Wisdom
ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს
სიკეთე სიკეთით აღიზრდება; სიყვარული სიყვარულით აღიზრდება; თავმდაბლობა - თავმდაბლობით; კულტურა - კულტურით; სილამაზე - სილამაზით; ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს. ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება დაადნოს, იქიდან ის ამოიღოს, რაც სიკეთეს გამოადგება და დანარჩენი ნაგავს გაატანოს
თუ გინდა გამარჯვება, დამარცხების ფასიც უნდა იცოდე. თუ გინდა კეთილი იყო, ბოროტი უნდა იცოდე. თუ გინდა გიყვარდეს, უნდა იცოდე რა არის სიძულვილი, რომ რა არის სიყვარული ეს გაიგო. უნდა იცოდე, კი არ უნდა გძულდეს, უნდა იცოდე, რომ ესეც ხდება და აირჩიო - მე ასე არ მინდა! დამარცხების ფასი გამარჯვების ტოლია
გაეცი
არსებობს სამყაროს კანონი: ღებულობს ის, ვინც გასცემს. ღებულობს იმდენს, და ცოტა მეტს, რამდენსაც გასცემს. რად გვინდა ძალიან ბევრი? იმდენი მოგვეცემა, რამდენიც ჩვენ ცხოვრებას გაალამაზებს. გაეცი და მიიღებ! გაეცი ღიმილი, დახმარება, სითბო, თავშესაფარი, თანაგრძნობა, სიყვარული გაეცი! რაც გაქვს, ის გაეცი!
ის გააკეთე, რაც შენ გჯერა!
ნამდვილი, ჭეშმარიტი ცხოვრება თუ გინდა, შენი აზრი უნდა გქონდეს, თუნდაც ათასმა გარწმუნოს სხვაში. "ჰკითხე ასსა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!" რაც არ უნდა ბრძენმა გითხრას, ის გააკეთე, რაც შენ გჯერაო. და მაშინ ცხვარი აღარ იქნები, რომელიც არ კითხულობს ვის სად მიჰყავს იგი. თეთრი ყვავები უნდა ვიყოთ!
Where is the meaning to be found?
Life is hard. It's tainted by malevolence and betrayal. That can make you bitter. You need a meaning to offset that. Where is the meaning to be found? Not in rights, not in impulsive pleasure but in responsibility. You take responsibility for yourself so you take care of yourself. If you're good at it you have some excess left over to take care of your damn family. If you're good at both of those then you have some excess left over to take care of your community. Those are heavy burdens. You pick up the burdens and you find that's meaningful. The best way to pick up the burden is to continually improve yourself. And that's where the meaning is to be found. That meaning is in the continual self transcendence. That's letting your old self die and the new self be reborn
თქვენი ფიქრების შინაარსები განსაზღვრავს თქვენ მდგომარეობას. მე თქვენ რაღაც კარგი რომ გითხრათ გაგიხარდებათ, ცუდი რომ გითხრათ - გეწყინებათ. იმიტომ, რომ მე რასაც გეტყვით, გაიაზრებთ, წარმოიდგენთ და აქედან მოდის ემოცია. აუცილებელია, რომ სხვამ გითხრათ? იგივე ხდება, როცა თქვენ ესაუბრებით საკუთარ თავს
სად ვეძებოთ ბედნიერება?
ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: "ბედი ყველგან არის, და ის არსადაც არ არის". სადაც არ უნდა ეძებო ბედი, ვერ იპოვი, გარეთ ბედი არ არსებობს. ჩემშია ბედი, მე ვარ შიგნით ბედნიერი. მე როგორ მიგიღებთ თქვენ, ამის მიხედვით, ან ბედნიერი ვიქნები, ან უბედური. მნიშვნელობა არა აქვს გარეთ რა ხდება, მე შიგნით უნდა ვიგრძნო ბედნიერების განცდა
რწმენა გამოიცდება და მკვიდრდება, როცა ყოველთვის თან დაგყვება, როცა ყოველთვის თან სდევს შენს ფიქრებსა და საქმეებს. არ შეიძლება რწმენა დროებით სადღაც შეინახო, მიატოვო და რწმენის გარეშე თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგა. სადაც გწამს, იქ ხარ გამარჯვებული. როგორც კი რწმენას გადადებ, იქ ღვთიური ძალა შენი დახმარებისკენ არ ილტვის
აქ იწყება ჩვენი ბედნიერება
კარგიც მოხდება, ცუდიც მოხდება, უნდა ყველაფერი მივიღოთ. თუ მივიღებთ, აი აქ იწყება ჩვენი ბედნიერება. რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, არ დავარქვათ არაფერს კარგი და ცუდი. რაც მოხდა, ამას ვეღარაფერს ვეღარ ვუშველით. კარგი მოხდა? გავიხაროთ. ცუდი მოხდა? დასკვნა გავაკეთოთ, - რატომ მოხდა ეს? და აი ამაში დავინახავთ ამ თითქოსდა ცუდი რაღაცის სიკეთეს
თუ რისკიანი არ ხარ...
თუ გიყვარს ცხოვრება, მაშ რისკიც უნდა გქონდეს. ვინც რისკიანი არაა, ვერ იტყვის, რომ პიროვნება ვარო, იმიტომ, რომ ნებისყოფა არ ჰქონია. მშიშარას რა პიროვნება უნდა დაარქვა? მშიშრები ვართ? რაღაცის გვეშინია? მაშასადამე, პიროვნულობის ერთ-ერთი მთავარი თვისება - სიმამაცე, გამბედაობა - არა გვაქვს და უნდა შევიძინოთ, თუ გვინდა პიროვნება გავხდეთ
ვის გადავუხადოთ მშობლების ზრუნვა ჩვენზე?
ვის გადავუხადოთ ჩვენი მშობლების ზრუნვა ჩვენზე? დედას როგორ გადავუხდით? ნათქვამია, - ხელის გულზე ერბოკვერცხი რომ შეუწვა, დედის ამაგს ვერ გადაიხდიო. მაგრამ, შემიძლია გადავუხადო, - შვილს გავზრდი მე. მან ხომ მე გამზარდა, ახლა მე შვილს გავზრდი, სხვას დავეხმარები შვილის აღზრდაში, მის შვილს ხელში დავიჭერ, შვებას მივცემ, სიტყვას შევაშველებ,..
ჩვენ სხვა აღმზრდელებიც გვყავს ჩვენი ბავშვებისა, ესენი ანგელოზები არიან, რომლებიც სულ თან დასდევენ და იცავენ მათ. თუ ჩვენ შვილს ვასწავლეთ - რომ ზეცა ცოცხალია, იქ ანგელოზები გყავს შენ, რომლებიც გივლიან, გიცავენ შენ, აბა ერთი უსმინე მათ, გული გიგრძნობს! - თუ ბავშვს ეს ჩავუდეთ გულში, რომ ეს ასე ხდება, მართლაც, ის ხშირად მოისმენს მათგან რაღაცას
თუ სიყვარულს ავანთებთ გულებში...
უცხო იყოს ჩვენთვის: სიძულვილი და ბოროტება, შური და შურისძიება, გაღიზიანება და განკითხვა, ჭორაობა და ლაყბობა. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს ყველაფერი სიყვარულს დაგვინგრევს. თუ სიყვარული გაგვინელდება, ბედნიერებაც გაგვექცევა. თუ სიყვარულს ავანთებთ გულებში, ბედნიერება არ მიგვატოვებს. ანთებული სიყვარული ბედნიერებას ადნობს ჩვენ გულებში!
შენი ცხოვრების სცენარის ავტორი, რეჟისორი, გამნათებელი და ოპერატორი უნდა იყო შენ. როცა შენ სცენარის ავტორობას უთმობ სხვას, თუნდაც მეუღლეს, მთავრობას,.. მაშინ დამოკიდებული ხდები სხვაზე, თუ რა სცენარს დაწერს, რომ მოერგო მის სცენარს. მაგრამ როცა შენი ცხოვრების სცენარის დამწერი შენ თვითონ ხარ, შენ თავისუფალი ხარ და წერ იმ სცენარს, რაც შენ გინდა
შვილთან ერთად ზრდა
გუშინ ერთი მშობელი მეუბნებოდა - ახლა გავიგე აღზრდა რა ყოფილაო. მე ჩემი თავი შვილთან ერთად უნდა ვზარდოო - ეს მართალია. შვილთან ერთად გავიზარდოთ. როცა შვილთან ერთად იზრდები, ის წინ წავა. მაგრამ თუ გგონია, რომ შენ უკვე გაზრდილი ხარ - აი აქ ვდგავარ და ჩემ შვილს ჩემზე წინ არ გავუშვებო - შვილი მართლა ვერ წავა წინ. მოგემსგავსება შენ, უკეთეს შემთხვევაში
ურთიერთობის ფუფუნება
თუ გვინდა ბავშვებს გამარჯვება ვასწავლოთ, პირველ რიგში კულტურა ვასწავლოთ. ადამიანები შევაყვაროთ. მათთან ურთიერთობის ფუფუნება დავანახოთ და შევაყვაროთ. რა ძვირფასი, ადამიანი რომ გყავს და მასთან ურთიერთობა შეგიძლია! ამ ურთიერთობაში ორივე მხარე რაღაცას იძენს... ეს დიდი კულტურაა, თუ ეს ისწავლა ბავშვმა, მაშინ გამარჯვების ხარისხს ფასი არ დაედება!
რა აზრი აქვს შვილის აღზრდას, თუ...
რა აზრი აქვს შვილის აღზრდას, თუ უკეთესი არ გახდა მშობელზე? შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე. შეიძლება ყველაფრით ვერა, მაგრამ, ან გონიერებით, ან განათლებით, კულტურით, თავისებური უნარებით,.. რაღაცით თუ არ დაწინაურდა შვილი ჩვენზე, მაშასადამე, ჩვენ დავაკელით აღზრდა, იმიტომ, რომ ყველა ბავშვში არის ჩადებული ძალა, რომლითაც შეუძლია ჩვენ გაგვისწროს
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, მთელი სამყარო ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული. მან რომ ერთი დაიჩურჩულოს თავისთვის, ჩვენ ყველანი გავქრებით. არც სამყარო გვეცოდინება და არც არაფერი არ იქნება. ის იქნება, რაც მას სურს. მის ნებაზე ვართ დამოკიდებულნი. გვჯერა, რომ მისი ნება სიკეთე და სიყვარულია, ამიტომ, ღმერთის რწმენის იმედით ვცხოვრობთ, ვქმნით და ვაშენებთ
როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ გაქრება. იყო ჩიტი მგალობელიო, იჭიკჭიკა, იჭიკჭიკა, წავიდა და არაფერი არ დაგვრჩა მისგან. უკვალოდ გაქრა. კვალი! კვალის დატოვებას კი მიზანი უნდა - კეთილშობილობით სავსე მიზანი. მარტო მე, მე, მე კი არა, ჩემმა მიზანმა რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოთ, თქვენ უნდა გარგოთ. მეც იმდენი დამრჩება, რამდენსაც თქვენ კარგს გაგიკეთებთ
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს. ამ ცხოვრებაში აღმართებიც იქნება და დაღმართებიც. რას როგორ მიიღებ და გაუძლებ, იმის მიხედვით ან ზემოთ ადიხარ, ან დაბლა ჩამოსრიალდები
ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა
ვინც სიგარეტსაა მიჩვეული, ან სმას, დროსტარებას,.. ასეთ ადამიანს თავში ასეთი აზრები უტრიალებს: დრო სად გავატარო, სიგარეტი სად ვიყიდო, შენ ხომ არ გაქვს სიგარეტი? მომაწევინე რაა, ცეცხლი გაქვს? მოუკიდე... რად მინდა მე ასეთი ცნობიერება და ეს აზრები, მაშინ, როცა უფრო მეტი სასიკეთო, სააზროვნო საქმე მაქვს? და ამაზე რომ დრო დავხარჯე? ამას ჰქვია ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა
თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ მისგან! თუ სიყვარული არ უჩვენე, სიყვარულს მისგან ვერ მიიღებ! თუ კეთილშობილება და დიდსულოვნება არ დაანახე, ასეთს ბავშვს ვერ გახდი! მაგრამ თუ რამე უკუღმა დაანახე, იმ უკუღმართობას მიიღებს! არადა მასში ღმერთისგან ჩათესილია სიკეთის და სიყვარულის მოთხოვნილება,.. უნდა უჩვენო ბევრი სიკეთე და სიყვარული, რომ შემდეგ გამოგივლინოს ეს თვისებები
ამ ხნის კაცი თუ მე ჩემ თავს ვზრდი, ჩემზე ახალგაზრდებმა რატომ არ უნდა გაზარდოთ თქვენი თავი, რათა მერე თქვენმა შვილებმა კარგი მაგალითი აიღონ თქვენთან? ზარდეთ თქვენი თავი. თავშეკავება ისწავლეთ, დათმობა და დახმარება ისწავლეთ, თქვენ შვილებთან მეგობრობა ისწავლეთ. ალერსი და სიყვარულის ნაირფერი გამოვლენა ისწავლეთ. ეს ყველაფერი არც კი მოსთხოვოთ ბავშვს, თუ ჯერ თქვენ არ ისწავლით. ის დამნაშავე არ არის
რომ მივიღო ის, რაც არასდროს მქონია, უნდა გავაკეთო ის, რაც არასდროს გამიკეთებია ეს ნიშნავს, რომ რაღაც ახალი უნდა გავაკეთო, ახალი ნაბიჯები უნდა გადავდგა. სიახლე ყოველთვის ეწინააღმდეგება გადარჩენის მექანიზმს. რატომ ხო, გადარჩენის მექანიზმი არის მოდი გააკეთე ის რასაც აკეთებდი, იმიტომ, რომ ამან გადაგარჩინა, ამან მოგიყვანა დღევანდელობამდე, მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, ამიტომ მოდი აკეთე ის რასაც აკეთებდი.