სიყვარულს შეუძლია ბედნიერება დაგვიმკვიდროს
სიყვარულს შეუძლია ჰორიზონტს იქით ბედნიერება დღეს დაგვიმკვიდროს.
მიხვედი ცათა სასუფეველში, მიიტანე სიყვარული, როგორც ნათელი, და ამ სიყვარულმა თვითონ დაგაყენა იმ ადგილას, რაც შენ აქ დაიმსახურე.
მოგზაური პეპელას "დაეხმარა" დაბადებაში
მოკლედ მოგზაური თავისთვის მისეირნობს და შეამჩნია ჭუპრი, საიდანაც პეპელა ცდილობს გამოჩეკვას. რა თქმა უნდა დააინტერესა, უყურებს რა მოხდება. გაჭრილი არის, ეს ნაპრალი გაკეთებული არის, მაგრამ ეს პეპელა არაფრით არ ამოვიდა იქიდან. გავიდა 1, 2 საათი და ეს დაკვირვების პროცესშია, იმიტომ, რომ ერთი სული აქვს ნახოს პეპლის დაბადების პროცესი და რომ გაიწელა დროში, ამოიღო დანა და გაჭრა, მიეხმარა.
გადმობობღდა იქიდან პეპელა, გამჭვირვალე ფრთები შეაფრთხიალა და ვერ გაფრინდა, და ნუ ის რამდენიმე დღე, რასაც ცოცხლობს პეპელა, ისე იცოცხლა რომ ფრენა ვერ შეძლო.
ამ მოგზაურს კი უნდოდა, რომ დახმარებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ პეპელა, ჭუპრი, იმ პროცესში, როცა წინააღმდეგობებს ლახავს, რა გამოცდილებასაც იღებს, ის ეხმარება, რომ გაძლიერდეს და მისმა ფრთებმა ფრენა შეძლოს, მოკლედ იყოს ის რაც არის. პეპელა რომ გახდეს.
ანუ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი დრო და პერიოდი, როცა მოვმწიფდებით ხოლმე ამ ცვლილებებისთვის, ამ გადაწყვეტილებებისთვის. ვიღაცა ამას ახერხებს უფრო ადრეულ ასაკში, ვიღაცა უფრო გვიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არის შიგნიდან მისაღები.
სხვადასხვა დროს აკეთებენ ამას ადამიანები. გარედან შეიძლება მოისმინონ, რაღაც საინტერესო სპიკერი, გადაცემა, შეიძლება რაღაცა შეფრთხიალდეს შიგნით, მაგრამ გადაწყვეტილება, გასაღები, მაინც შიგნიდან ტრიალდება.
და ეს თუ შიგნიდან არ მოხდა, გარე ძალებით თუ მოხდა ჩარევა, შეიძლება მერე ფრენა ვერ შევძლო უბრალოდ.
ის წინააღმდეგობები უნდა გადავლახოთ, ყველა თავისთვის უნდა დაიბადოს შიგნიდან. ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ამას ვერც ქოუჩი გააკეთებს, ვერც ფსიქოთერაპევტი, ვერც ტრენერი და ვერც დედა. მე თვითონ უნდა გადავწყვიტო.
რა არის პარანოია?
გავხდებით მართლა პარანოიაკები, რომლებიც ხედავენ ყველგან რას? რა არის პარანოია? პარანოია არის რწმენა, რომ ყველაფერი რაც ხდება სამყაროში და ჩემს გარშემო, არის ჩემსკენ მიმართული, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს არის პარანოია.
აი მაგალითად: უბერავს ქარი, რაღაც უნდა ჩემგან. გაიარა კაცმა ქუჩაში, შემთხვევით არ არსებობს პარანოიკისთვის, არა თუ შემთხვევა. - თავისთავად გაიარა, იტყვის ნორმალური ადამიანი. არა! რაღაცა უნდა ჩემგან ან განზრახვა აქვს რაღაცა ჩემს მიმართ და ასე შემდეგ.
ჩვენი ბულიკური აზროვნება, აი დღეს მე ვხედავ, ვუყურებ ჩვენ პოლიტიკურ არეს და ვხედავ რომ პარანოიულია. ამ აზროვნებაში საქართველო არის ჭიპი სამყაროში და არაფერი არ შეიძლება ხდებოდეს ისეთი, რომელშიც არ იყოს ჩადებული რაღაცა ფიქრი საქართველოზე და მისთვის ან სიკეთის ან ბოროტების განზრახვა ან წადილი.
ხედავთ სად მივედით? მე მინდა დავამტკიცო მხოლოდ ერთი რამ, ადამიანს შეუძლია გამოთიშოს საკუთარ თავში ასეთი ფსიქოფატიური გრძნობები და აქტები. გრძნობებს და აღქმას აქტი მოჰყვება, საქციელი. გამოთიშოს ეს, ასეთი ცხოვრება, იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის ეს ცხოვრება, სიცოცხლე, არ არის სიცოცხლე. თუ ჩემი თავი ავსებულია ასეთი რაღაცეებით. თუ მე ასე ვუყურებ სოცოცხლეს და ასე ვცხოვრობ, ასეთი ხედვით, ეს არ არის სიცოცხლე.