ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ვინ ქმნის ქართულ იდეას?

ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ბავშვებს, ჩემს მოწაფეებს, ასეთი დავალება მივეცი, ვთხოვე უფრო სწორად, რომ ჩემი ფიქრი გაეგრძელებინათ, მაშინ შესაძლოა უპასუხო ფიქრიც, მითხარით მეთქი, მოდი დავფიქრდეთ ერთად ჩვენ: რა არის ის იდეები და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქართულ იდეას და ძალიან საინტერესო პასუხები გასცეს ამ კითხვას.

რამდენიმე მეფე დაასახელა, რამდენიმე საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე, ოღონდ თამასა მოთხოვნის იყო ძალიან მაღლა.

ასეთი ადამიანები, რომლებიც მთელი ნაციის, მთელი ერის მნიშვნელობას, ცხოვრების პრინციპებს, მომავლის ხედვას განსაზღვრავენ, ასეთი ადამინები არ შეიძლება იყვნენ ძალიან ბევრნი, ასეთი ადამინები ცოტა არიან.

გია მურღულია
ვინ ქმნის ქართულ იდეას?

გინდათ, სამოთხის ოქროს გასაღები იპოვოთ?

სიყვარულია ბედნიერების გასაღები. გინდათ, სამოთხის ოქროს გასაღები იპოვოთ? - ეს გასაღები თქვენ უნდა გამოჭედოთ, იმიტომ, რომ თქვენს გულშია. გამოჭედავთ სიყვარულს? - მაშინ მოიპოვებთ ამ გასაღებს, ცხრაჯერ გადაატრიალებთ და სამოთხეში შეხვალთ

შალვა ამონაშვილი
გინდათ, სამოთხის ოქროს გასაღები იპოვოთ?

თუ კარგად დაგეგმავ ...

თქვენ პირადად გრჩებათ თუ არა საკუთარი თავისთვის თავისუფალი დრო?

აი გაგიკვირდება იმდენი თავისუფალი დრო მრჩება ხოლმე. რაშია საქმე იცი, თუ კარგად დაგეგმავ ყველაფრის მოსწრება შეიძლება.

ჩემს მეგობრებს, ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ხოლმე, რამდენიმე არის სკოლის დირექტორი, მივესალმები მათ აქედან, ძალიან მიყვარს ისინი, აი ჩემს შვილებად მიმაჩნია. როდესაც შევთავაზებ ხოლმე, წამოდი ლუდი დავლიოთ მეთქი (ლუდი მიყვარს ძალიან, ამიკრძალეს ამ ბოლო დროს და სევდიანი ვარ უკიდურესად), ხან ერთი მეუბნება ვერ იცლის, ხან მეორე და მე სულ მიკვირს მე რატო მცალია ამ დროს, იმათაც უკვირთ. მაგრამ რა არის იცი, უნდა მოინდომო და რაღაცა დრო გამონახო შენი თავისთვის. არც ერთი გაკეთებული საქმე არ ღირს იმად, რომ მოაკლო ფიქრისა და განწყობის შექმნის დრო შენ თავს, მომავალ კარგ საქმეთა გასაკეთებლად.

გია მურღულია
თუ კარგად დაგეგმავ ...

ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს.
ამ ცხოვრებაში აღმართებიც იქნება და დაღმართებიც. რას როგორ მიიღებ და გაუძლებ, იმის მიხედვით ან ზემოთ ადიხარ, ან დაბლა ჩამოსრიალდები

შალვა ამონაშვილი
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი

უახლესი

უახლესი

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ