თუ დახმარება გინდა, გააკეთე ეს ჩუმად!
არ უნდა ამას დემონსტრირება და facebook-ზე დაპოსტვა
ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა
ვინც სიგარეტსაა მიჩვეული, ან სმას, დროსტარებას,.. ასეთ ადამიანს თავში ასეთი აზრები უტრიალებს: დრო სად გავატარო, სიგარეტი სად ვიყიდო, შენ ხომ არ გაქვს სიგარეტი? მომაწევინე რაა, ცეცხლი გაქვს? მოუკიდე... რად მინდა მე ასეთი ცნობიერება და ეს აზრები, მაშინ, როცა უფრო მეტი სასიკეთო, სააზროვნო საქმე მაქვს? და ამაზე რომ დრო დავხარჯე? ამას ჰქვია ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა
შალვა ამონაშვილითუ სიყვარულს ავანთებთ გულებში...
უცხო იყოს ჩვენთვის:
სიძულვილი და ბოროტება,
შური და შურისძიება,
გაღიზიანება და განკითხვა,
ჭორაობა და ლაყბობა.
ეს არ არის ჩვენი საქმე.
ეს ყველაფერი სიყვარულს დაგვინგრევს.
თუ სიყვარული გაგვინელდება, ბედნიერებაც გაგვექცევა.
თუ სიყვარულს ავანთებთ გულებში, ბედნიერება არ მიგვატოვებს.
ანთებული სიყვარული ბედნიერებას ადნობს ჩვენ გულებში!
იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
რომ ჩვენი ყოფა ჩვენმა ახლობლებმა ღვთის წყალობად მიიღონ - რა კარგია, რომ შენ ჩვენთან ხარო. რამდენი მადლი, სიკეთე და სიხარული მოგაქვსო