გადამეტებული მოლოდინები იწვევს იმედგაცრუებას
გადამეტებული მოლოდინები არამარტო იმედგაცრუებას იწვევს, არამედ ჩვენი მოქმედებებიც, თითქოს, აგებულია ჩვენსავე მოლოდინებზე. მაგალითად, ხელი ავწიოთ, ვის გვინდა, რომ ლატარიაში მოვიგოთ ჯეკპოტი? რამდენიმეს ვხედავ, ვინც ხელს არ იწევს - "კი მინდა, მარა მრცხვენია რაცხა". ახლა შემდეგი შეკითხვა, ვის აქვს ბილეთი? ეს მაგალითი ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი მოქმედებები აგებულია არა იმაზე რა გვინდა, არამედ ჩვენს მოლოდინებზე, ჩვენ ხომ მოლოდინები გვაქვს: "მაინც ვერ მოვიგებ! როგორ მოვიგებ, როცა მილიონი კაცი თამაშობს?!" მაგრამ გვინდა...
დავით გოგიჩაიშვილიდატკბი გამოფენით!
მუზეუმში რომ შედიხარ, ხომ სავსეა ხელოვნების ნიმუშებით და უცებ ჩხუბს იწყებ, რომ მე დამნაშავე არა ვარ, არ დამიჭიროთ, არც არავინ არ გიყურებს იქ. შენი ამოცანაა, რომ დატკბე და უცებ დაცვა იწყებს შენთვის ყურადღების მოქცევას, იმიტომ რომ საეჭვოდ აღიქმევი და გაყავხარ იქიდან.
სინამდვილეში ბრძოლა რომ არ დაგეწყო, ჩვეულებრივად შეგეძლო დამტკბარიყავი გამოფენით. ანუ გადარჩენის მექანიზმი აკეთებს ამას, რომ რაღაცა საფრთხეებს ხედავს, რეალურს, გამოგონილს, მერე ამას წარმოსახვით კვებავს... ოპერირებს მოკლედ აქედან.
კარს იქით
სიყვარული მოდის, გამოძახებით არ არის ეს,მაგრამ თვითონ მოდის და კარი არ უნდა დაუკეტო ამას.
კარზე გამახსენდა... თავის დროზე საღამოობით ლექსებს ვწერდი და ერთხელ ჩემმა მეუღლემ მკითხა ვის უწერ ამ ლექსებსო, მე ვუთხარი მაცალე ერთი წამი... და დავუწერე ეს ლექსი - "კარს იქით"
მრავალი წლის წინ, შენ კარი შემოაღე და მომონე,
და სიყვარულით შემკარი, თითქოს მე გამოგიგონე
ახლაც ღამე კარს უღებს დღეს
და მზე ჩამოდის ვენახად
ვინც გინდა აკაკუნებდეს,
ჩემთვის კარს იქით შენა ხარ.