Wisdom
შიდა მოცემულობა მთლიანად ჩვენ ხელშია
გარე მოცემულობა ხშირად ჩვენ კონტროლს მიღმაა, თუმცა შიდა მოცემულობა ყოველთვის ჩვენ ხელშია და სრულად შეგვიძლია მართვა
არცერთმა დღემ არ უნდა ჩაიაროს უშედეგოდ. ხვალ ოდნავ უფრო გონიერი უნდა გახდე, ვიდრე დღეს ხარ. ზეგ მაინც 😂
რა ემოციასაც ტოვებ, იმ შედეგს ღებულობ. ურთიერთობის პროცესი უნდა აეწყოს ისე, რომ, წინასწარ იცოდე შედეგისთვის რა ემოციის დატოვება გინდა და მერე იმოქმედო
რა არის პრაგმატული აზროვნება?
პრაგმატული აზროვნება რა არის? თითოეულმა ადამიანმა აკეთოს ის, რითაც მაქსიმალურად შემატებს ოჯახს, ქვეყანას,.. და არ აკეთოს ის, რაც არავის არაფერს არ აძლევს, და რითაც საკუთარ თავს აზიანებს
თუ დახმარება გინდა, გააკეთე ეს ჩუმად
თუ დახმარება გინდა, გააკეთე ეს ჩუმად! არ უნდა ამას დემონსტრირება და facebook-ზე დაპოსტვა
კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს დაუთანხმებლობას. რაც მითხარი და დამისაბუთე, გავიაზრე და თუ ლოგიკური და სწორია, დაგეთანხმე და აზრი შევცვალე. რა პრობლემაა?
როგორც კი ვინმე ეცდება, ალტერნატიული წყარო გააჩეროს, თუნდაც იმ მიზნით, რომ თვლიდეს, რომ ეს პროპაგანდაა, გამოდის, რომ უკვე თვითონ ეწევა პროპაგანდას, რადგანაც პროპაგანდის ფორმა ზუსტად ეგ არის - არ ტოვებს ალტერნატიულ გზას
როგორც ექიმები გვირჩევენ, მელატონინი აუცილებელია, რომ გამომუშავდეს . მელატონინის გამომუშავების საათები არის ღამის 12-დან 2 საათამდე. ეს პერიოდი ყველა ვარიანტში ჯობია რომ გვეძინოს, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერება მიიღოს
დილას არის ფსიქიკა ყველაზე დასვენებული. ამიტომ, ჯობია 10-ზე დაიძინო და დილას 6-ზე ადგე, ვიდრე ღამის 3-ზე დაიძინო და 12-ზე ადგე
შენ ისეთი კონცეფცია უნდა შექმნა, რომ შენთვისაც და შენი ახლობლებისთვისაც ცხოვრება გახადო უკეთესი
ადამიანი თუ ქონების დაგროვებაზეა გადართული, მისთვის ეს ცხოვრება, რომელიც ისედაც ხანმოკლეა, უფერულად ჩაივლის
მოდი რა, ნებისმიერ ბიუჯეტში შენი და სხვისი ცხოვრება გახადე ლამაზი. შენსას თუ ვერ ხდი, სხვისი მაინც გახადე. რაღაცა გააკეთე, რაღაცა შექმენი,.. როცა გაიხსენებ, გაიფიქრო, რომ ტყუილად არ გიცხოვრია
შენი ცხოვრება უნდა შექმნა შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ისე, რომ თავისებური სილამაზე და ესთეტიკა ჰქონდეს. თუ მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობ და ადამიანური ურთიერთობები არ გაინტერესებს, მაშინ ეს მხოლოდ არსებობაა
ხალხი დიდხანს ცოცხლობს იქ, სადაც...
ხალხი დიდხანს ცოცხლობს იქ, სადაც ასაკს სცემენ პატივს
ფუნქციის დაკარგვა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს
ყველაზე ნაკლებს ვთხოვთ ხოლმე ჩვენ გონებას. როცა რაღაც კრიზისია, ადექი და ამოხსენი. ეს შეიძლება აზარტულიც იყოს - "აი ეს მე როგორ ვერ უნდა გავაკეთო..." სხეულის სხვა ნაწილებს უფრო ვთხოვთ ხოლმე, ვიდრე გონებას
ჩვენ რომ ყოველი დღე რაღაცას ვსწავლობდეთ და უფრო ჭკვიანი ვხდებოდეთ, წარმოიდგინეთ, რამხელა შედეგს მივიღებდით ერთი წლის თავზე
ყოველდღე ადამიანი იწონება და უხარია 100 გრამი თუ დაიკლო ან მოიმატა. ამას ამხელა ყურადღებას აქცევს ადამიანი და არ ინტერესდება ცოდნა რა მოემატა
ადამიანი, რომელთანაც ხარ, იმიტომ არ უნდა შეამოწმო და უთვალთვალო, რომ სწორედ ამ ნდობით უმტკიცებ, რომ გიყვარს და პატივს სცემ
ეჭვიანობა ურთიერთობაში არის უნდობლობა. თუ მიყვარხარ და არ გენდობი, გამოდის, რომ პატივს არ გცემ და თუ პატივს არ გცემ, სიყვარულიც საეჭვოა
კრიტიკული აზროვნება არის განვითარების საშუალება
კრიზისული სიტუაცია არის განვითარების კარგი საშუალება
რაც მეტს ვაბრალებთ სხვებს, მით უფრო განუვითარებლები ვრჩებით
ადამიანი ცუდად არის მაშინ, როცა პასუხი არ აქვს კითხვაზე