესი შეიძლება არ დასრულდეს არასდროს, მაგრამ ხანდახან, სამწუხაროდ, სწრაფად სრულდება, რადგან ის ადამიანები ვისაც კითხვის დასმას ხშირად უკრძალავენ, წყვეტენ ამ კითხვებს მალე, და თუ არ დავსვით კითხვა, ვერ ვიპოვით პასუხებს, იმიტომ რომ, თუკი ჩვენ მოგვეჩვენა რომ ყველაფერზე უკვე საკმარისი პასუხი გვაქვს, იქ დამთავრებულა ჩვენი განვითარება, თვალსაწიერი და აი იქ შემოგვისაზღვრავს უკვე ჩვენი მსოფხედვა, რაც არ არის მაინცდამაინც სასურველი, იმიტომ რომ ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, ის ბავშვური გულუბრყვილო კითხვა, რომ ეს რა არის, რატო? ის გაოცება, იმიტომ რომ ბავშვისთვის ამ სამყაროში ყველაფერი ისევე დამაჯერებელია და გამაოცებელია თანაბრად, რომ როგორც ნებისმიერი, რეალურია ეს თუ ირეალური, ერთნაირად დამაჯერებელი და გასაკვირია ბავშვისთვის, რადგან ის ა
ნათია ფანჯიკიძეშეიძლება საკუთარ თავს გავასწროთ
როდესაც დავიჭირე ჩემი თავი რომ, ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს მარტო? იმიტო რომ იმდენად მსხვერპლთან ვიყავი იდენთიფიცირებული ჩემს გრძნობებში, რომ გვიან გავიაზრე, რა გვიქციეს სიხარულად, გვიქციეს - ეხლა ეს სიტყვაც (ენის ფსიქოლოგიაც ძალიან მნიშვნელოვანია) ესეც არ წამომცდა შემთხვევით, ამოვიდა ისევ ქვეცნობიერიდან, იმიტომ რომ მე, ისევ და ისევ მინდა მჯეროდეს, რომ კარგი ადამიანი ვარ, და როდესაც ვამბობ გვიქციეს, ესეც პუტინის ბრალია, აბა რომ არ ყოფილიყო პუტინი, მე ხომ არასოდეს ამას არ გავიფიქრებდი. ესეიგი ,საკუთარი თავის ძიებაში, შეიძლება ისეთ მძიმე ლაბირინთებში შევაღწიოთ, რომ შეიძლება ისე გამოვრბოდეთ ჩვენი თავიდან, რომ საკუთარ თავს გავასწროთ.
ნათია ფანჯიკიძე