მოხალისეობის გაკვეთილი - ვითარდები, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, სანაცნობო წრეს აფართოებ და ეს საბოლოოდ რაღაც ფორმით დაფასდება.
ალექსანდრე ჯეჯელავამოხალისის გულს ვერაფერი ვერ მოერევა
"მოხალისის გულს ვერაფერი ვერ მოერევა" - თუ არ გეხალისება, არ გააკეთებ და თუ გეხალისება, ისე მაგრად გააკეთებ, რომ ლამის ვერავინ ვერ მოგერევა
ალექსანდრე ჯეჯელავაიმას, ვინც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უხდიან, ცოტა ხანში იმაზე მეტს გადაუხდიან, ვიდრე აკეთებს.
ალექსანდრე ჯეჯელავასტრატეგიული მოხალისეობა
სანამ მაგარი და მოთხოვნადი ტრენერი გახდები, უნდა იყო მოხალისე ტრენერი. ასე ჯობია დაიწყო, იმიტომ, რომ თავიდან არ გიცნობენ, როგორც ტრენერს და ფულს არავინ გადაგიხდის. ასეთ დროს ორ კურდღელს კლავ - 1. იმ სფეროს ეხმარები, რომლის განვითარებაც გსურს; 2. მეტ კავშირებს ამყარებ სფეროს წარმომადგენლებთან, უფრო მეტად დაგაფასებენ და პროფესიულ კონტექსტში იზრდება ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები. გამოთქმაც არის ასეთი - "იმას, ვინც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უხდიან, ცოტა ხანში იმაზე მეტს გადაუხდიან, ვიდრე აკეთებს". მოხალისეობას კარგად მიესადაგება ეს გამონათქვამი.
ალექსანდრე ჯეჯელავარწმენა ეწოდება ნაბიჯის გადადგმას მაშინ, როდესაც კიბე საერთოდ არ ჩანს. შეიძლება გზას საერთოდ ვერ ხედავდე, მაგრამ, არ უნდა დანებდე და ეგ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგა!
ალექსანდრე ჯეჯელავარა არის ჩემპიონების მთავარი სუპერძალა?
ჩემპიონების მთავარი სუპერძალა ის კი არ არის, რომ არ იღლებიან, ან ბევრს ვარჯიშობენ,.. მათი სუპერძალა არის ის, რომ როცა აღარ შეუძლიათ, კიდევ ცოტას ვარჯიშობენ. როცა აღარ შეგიძლია, ბოლოს ის ნახევრად აწეული წონა ფსიქოლოგიურად არის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი.
ალექსანდრე ჯეჯელავაუნდა მოახერხო და კიდევ ერთი ნაბიჯი დაგადგა!
ერთადერთი რამ, რაც მოგეთხოვება, როდესაც მწვერვალზე ასვლას დააპირებ, არის ის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, როცა აღარ შეგიძლია. ეს არის მთელი ფილოსოფია ცხოვრებისაც, ევერესტზე ასვლისაც და ყველაფრისაც, რომ როდესაც ამოიწურება შენი რესურსი და აღარაფერი შეგიძლია, უნდა მოახერხო და ერთი ნაბიჯი დაგადგა.
ალექსანდრე ჯეჯელავამიაქციე ყურადღება მათ, რომლებიც "უკან გქაჩავენ"!
მიაქციე ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებიც "უკან გქაჩავენ". შენ წრეში შეიძლება იყოს ხალხი, რომლებთან ურთიერთობაც თვითშეფასებას გიზიანებს, იმედს გიკარგავს იმისა, რომ წარმატებას მიაღწევ და ა.შ. დაფიქრდი, რამდენად აუცილებელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა. ისედაც რთულია ცხოვრება, იმისთვის, რომ ვიღაცები კიდევ უკან გექაჩებოდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავაიქნებ მიაგნო იმ ადამიანებს
მიმოიხედე და დააკვირდი შენს გარემოცვას. რას სწავლობ ეხლანდელი შენი გარემოცვისგან? გინდა თუ არა მათნაირი იყო? რა აკლია, როგორი ხალხი აკლია შენს გარემოცვას, იმისთვის, რომ განგავითაროს.
იქნებ მიაგნო იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ისეთები არიან, როგორიც შენ გინდა, რომ გახდე. მარტივია, რომ თქვა - მე მინდა, რომ დავიწყო ვარჯიში და დისციპლინა გამოვიმუშაო, - მაგრამ, იქნებ მიაგნო იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს უკვე ვარჯიში და დისციპლინაც გამოიმუშავეს, მათთან ურთიერთობით შეიძლება გაგიადვილდეს. ან, გახდომა თუ გინდა, ვინც უკვე გახდა, იმათ უნდა მიაგნო. კომპანიიდან წამოსვლა და ბიზნესის დაწყება თუ გინდა, იქნებ მაგ ხალხს მიაგნო. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი საშვი ბედნიერ მომავალში.
კონცენტრირებულ ძალისხმევას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. მაგრამ, თუ არ ცდი და მონდომებული არ იქნები, წარმატებას ვერ მიაღწევ.
ალექსანდრე ჯეჯელავათუ გინდა, რომ შორს წახვიდე
წინა კაცი უკანასი, ხიდიაო - ნათქვამია. ჩვენ ხანდახან გვეფიქრება, რომ ჩვენით უნდა მივაღწიოთ რაღაცას, თუმცა, ეგრე არ არის. ჩვენ გვჭირდება ადამიანები. თუ წვალება გვინდა, ალბათ მარტომ უნდა ვიწვალოთ. გამოთქმაც არის - "თუ გინდა, რომ სწრაფად იარო, მარტო წადი, და თუ გინდა, რომ შორს წახვიდე, ხალხთან ერთად იარეო". ჩვენი მიზნების მიღწევა შორს წასვლაა, რა თქმა უნდა.
ალექსანდრე ჯეჯელავარას გინდა რომ მიაღწიო ცხოვრებაში?
თუ საბოლოო წერტილი არ იცი შენი პროფესიული განვითარების, როგორ მიხვდები, ამ ვიდეოს უყურო, თუ სხვა ვიდეოს; ეს არხი გამოიწერო, თუ სხვა არხი; ჩვენ ტრენინგზე მოხვიდე, თუ სხვა ტრენინგზე; მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი არის, რომ კარგად დაფიქრდე, რას გინდა რომ მიაღწიო ცხოვრებაში
ალექსანდრე ჯეჯელავათუ შენ წრეში ყველაზე წარმატებული ხარ...
თუ შენ წრეში ყველაზე საქმიანი და წარმატებული ხარ, დიდი შანსია, სიზარმაცემ დაგარწმუნოს, რომ ისედაც ძალიან კარგი ხარ, შენი სოფლიდან ყველაზე მეტს შენ მიაღწიე და დაანებე ეხლა თავი. ასეთი მაგალითები ბევრი გვინახავს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, ვინც შენში აღვიძებს მეტის მიღწევის სურვილს.
ალექსანდრე ჯეჯელავათუ არ იპოვე "შენზე მაგარი" ხალხი, სხვები გიპოვიან
შენ თუ გამიზნულად არ იპოვე "შენზე მაგარი" ხალხი, ლოგიკურია, რომ სხვები გიპოვიან შენ, უფრო დაბალი განვითარების დონეზე მყოფი ხალხი, რომლებსაც უნდათ შენ დონეზე ამოსვლა.
ალექსანდრე ჯეჯელავათუ ფიქრობთ, რომ ისეთ ადგილას ხართ, რომ მეტი განვითარება აღარ გინდათ, ასეთი ფიქრი შეცდომა იქნება ნებისმიერ ასაკში.
ალექსანდრე ჯეჯელავამე თუ მიგიღებ როგორიც ხარ...
მე თუ მიგიღებ როგორიც ხარ, - დავთანხმდები, რომ ისევ ისეთი დარჩე. მაგრამ, თუ შენში დავინახავ, რაც შეგიძლია გამოხვიდე, - დაგეხმარები განვითარებაში. ანუ, ვისაც მიღებული ყავხართ ისეთი, როგორიც ხართ, შეიძლება არ იყვნენ კარგი ხელშემწყობი თქვენი განვითარებისთვის.
ალექსანდრე ჯეჯელავავინ შეიძლება ვერ გიბიძგოს განვითარებისკენ, უკეთესი მომავლისკენ?
ის ხალხი, ვისაც შენ უკვე ყველაზე მეტად შეჩვეული ხარ, - შენი მეგობრები, ახლობლები, პროფესიული სანაცნობო და ა.შ, შეიძლება არ იყოს ყველაზე კარგი ხალხი, წინ, ანუ განვითარებისკენ და უკეთესი, უფრო მაღალი მწვერვალებისკენ რომ გიბიძგონ
ალექსანდრე ჯეჯელავაროგორ წრეშიც ტრიალებ, ისეთი გახდები ნელ-ნელა. ის ადამიანები, რომელთა წრეშიც თქვენ ხართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თქვენზე, თქვენ პიროვნებაზე, თქვენ აზრებზე, შეხედულებაზე, აქედან გამომდინარე მოქმედებებზე, მენტალიტეტზე და ა.შ
ალექსანდრე ჯეჯელავაერთადერთი, ვინც შეგიძლია შეცვალო
მე შევცვლი მას... და ვისზე არის ლაპარაკი? მეუღლეზე, შეყვარებულზე, პარტნიორზე, სხვა ადამიანზე, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან ხშირად მოველით, რომ შევძლებთ ესა თუ ის ადამიანი შეიცვალოს.
თუ ცოტა უხეშად ლაპარაკობს, ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო რბილი და დალაგებული გახდეს. თუ სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებებს, ვასწავლით, როგორ უნდა აწონ-დაწონოს. თუ ქეიფობს და ერთობა, მოვთოკავთ და შევაცვლევინებთ საქციელს.
მოკლედ, ვერავის ვერ შეცვლითო ეს ხალხი გვეუბნება, თქვენი თავის გარდაო. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი საკუთარი თავი, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება და თქვენი პარტნიორი, მეუღლე, შეყვარებული, თუ მოინდომებს თვითონ, იმას შეუძლია, რომ თავისი თავი შეცვალოს, მაგრამ თქვენ არაფრით არ შეგიძლიათ, რომ შეცვალოთ და თუ ამისი გჯერათ, რომ შეცვლით, სერიოზული გულდაწყვეტები გელოდებათ წინ, ბევრმა გამოვიარეთ ეს გულდაწყვეტები, თითეულმა ჩვენგანმა, როცა გვეგონა რაღაცეები, მაგრამ მთლად ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვეგონა და მოკლედ სხვა ხალხის ბრალია თუ ჩვენი გვეგონას ბრალია, კიდე კაცმა არ იცის.
ნივთები გაგვაბედნიერებს?
ძაან გავრცელებულია, მე ხშირად სტუდენტებთან მიწევს შეხვედრა და მათთან ლაპარაკი და აუცილებლად ვეკითხები ხანდახან, რომ რა გაგაბედინიერებთ, რა შემთხვევაში იქნებით ბედნიერი ვთქვათ 30-40 წლის ასაკში და ხშირ შემთხვევაში ასახელებენ ბედნიერების ნაწილად ნივთებს და ქონებას. ეს არის ზუსტად მეშვიდე მოლოდინი, დამანგრეველი, რომ ნივთები გამაბედნიერებს. აი მე, რომ ესეთი სახლი მქონდეს რა ბედნიერი ვიქნებოდი, მე, რომ მქონდეს ესეთი მანქანა რა ბედნიერი ვიქნებოდი, მე, რომ ასეთი მოგზაურობა შემეძლოს, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი.
მე მახსოვს ზუსტად, კომპიუტერების გამოფენაზე ვიყავი პატარა სკოლის მოსწავლე და თავთან მედო ის რაღაც ჟურნალი მერე კარგა ხანს და მართლა გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ეს კომპიუტერი ვისაც აქვს ის ნამდვილად ბედნიერია. მას მერე ბევრმა კომპიუტერმა და ბევრმა წყალმა ჩაიარა და მოკლედ აღმოჩნდა, რომ ნივთები ვერავის ვერ აბედნიერებს, ვერც კომპიუტერები, ვერც მანქანები, ვერც იახტები... ძალიან კარგი რამეებია, კი არ უარვყოფ, უბრალოდ ბედნიერების წყარო ვერ ხდება და თუ მოლოდინი გაქვს, რომ ეს გაგაბედნიერებს შეიძლება მიაკვდე ამ მიზნებს და იმისთვის, რომ აღმოაჩინო რამდენი რესურსი დახარჯე, დრო, ენერგია, ნერვები და ვერ მიაღწიე ბედნიერებას და შუა ხნის თავისებურება ერთ-ერთი ესეც არის, რომ ხალხი ხვდება, ძალიან ნათლად, მტკივნეულად ნათლად, რომ არ მოუტანათ ბედნიერება ნივთებმა.
განწყობა ქმნის მზადყოფნას და ზრდის ალბათობას
მე რაღაცა არ გამომივა. აი ეს რაღაც კონკრეტული საქმე, მე არ გამომივა, ბიზნესს მე ვერ გავაკეთებ, გაყიდვები მე არ გამიმივა, ამ უფროსს მე ვერ გადავათქმევინებ თავის მიდგომებს და შეხედულებებს და ა.შ.
ესეთი გამოთქმა იყო, რომ თუ თქვენ ფიქრობთ რომ გამოგივათ ან ფიქრობთ, რომ არ გამოგივათ, ორივე შემთხვევაში მართალი ბრძანდებით.
ანუ განწყობა, ფაქტიურად ქმნის ჩვენს მოქმედებას და მზადყოფნას, იმ შედეგის დასადგომად.
შეძახილმა ხე გაახმოო- ჩვენთან ამბობენ ხოლმე. ადამიანი, რომელიც თავის თავს შეუძახებს, რომ რაღაცა არ გამოუვა, მაღალი ალბათობით მართლა არ გამოუვა.
არ შეიძლება იცხოვროთ მოლოდინით, რომ არ გამოგივათ. ყველაფერი არავის არ გამოსდის რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი განწყობა უნდა იყოს საბრძოლო და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გამომივა. შეიძლება პირველ და მეორე ჯერზე არ გამომივიდეს, მესამეზ აუცილებლად გამომივა.
არ უნდა დავნებდეთ და განწყობა არ უნდა გავიხადოთ ნეგატიური.
შესაძლებლობები თავზე დაგვეცემა? / ბრძოლა შესაძლებლობის მისაღებად
შესაძლებლობები თავზე დამეცემა ციდან? ანუ მე ვიქნები სწორ ადგილას და სწორ დროს და რაღაცეები მოხდება გარემოში და დაწინაურებები იქნება, ბიზნეს შესაძლებლობა იქნება, რაღაც გამარჯვება სპორტული, მოგება ლატარიის თუ ასე შემდეგ, მოკლედ დამეცემა ციდან.
საქმე ის არის, რომ რეალობა ამას არ შეესაბამება, მაშინაც კი როცა სწორ ადგილას და სწორ დროს აღმოჩნდებით, მოგიწევთ ძალიან სერიოზული ბროლა იმისთვის, რომ მიიღოთ ის შესაძლებლობა რაც გამოჩნდა.
თავზე არავის არაფერი არ გვეცემა. თუ მე მოველოდი... რომც მივიღო ეს შესაძლებლობა, ვიბრძოლო და გავიმარჯვო, მაინც გულდაწყვეტილი ვიქნები, იმიტომ რომ მეგონა, ლანგარზე დადებული უნდა მოეტანათ და ჩიტების ჭიკჭიკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოფლის და სისხლის დაღვრა მომიწია და მოკლედ ბრძოლა მომიწია ამ შესაძლებლობის მისაღებად. აქაც რეალისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს.