ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

მილიონი რომ მომცე არ ვიზამ!

მე ჩემი ყანა და ვენახი მაქვს, არასოდეს არ მინდა დამოკიდებული ვინმეზე ვიყო. შენ უნდა გქონდეს შენი ლუკმა, შენ ვერაფერს მათქმევინებ თუ არ მინდა, იმიტომ, რომ მილიონი რომ მომცე არ ვიზამ და!

ოტია იოსელიანი
მილიონი რომ მომცე არ ვიზამ!

წინდაწინ შადრევანი რათ მინდა!

დავანებოთ ახლა თავი ფუფუნებას, რესტორნების კეტვას და ქეიფს, ქეიფის დრო არა გვაქვს ჩვენ ახლა, ქვეყანა თავზე გვაქვს დამხობილი და "საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ" გვასწავლა ჩვენ სახარებამ. პური კიდე აგვიკრძალა, "ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისა" - ო, ძღომისა კი არაო, ჩვენ გვეშლება.

გვაქვს ჩვენ იმხელა ქვეყანა, ის 10 მილიონ კაცს შეინახავს თუ ხელს გავანძრევთ. დაიცალა მთები... დაცლილია, პლანტაციები გამოუყენებელი, საბალახოდაც აღარაა, რომ ძროხამ მოიბალახოს.

ასე როგორ შეიძლება დაჯდე და უცადო, იმისი არ იყოს, ფანტანები მინდა ახლა მე, კარუსელები და შადრევნები? როგორ შეიძლება ამ კუთხეების დამშევა, რომ ჩვენ ხელის განძრევა შეგვეძლოს, ეს უნდა ამუშავდეს.

შადრევნის გამო კი არ გაქცეულან რუსეთში, შადრევანი არა გვაქვს და კარუსელიო, გაიქცა გაჭირვების გამო. ეს თუ არ აამუშავე, ის კაცი რომ ჩამოვა მშიერ მწყურვალი აქ რა ქნას? მაშინ სხვაგან გაიქცევა.

კიბატონო კარუსელი მერე... ყანას მოვიწევთ, ჩვესნ პურს შევჭამთ, მერე დავსხდეთ კარუსელზე, წინდაწინ კარუსელი რათ მინდა!

ოტია იოსელიანი
წინდაწინ შადრევანი რათ მინდა!

მწერლის მოვალეობა რა არის იცი? - სარკეში ჩაგახედოს, ხვალ რა იქნება, მაგი ჩვენ სახარებაში გვიწერია: ხვალემ იზრუნოს ხვალისაზეო, მაგრამ დღეს უნდა დავიწყოთ ჩვენ, თუ არაფერი დაიწყე, დააღე პირი აქანე, გაიშვირე ხელი და იმათხოვრე, ვინცხას კარზე შევარდი, ვინცხას სახლში მიდი, მაი გიჟმა ქნა, ქორწილში რომ შევიდა, ჩემს სახლს აქანე ჯობიაო. შენ ვინ მოგცა მაგისი უფლება? შენ დაეტიე შენს სახლში და ეძიე გზა ხსნისა. ვინცხას მიადგები, გკრა იმ კაცმა პანღური და გამოგაგდო, მართალია უზნეოდ მოიქცა, უწესოდ, მაგრამ, მისი სახლია არ გიშვებს, ჩვენ რომ ვუღებთ ყველას კარებს ფართოდ. არა, მაგის უფლება შენ არა გაქვს.

ოტია იოსელიანი
მწერლის მოვალეობა

კაცია ადამიანი?

ილია ჭავჭავაძემ დაგვიწერა ჩვენ "კაცია-ადამიანი" და გვითხრა, რომ არ გაგიწყრეთ ღმერთი, ასე არ ქნათო. ჩვენ ისე ვქენით, როგორც ლუარსაბმა და დარეჯანმა.

ახლა მე მინდა დავაარსო ლუარსაბის ორდერი და დარეჯანის. აუ რა ლაურიატები გვეყოლება.

ოტია იოსელიანი
კაცია ადამიანი?

ღმერთთან უნდა მივიდეთ

რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ილიასი არ იყოს, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით. ერთადერთია, ღმერთს უნდა ვევედროთ ჩვენ, როგორც ერთ დროს მოახდინა სასწაული უფალმა და ქაოსიდან შექმნა სამყარო, იქნებ ინებოს ჩვენზე... მაგრამ ჩვენი ბრალია, ღმერთთან თუ არ მიხვედი, ღმერთი შენთან არ მოვა... თუ მოახდენს სასწაულს იგი, შეიძლება ჩვენი დაქცეული ქაოსიდან, გამოიგონოს ქვეყანა, თორემ ამას არანაირი შანსი არა აქვს გადარჩენის.

ღმერთმა თუ მოგვხედაა... თუმცა ღმერთთან უნდა მივიდეთ, მაგრამ როგორ მივალთ, ამათ ხელში.

ახლა, რომ მარხვაში სუფრა იყო, გადავირიე, მარხვაა, როგორ შეიძლება მეთქი.

ეს არიცი, ის არ იცი, ჭამ პურს... ის პური ჩვენი კი არაა. ჩვენ სახარებაში გვიწერია: ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისა, ჩვენ რომ წერა-კითხვა არ ვიცით, ძღომა არ წერია იქ, არსობისა... მაგრამ ჩვენი მოწევნული უნდა იყოს.

ოტია იოსელიანი
ღმერთთან უნდა მივიდეთ

ადამიანი ნიშნავს ადამიანს, თუ ის ...

ადამიანი ნიშნავს ადამიანს თუ ის თავისუფალია, თუ ის იზღუდება რაღაცით, იმას ბევრი აკლდება შემოქმედებაში კი არა, ცხოვრებაშიც კი. მერე ეს ძალაუნებურად, არაა სავალდებულო გაცნობიერებული იყოს, ცენზურას გიჩენს თავში და გზღუდავს. არც აცნობიერებ, შენ ამას არ იზამ, იმიტომ, რომ არ შეიძლება და თუ არ შეიძლება უკვე შეზღუდვაა.

შემოქმედი ვერ იქნება სრულყოფილი, ის თავის ნიჭსა და უნარს ვერ გამოავლენს, თუკი რამენაირად არის შეზღუდული, თუ გინდა ფულის სიყვარულით, ესეც კი... ეს არ შეიძლება. შემოქმედს არც შიმშილის უნდა ეშინოდეს, არც უფულობის. თუ აქვს კი ბატონო, თუ არა და ეს არ უნდა იყოს მისთვის მნიშვნელოვანი, ესეც ზღუდავს. არ გინოდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ გააკეთე იმიტომ, რომ გჭირდებოდა, ესეც შეზღუდვაა. შენ არ იყავი მაინც სრულად თავისუფალი.

ოტია იოსელიანი
ადამიანი ნიშნავს ადამიანს, თუ ის ...