თუ ყველაფერი იცი
ის რომ შენ ყველაფერი იცი, და ყველა ადამიანში შეგიძლია შესწორება ან ყველა თემაზე შეგილია შენ შენი მნიშვნელოვანი აზრი გქონდეს, ეს არის, უბრალოდ პატარა ბავშვის დონეზე... ბავშვს, რომ უნდა რომ თავი გამოიჩინოს, რომ იცი რა, მეც ვარსებობ და მე ვიცი ყველაფერი.
ეს სიცარიელეს ნიშნავს, შენ არ ხარ ისეთი შევსებული, რომ სხვისი ცხოვრება და სხვისი საქმე არ იყოს შენთვის პრიორიტეტი. ამიტომ განათლების თემაა ძალიან მნიშვნელოვანი.
რაღაცის ყველას სწამს
შეიძლება ადამიანს არ სწამდეს და ამბობდეს, რომ მე ვარ ათეისტი. აგნოსტიკი იყოს და ამბობედეს, რომ მე ვეძებ. ან საერთოდ მწამს ან არ მწამს, მაგრამ ყველა აქვს თავისი აზრი. რომ არ გწამს ეს უკვე იმის რწმენაა, რომ არ გწამს.
ოლღა ბაბლუანირას გვთავაზობს რელიგია?
ზოგადად აი ამას გვთავაზობს რელიგია, რომ ჩვენ სიკვდილის შემდეგ გვაქვს რაღაცის გარანტია. ასევე გვთავაზობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს სამოქმედო ყოველდღიურ წესებს, რაღაცა მოდელს, რომ ეს არის შენი სამოქმედო გეგმა, ესე უნდა იყო და კონცეფცია ასევე იმისი, თუ, როგორ შეიძლება იცხოვრო, რომელსაც მოყვება ასევე რიტუალებიც. მე ამ ყველაფერს ვერ ვასრულებ, მაგრამ მე ვიზიარებ ქრისტიანობის მორალურ ღირებულებებს.
ოლღა ბაბლუანიადამიანს რა სჭირს ცხოველისგან განსხვავებით?
ადამიანს რა სჭირს ხო ცხოველისგან განსხვავებით, რაღაცა არსებები ვართ ისეთი, რომ არ ვიცით საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ცხოველებს ეს არ ადარდებთ.
ჩვენ ვიცით, რომ ეს უნდა მორჩეს ერთ დღეს, როგორც ყველაფერი სრულდება.
ხომ არის ეხლა ხელოვნური ინტელექტისთ საუბარი, რომ რაღაცა უკვდავება, უსასრულობა და ასე შემდეგ. განიხილავენ, რომ არასოდეს არ ყოფილა ეს უსასრულობა, რაღაცას ქონდა დასაწყისი და ექნება როდესმე დასასრული.
ნუ ეს კიდე სხვა თემაა, რომელმაც რელიგიასთან დაიწყო უკვე მეგობრობა ამ თემებმა, ასე თუ ისე...
ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ
ეს ჩვენი კავკასიური ბუნება და ხასიათი ძალიან განსხვავდება დასავლეთის ბუნების და ხასიათისაგან. აბსოლიტურად სხვა გენეტიკური კოდია. ადამიანის ბუნება ძალიან გავს თავის გეოგრაფიულ გარემოს. ძალიან გავს იმ სისტემას, რაშიც ჩამოყალიბდა თვითონ. იქიდან ითვისებს შემდეგ და ეს არის კულტურული ზიანი.
ჩემთვის ეს იყო, რომ ჩავედი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენი ქართული სისტემის რაციონი შემატა, მე რაც მასწავლა ეს არის ლოგიკა, ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ, ფრანგები უფრო ლოგიკურები არიან და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ლოგიკის დანახვა ყველაფერში და არა მხოლოდ ემოციური გადაწყვეტილებების და ფეთქებადი სამხრეთული ხასიათი, რაც ჩვენ გვახასიათებს.