ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

როდის მოდის დეპრესია?

დეპრესია რა არის? - როდესავ შენ ცხოვრობ არასწორად, ის ენერგიას იღებს ამ შენი გზიდან და დეპრესიული ხდები, ანუ ეს გაფუჭებული მანქანის სიმპტომი კი არ არის, რომ რაღაც დაირღვა, დასავლურ მედიცინაზეა აწყობილი, რაღაცა უნდა უშველო. რა? – „აბი გლუკოზა“, რომ გამოჯამრთელდეს, იმიტომ, რომ თურმე ცხოვრება არის, რომ შენმა მანქანამ კარგად უნდა იმუშაოს.

მეორე ხედვა არის, რომ, ეს არის სიმბოლო, ეს არის ნიშან,ი რომ შენ არასწორად მიდიხარ, შეცვალე ეს. როცა დაიწყებ სწორ გზაზე სიარულს, მაშინ ენერგია მოდის. მესა და თვითებას შორის არის ღერძი, თუ ეს ღერძი გაწყდა, დეპრესია იქ წყდება, თუ არა და მოდის. ანუ ეს ნიშანია, ეს მითითებაა, სიმბოლური მინიშნებაა, რომ შენ რაღაც უნდა შეცვალო.

რეზო კორინთელი
როდის მოდის დეპრესია?

ინტეგრირება VS გათქვეფა / გენეალოგიური ხე

რა თქმა უნდა,თავისუფლების და რაც კი დასავლეთში კარგია თუ მივდივართ იქით, ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ, მაგრამ არის ინტერგრირება და არის ის რაც საპირისპიროა ინტეგრირების, ეს არის გათქვეფა, საკუთარი იდენტობის დაკარგვით. მაშიმ შეძლებ შენ ინტეგრირებას ,თუ კარგად იცი ვინა ხარ.

შვეიცარიაში, მაგალითად, ყველა ოჯახს აქვს გერბი და აქვს გენეალოგიური ხე, რომელიც ეკლესიაში ინახება, ვისგან ვინ მოდის, ამასაც მნისვნელობა აქვს, ზოგჯერ წინაპრების ზეგავლებაა ჩვენზე.

რეზო კორინთელი
ინტეგრირება VS გათქვეფა / გენეალოგიური ხე

ნარცისიზმი / ყველაფერი შეგვიძლია?

ნარცისისზმი ნიშნავს ეგოს ინფლაციას, გაბერვას. ყველაფერი შეგვიძლია, კოსმოსში ავალთ, ახალს აღმოვაჩენთ და იქ წავალთ. აი ეს გამოავლინა - უსუსურობა, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები, უნდა იყოს უფრო თავმდაბალი.

აი როგორ აღწერს ერთ-ერთი ანალიტიკოსი ნარცისტულ კულტურას: აი კულტურა, რომელიც ბუნებას და გარემოს, ძალაუფლებისა და მოგებისთვის იყენებს, სადაც მატერიალური საგნების სიუხვე არის პროგრესის საზომი, სადაც ქალი უპირისპირდება მამაკაცს, დაქირავებული დამქირავებელს, ინდივიდი - საზოგადაოებას, ის სადაც სიმდიდრე უფრო დაფასებულია, ვიდრე სიბრძნე. ცნობადობა უფრო აღფრთოვანებს, ვიდრე ღირსება. წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი თავის პატივისცემა. იქ კულტურა ცდილობს იმიჯზე, გარეგნულ სახეზე, იმიტომ რომ ნარცისი შეყვარებულია თავის გარეგნობაზე და არა არსზე. ამიტომ ,ასეთი კულტურა ნარცისტულია. ამ ნარცისტულმა კულტურამ თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება, ეს კარგს არაფერს მოიტანს.

რეზო კორინთელი
ნარცისიზმი / ყველაფერი შეგვიძლია?

რისკიანობა, თვითრეალიზაცია

ადამიანი ახალსა და წარსულს შორის დგას და უპირატესობა ენიჭება რისკს. ვინც რისკავს, ის მომავალს ხვდება მხნედ და მის თვითრეალიზაციას ახდენს ამით. მაგრამ თუ ის წარსულში რჩება, არ რისკავს, მაშინ მას სხვა განცდა ეუფლება, დანაშაულის განცდა, იმის გამო, რომ მან ცხოვრება ვერ გამოიყენა, თვითრეალიზაცია ვერ მოახდინა.

რეზო კორინთელი
რისკიანობა, თვითრეალიზაცია

სრულყოფის კიბე და სინანული

აი ამ კიბეზე, რომელიც სრულყოფის კიბეა, რომელიც აღწერილია, როგორც იაკობის კიბე, შეიძლება ყოველ წუთას დაეცე, მაგრამ მონანიება არასდროს არ არის გვიან. შეიძლება ისევ ახვიდე, იმიტომ რომ სრულყოფის გზა სიკვდილამდე გრძელდება და შეიძლება სიკვდილის შემდეგაც, არც ვიცით ეს. ის ისეთი საიდუმლოა, რომელსაც მეცნიერება ვერ გადაჭრის ვერასდროს.

რეზო კორინთელი
სრულყოფის კიბე და სინანული

საკუთარი თავის შემეცნება

ადამიანში გენეტიკურად ჩადებულია მისი სრულყოფილი სახე, ყველასი, ამისთვის ფული არა არის საჭირო, არაფერი არ არის საჭირი, გარდა ერთი რამისა, ეს არის საკუთარი თვის შემეცნების, მაგრამ ეს ძალიან კარგად იცოდნენ ინდუსებმა, მათ აქვთ თხარმის კანონი, წარმოიდგინეთ თქვენი თითის ანაბეჭდი არის უნიკალური, თქვენ რომ რაღაც ჩაიდინოთ და თქვენი ანაბეჭდი ნახოთ საგანზე, იწყვიან თქვენ დამნაშავე ხართ, თქვენ ვერ დაამტკიცებთ რომ ეს არის დამთხვევა, არა, უნიკალურია. ასევე თქვენი მეც არის უნიკალური, მაგრამ ამ უნიკალურ მეს აქვს თავისი იდეალური ხატი, აი ამ იდეალური ხატის განხორციელებაში არსებობს მთავარი საზრისი ადამიანის ცხოვრების, და ამას ეძახდნენ ასევე თვითრეალიზაციას, თვითრეალიზაცია ეს არის მეტა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება

რეზო კორინთელი
საკუთარი თავის შემეცნება

მთლიანობის მიღწევა

მთლიანობის მისაღწევად, ადამიანმა აუცილებლად თავისი შავ-ბნელი მხარეც უნდა აღიაროს. აღიაროს, რომ მასში არის ცხოველური ნაწილიც, ყველაფრის გამკეთებელი ნაწილი, რაც მას შესძენს თავმდაბლობას. იმიტომ, რომ არ ექნება ეს განდიდების მანია.

სადაც განდიდებაა, იქ ფსიქოანალიზი ეძახის ამას ეგოს, მეს ინფლაციას. ინფლაცია ეს არის, როცა ბევრი ფული გაქვს და ვერაფერს ყიდულობ. მე მახსოვს ხელფასი, რომ დაგვირიგეს, მილიონი კუპონი ავიღე და ერთი ბოთლი ბორჯომი ღირდა მილიონი კუპონი, თუ ნახევარი მილიონი.

რეზო კორინთელი
მთლიანობის მიღწევა