თუ მამა საკუთარ სახელს არ გაუფრთხილდება, შვილის ცხოვრებაში ეს იქნება ფეხწამოსაკრავი ქვა. მამის სახელზე შვილმა არ უნდა იბორძიკოს
შალვა ამონაშვილიქალებმა ხშირად უთხარით ეს სიტყვა ქმრებს
სიყვარული - ძალიან ხშირად ახსენეთ ეს სიტყვა. ხშირად უთხარით ერთმანეთს, ჩურჩულით, ალერსით - "მიყვარხარ, ჩემო კარგო". ქმარს უთხარით ქალებმა. გაიმეორეთ და გაიმეორეთ. როგორც პირველად უთხარით, რომ მიყვარხარო, აი ასე უნდა გაიმეოროთ-ხოლმე. მით უფრო, გამოცდილებაც შეიძინეთ უკვე. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ძალიან აკლიათ თქვენს მეუღლეებს თქვენი ალერსი.
შალვა ამონაშვილიადამიანი, რა სოციალური წოდებისაც არ უნდა იყოს, მისი გონება მიმართული უნდა იყოს ღმერთისკენ.
გიორგი გვასალია10000-ჯერ უჩვენე
ჩვენი სურვილები კი არ აღზრდის ბავშვს, არამედ ჩვენი ოფლის ღვრა, შრომა.
რაც მინდა ბავშვში აღვზარდო, ის უნდა ვუჩვენო მას.
გინდა, კეთილი იყოს? - კეთილი ინებე და 10,000-ჯერ უჩვენე, როგორი კეთილი ხარ თავად, და ეს ჩაითესება.
გინდა, უყვარდე შენ და უყვარდეს ყველა? - 10,000-ჯერ დაანახე, როგორ გიყვარს ცოლი, შვილი, მეზობელი და სხვებიც კიდევ, ყველანი.
გადახნულზე მარცვლის ჩათესვის მსგავსად, მასში ჩაითესება და ამოვა - გავა დრო და დაინახავ - თურმე შენ შვილში ეს სათნოება არის