ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
პაატა პაპავა

ფორმალური და არაფორმალური განათლება არის ურთიერთშემავსებელი და ურთიერთშერწყმული. ორივეს აქვს სერიოზული როლი, ინდივიდუალურიც და სოციალურიც.

პაატა პაპავა
ფორმალური და არაფორმალური განათლება არის
პაატა პაპავა

რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ (პროფესია ავირჩიოთ), პერსონალური ინტერესებით და მიდრეკილებებით.

პაატა პაპავა
რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ (პროფესია ავირჩიოთ),
პაატა პაპავა

განათლების დიდი ოთხეული - 4 C

განათლების დიდი ოთხეული არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კონცეპტუალური ჩართო, თუ რა გვინდა განათლებისგან. ოთხი რამ არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად ახერხებს განათლება თავისი როლის შესრულებას, ადამიანის ცხოვრებაში თუ საზოგადოებაში. ესენია:
1. შემეცნება და კრიტიკული აზროვნება.
2. კრეატიული აზროვნება - კრეატიული აზროვნების და კრეატიული იმპულსების ენერგიების გაძლიერება ადამიანში, და არა - ჩახშობა.
3. კომუნიკაცია, და ყველაფერი რაც მას ახლავს - ბგერებიდან დაწყებული, მთელი თეორია და პრაქტიკა კომუნიკაციის.
4. კოლაბორაცია, თანამშრომლობა.
ამ ოთხ რამეს როცა განათლება ახერხებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის კარგ კალაპოტში ჩასმული.

პაატა პაპავა
განათლების დიდი ოთხეული - 4 C
პაატა პაპავა

ნებისმიერი საზოგადოება იძულებულია, რომ მთელ ამ უზარმაზარ სწავლის და სწავლების ალიაქოთში (რომელიც მიმდინარეობს ოჯახში, ქუჩაში,.. დღისით, ღამით) გამოყოს ის, რაც უფრო ღირებულია და ჩასვას ეს პროცესი კალაპოტში.

პაატა პაპავა
ნებისმიერი საზოგადოება იძულებულია, რომ მთელ
პაატა პაპავა

გადარჩენისა და წარმატების აუცილებელი კოდი

გამორჩეულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გადარჩენისა და წარმატების აუცილებელი კოდი, რაც ასევე, განათლების ერთ-ერთი დაკვეთაცაა.

პაატა პაპავა
გადარჩენისა და წარმატების აუცილებელი კოდი
პაატა პაპავა

ცხოვრებაში არის ორი მთავარი კოდი: 1. არ მოწყდე ზედმეტად, მათ, ვისაც ჰგავხარ. 2. არ დაემსგავსო ზედმეტად, მათ, ვისაც ჰგავხარ.

პაატა პაპავა
ცხოვრებაში არის ორი მთავარი კოდი
პაატა პაპავა

ამ ცხოვრებაში გაცილებით მეტ რამეს ვსწავლობთ თავისთავადი პროცესებიდან, ამ პროცესებში მონაწილეობით, ვიდრე ფორმალური განათლებიდან.

პაატა პაპავა
ამ ცხოვრებაში გაცილებით მეტ რამეს ვსწავლობთ
პაატა პაპავა

მეტყველებას გჩუქნის ბუნება - ეს სასწაულია

მეტყველებას გჩუქნის ბუნება, - საკმარისია მოხვდე სამეტყველო გარემოში და პროგრამა, რომელიც შენს ცნობიერებაშია, ამოიქოქება და ენას 5 წლის ასაკამდე პრაქტიკულად უშეცდომოდ გასწავლის. ეს სასწაულია.

პაატა პაპავა
მეტყველებას გჩუქნის ბუნება - ეს სასწაულია
პაატა პაპავა

არსებობს რაღაც მინიმუმი ფუნდამენტური უნარ-ჩვევები, რომელსაც ბუნება თავისით არ გჩუქნის, უნდა ისწავლო.

პაატა პაპავა
არსებობს რაღაც მინიმუმი ფუნდამენტური
პაატა პაპავა

განათლება - კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი

განათლება არსებითად, განსაკუთრებით დღეს, ამ საუკუნეში, არის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, ეკონომიკური და სულიერი კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი. თუ ეს არ გაქვს, მაშინ შენ შეიძლება ვერ მიაღწიო კეთილდღეობის იმ ნიშნულებს, რაც ძალიან სჭირდება ადამიანს თვითრეალიზებისთვის, ხარისხიანი ცხოვრებისთვის.

პაატა პაპავა
განათლება - კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი
პაატა პაპავა

განათლება არის უმნიშვნელოვანესი უფლება, რომელსაც ადამიანი მიჰყავს კეთილდღეობამდე.

პაატა პაპავა
განათლება არის უმნიშვნელოვანესი უფლება,