ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ციტატები, ვიდეო ამონარიდები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველამ უნდა გაიხსენოს (ვისაც მამა ჰყავს წასული) ყველა სიტყვა, მოქმედება მამისა. რომ ეყვირა კიდეც მამას, არა მგონია, რომ მხოლოდ შვილის დაჩაგვრისთვის ეყვირა. [შვილის აღზრდისთვის] გზა ვერ გამოუნახიათ სხვა. არადა კარგი უნდოდათ და უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ეს უძლურების გამოხატულებაა

შალვა ამონაშვილი
ყველამ უნდა გაიხსენოს (ვისაც მამა ჰყავს
რეზო კორინთელი - ციტატები

ნარცისიზმი / ყველაფერი შეგვიძლია?

ნარცისისზმი ნიშნავს ეგოს ინფლაციას, გაბერვას. ყველაფერი შეგვიძლია, კოსმოსში ავალთ, ახალს აღმოვაჩენთ და იქ წავალთ. აი ეს გამოავლინა - უსუსურობა, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები, უნდა იყოს უფრო თავმდაბალი.

აი როგორ აღწერს ერთ-ერთი ანალიტიკოსი ნარცისტულ კულტურას: აი კულტურა, რომელიც ბუნებას და გარემოს, ძალაუფლებისა და მოგებისთვის იყენებს, სადაც მატერიალური საგნების სიუხვე არის პროგრესის საზომი, სადაც ქალი უპირისპირდება მამაკაცს, დაქირავებული დამქირავებელს, ინდივიდი - საზოგადაოებას, ის სადაც სიმდიდრე უფრო დაფასებულია, ვიდრე სიბრძნე. ცნობადობა უფრო აღფრთოვანებს, ვიდრე ღირსება. წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი თავის პატივისცემა. იქ კულტურა ცდილობს იმიჯზე, გარეგნულ სახეზე, იმიტომ რომ ნარცისი შეყვარებულია თავის გარეგნობაზე და არა არსზე. ამიტომ ,ასეთი კულტურა ნარცისტულია. ამ ნარცისტულმა კულტურამ თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება, ეს კარგს არაფერს მოიტანს.

რეზო კორინთელი
ნარცისიზმი / ყველაფერი შეგვიძლია?
ტარიელ ხარხელაური - ციტატები

იმედიანი გაზაფხულის მოყვანა, დამოკიდებული არის ჩემზე და შენზე, ჩვენზე საერთოდ. ჩვენ თუ ამისთვის მზად არა ვართ, ბუნება რასაც არ უნდ ეცადოს, გაზაფხულს ვერ მოგიყვანს, ის არ იქნება სრულყოფილი გაზაფხული, თუ ჩემთვისაც და შენთვისაც ერთნაირი გაზაფხული არ დადგა, ერთნაირად არ მოვიდა გაზაფხული, ეს გაზაფხულის მოსვლა თუ შენ გტკივა, მე მიხარია - არა ვარ სრულყოფილი, გაზაფხული არ მსიამოვნებს. გაზაფხული მსიამოვნებს არა იმიტომ რომ მე მიხარია, იმიტო რომ სხვებსაც უხარიათ, ამიტომ მიყვარს გაზაფხულის მოსვლა, ამიტომ ველოდები. მეშინია იმიტომ, რომ ვაითუ ის კვირტი ვერ გახსნას გაზაფხულმა, და გტკივა ის გაუხსნელი კვირტი.

ტარიელ ხარხელაური
იმედიანი გაზაფხულის მოყვანა
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ძაღლი, როგორც ზრუნვის ობიექტი

ადამიანებმა ძაღლებით ჩაანაცვლეს ზრუნვის ობიექტები და იქ გადაიტანეს ზრუნვის ინსტინქტი და უარს ამბობენ შვილის ყოლაზე.

ნათია ფანჯიკიძე
ძაღლი, როგორც ზრუნვის ობიექტი

უახლესი

ეპიზოდები, ისტორიები

ეპიზოდები, ისტორიები

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ



Wisdom - ციტატები, სიბრძნე, პიროვნული განვითარება, მოტივაცია