ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ე.ი. იმ წამს პატივს არ სცემ ღმერთსაც
შალვა ამონაშვილითუ მამამ თავისი მეგობრული სიყვარული გიჩვენა, მაშინ მამის სიტყვა შენი ფარი ხდება. რატომ არ მოვკიდე ხელი სიგარეტს? - მამამ მთხოვა. მამა იმდენად მიყვარდა, რომ მისი სიტყვა ფარი გახდა ჩემი
შალვა ამონაშვილითავი და თავი, ადამიანი რომ გახდეს უკეთესი...
თავი და თავი, ადამიანი რომ გახდეს უკეთესი, ეს გახლავთ ბიბლია თავიდან ბოლომდე და სახარება კიდევ - მისი გვირგვინი.
გურამ დოჩანაშვილიჭიდაობა საკუთარ თავთან
"მე ჩემებურად ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება ღვთიური სიბრძნე სხვა იყოს" - ეს ჭიდაობა საკუთარ თავთან და ამის გამო მოსმენა და აწონდაწონვა სხვისი აზრისაც არის ამოცანა ადამიანის, თუ არადა წამოვეგებით რაღაცას და შეიძლება ბოროტების უნებლიე მსახურებაშიც ჩავდგეთ.
ლევან გიგინეიშვილი