მოლოდინები და კმაყოფილება
ჩვენი კმაყოფილება პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მოლოდინებს, ანუ თუ გაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი: ფილმზე, კარიერაზე, ნებისმიერ რამეზე, შენს გულისწორთან დაკავშირებით, მოკლედ ყველამ ვიცით, რომ, ადრე თუ გვიან შეიძლება გულისწყვეტას ველოდეთ, იმიტომ რომ, რაც უფრო მაღალია მოლოდინები, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს სხვაობა რეალობასა და მოლოდინებს შორის.
ალექსანდრე ჯეჯელავაძლიერები გრძელ თამაშს თამაშობენ
არ კონცენტრირდებიან დღევანდელ კვერცხზე, გრძელ თამაშს თამაშობენ ძლიერი ადამიანები. დღეს ვიყო კარგად, დღეს დავისვენო, დღეს შევჭამო, დღეს დავლიო, ესეთი ლოგიკა არ აქვთ. აქვთ ლოგიკა, რომ მე მინდა დღეს ისეთი რამე გავაკეთო, რომელიც გამაძლიერებს გრძელვადიანად. ამიტომ აქვთ გრძელვადიანი მიზნებით და არ აძებენ მოკლე და ადვილ გზებს. არის ბევრი ამის საპირისპირო რჩევა, რომ მარტივად უნდა გაიტანო თავი, მაგრამ ეს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი ადამიანები კონცენტრირდებიან, თვალი უჭირავთ იმ მიზანზე რისი მიღწევაც უნდათ, ტკივილსაც აიტანს... აი ბავშვის აღზრდა წაროიდგინეთ, რამდენი ტკივილი და რამდენი გასაჭირია, წარმოიდგინეთ კომპანიის დაფუძნება და გაზრდა, წარმოიდგინეთ კარიერის განვითარება, სწავლა გრძელვადიანი. წარმატების გასაღები არის შრომა და მიზანდასახულობა. ხშირას ეს შრომა არის უინტერესო რამეების კეთება, ამაში არის წარმატების გასაღები და გრძელვადიანი რეალიზაციის გასაღები და არა რაღაც მოკლე, დღევანდელ კვერცხისმაგვარ აქტივობებში.
ალექსანდრე ჯეჯელავადაიმეგობრეთ მარტოობა / მარტო ყოფნის სიკეთე
მენტალურად ძლიერი ადამიანები არ ერიდებიან მარტო ყოფნას. საზოგადოებაში ყოფნას თავისი სიკეთე და მადლი აქვს, მარტო ყოფნას თავისი სიკეთე და მადლი აქვს. ბევრი ადამიანისთვის, ინტროვენტებისთვის მაგალითად, დასვენებისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა.
დაფიქრებისთვის, თუნდაც შეცდომებიდან გაკვეთილი რომ გამოვიტანოთ, ამისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა. რომ დაისვენო, რომ დალაგდეს თავში რაღაცეები, ამისთვის არის მარტო ყოფნა.
ყველას თავისი მეთოდი აქვს, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი დღიურს წერს, ზოგი მედიტირებს, ზოგი უბრალოდ ფიქრობს, ზოგი მუსიკას უსმენს და ამას უთავსებს. მყავს მეგობრები, რომლებიც მანქანით მიდიან სადღაც, ან მოტოციკლით და მარტოობის დროს, ასე ვთქვათ, ესე ქმნიან.
მოკლედ თქვენც დაიმეგობრეთ მარტოობა, არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ სულ მარტო იყო, მაგრამ არ მოერიდოთ, ცუდი რამე არ გეგონოთ მარტოობა, საკმაოდ კარგი რამეა.
არ დანებდე!
მეათე ჩვევა არის დანებება, რასაც არ აკეთებს ეს ხალხი, არ ნებდებიან! ესეც კავშირშია ხომ წინა ჩვევებთან.
გასაგებია, რომ ცხოვრება გატკენს გულს, კოლეგები ვერ გაგიგეგებენ, უფროსი ვერ დაგიფასებს, მაგრამ ეს ხალხი არ ნებდება. თუ კარგად იციან რისი მიღწევა უნდათ, დანებება არ ჩვევიათ.
ზოგი ცუდი დღე გექნებათ, ზოგი კარგი, მაგრამ არ დანებდეთ. აპატიეთ თქვენს თავს შეცდომები და გააგრძელეთ გზა. ეს არის ჯანსაღი ვერსია ამ ჩვევის.
როგორ მოვახერხო შეცდომა არ განმეორდეს?
მერვე მავნე ჩვევა, ძალიან მავნე, არის ძველად დაშვებული შეცდომების გამეორება. ამას არ აკეთებს ეს ხალხი, შეცდომებს ყველა უშვებს, ოღონს იგივე შეცდომებს არ იმეორებენ.
ეხლა როგორ ახერხებენ ამას, რომ არ იმეორებენ ძველ შეცდომებს?!
როგორც კი შეცდომა მოუვათ, დარდზე კი არ კონცენტრირდებიან, კონცენტრირდებიან იმაზე, რომ, როგორ მოვახერხო ისე, რომ ეს შეცდომა არ გამეორდეს. შესაბამისად, თქვენ თუ სულ მეცადინეობთ, იმაზე, რომ დაშვებული შეცდომა თქვენთვის გახდეს გაკვეთილი, და არა სინანულის და დარდის წყარო, მაშინ ნელ-ნელა თქვენი საქმე წინ წავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკონცენტრირდეთ ნასწავლ გაკვეთილზე და არა გულდაწყვეტაზე და ნეგატივზე.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა ნებისმიერი ადამიანისთის, ნებისმიერი ჩვენგანისთვის.
არ გაიჭედო წარსულში!
არ გაიჭედოთ წარსულში! აი იმ დროს ისე,რომ ისე მექნა და უნივერსიტეტში , რომ ასე მესწავლა, იმასთან მემეგობრა და ამასთან არა, ადრე არ დავქორწინებულიყავი ან დავქორწინებულიყავი და ასე შემდეგ. რაც მოხდა იმას თქვენ ვერ შეცვლით, ამიტომ თქვენი დროისა და ენერგიის დახარჯვა იმაზე, რასაც ვერ შეცვლით არის ფუჭი და მხოლოდ გულდაწყვეტას და ნეგატიურ ემოციებს მოიტანს.
ძლიერი ადამიანები ამიტომ, მადლიერი არიან თავის წარსულის, იმ პრობლემებიანად, ცუდი ხალხიანად, ცუდი უფრპსებიანად, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა შეგქმნათ თქვენ ისეთი როგორიც ხართ.
ამის ნაცვლად ძლიერი ადამიანები, კონცეტრირდებიან მომავალზე: ხვალ რა გავაკეთო, ზეგ როგორი ვიყო რა შევცვალო და ასე შემდეგ.
თუ გინდა რომ ყველას მოსწონდე
სხვა ადამიანს, შენს კოლეგას, ნაცნობს შეუძლია თუ არა თავისი სადარდელი, თავისი საქმე გადმოგაბაროს შენ, ისე, რომ დაზარალდეს ის რაც შენ გინდა. ანუ ძლიერი ადამიანების ამის საშუალება არავის არ აძლევენ და არ უჭირთ არას თქმა. ანუ გასაღები, რომ თქვენ არ გამოგივიდეთ ისეთი ცხოვრება რომელიც არ მოგწონთ არის არას თქმაში. რაღაცაზე დიახს იტყვით, მაგრამ ბევრ რამეზე უნდა თქვათ არა. წამომყვები შაბათს სადღაც, იმაში მივდივარ და ა.შ. არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი, არა ვერ წამოგყვები, უნდა დავისვენო, სამუშაო მაქვს, საკითხავი მაქვს, ბავშვებთან მაქვს დრო გასატარებელი და ა.შ.
ანუ თქვენ ვერაფრით ვერ მართავთ თქვენ პრიორიტეტებს თუ არას თქმა არ შეგეძლებათ, ამაზე ცალკე ვიდეოც გვაქვს, ესეიგი პროდუქტიული ხალხის ერთ-ერთი მთავარი უნარი არის უარის თქმა რაღაცეებზე. ამიტომ დაბალპრიორიტეტულებზე უარს ამბობს ეს ხალხი და არ დარდობს ეს ყველას მოეწონება თუ არა, იმიტომ, რომ თქვენ ვერ იქნებით პრიორიტეტული. სტივ ჯობს დაგვიბარა, რომ თუ გინდა, ყველას მოსწონდე ნაყინის გამყიდველი გახდიო და ლიდერიო. თქვენ თუ გაქვთ გეგმა იყოთ ძალიან პროდუქტიული, ძალიან წარმატებული, პუბლიკაზე არ უნდა იმუშაოთ, უნდა იმუშაოთ იმაზე რაც მართლა მნიშვნელოვანია.
ამიტომ ყველას კარგად ყოფნა თქვენი მოვალეობა არ არის, თქვენ ჩაგბარდათ თქვენი თავი. თქვენი თავი და ახლობლები არის თქვენი მოვალეობა. ამიტომ შეეცადეთ, რომ უარი თქვათ არასაჭირო, ასე ვთქვათ დამატებით ვალდებულებებზე და მთელი თქვენი დრო და ენერგია დააკონცენტრიროთ იმაზე რაც სტრატეგიულია, რაც არის მნიშვნელოვანი.
ძლიერი ხალხი რაზე არ იშლის ნერვებს
ნერვებს არ იშლის ძლიერი ხალხი იმაზე, რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება.
უნდა ვისწავლო, რომ იმაზე რაზეც გავლება არა მაქვს, არ მოვიშალო ნერვები.
მოიღრუბლა, ჩემზე არ არის დამოკიდებული. რიკოთი დაიკეტა, ჩემზე არ არის დამოკიდებული.ლარი გაძვირდა ან გაიაფდა, ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუ ფინანსთა მინისტრი არ ვარ ან დიდი ბანკის ხელმძღვანელი.
ანუ რაც ჩემზეარის და არ არის დამოკიდებული უნდა გავყო და ჩემი დრო, ენერგია და ნერვები არ უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც ჩემზე არის დამოკიდებული.
და მაგაზე ღელვას რაც თქვენზეა დამოკიდებული, ძალიან კონკრეტული შედეგი აქვს და კონკრეტული მიზანი აქვს.
ამიტომ, იმის ნაცვლად რომ ინერვიულონ რაზეც გავლენა არ აქვს, ეს ხალხი ცდილობს იმ საკითხებზე დაკონცენტრირდეს, რაზეც გავლენა აქვს. და ამ თავისი კონცენტრაციით მოახდინოს ეს პოზიტიური გავლება.
ჩვევების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლა
თავიდან იცილებენ, ძლიერი ადამიანები, ყველაფრის ერთად შეცვლას. ჩვენ ვიცით, რომ ცოტა ცვლილებაც ძნელია, თუ საფუძვლიანი ცვლილებაა და ამიტომ ხალხი ცდილობს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალოს.
ეხლა ამ 13 რჩევას, რომ მოგცემთ, ძლიერი და შედეგიანი ადამიანი, რომ უსმენდეს ამ ვიდეოს და უსმენს კიდევაც, ეტაპობრივად მიოღებს გადაწყვეტილებას. ცამეტივეს ერთად კი არ ეცემა, (13 არ გექნებათ, მაგრამ რამდენიც გაქვთ..) არამედ იტყვის, რომ მოდი პირველ რიგში წუწუნს მივხედავ, ან პირველ რიგში მივხედავ იმას, რომ ყველაფრის ერთად გაკეთება მინდა და ყველაფერი მინდა გუშინ.
ჩვენ ვამბობთ, რომ ძლიერი ადამიანები ამას არ აკეთენენ, ბევრ ცვლილებას ერთად არ აკეთებენ და რაღაცას რომ ცვლიან, ცდილობენ, რომ სხვა რაღაცეები სტაბილურად შეინარჩუნონ. მიჰყვებიან ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ. გრძელ თამაშს თამაშობენო, ასეც ამბობენ ხანდახან და აქვთ გეგმა. ანუ შენ რომ ეტყვი: კი მაგრამ როდის ცვლი ტელევიზორს, ტელეფონს და ა.შ? რაღაცა გეგმა აქვს და ამბობს, რომ წელს ვაპირებ შევცვალო ტელეფონი, მერე მომავალ წელს ეს გეგმა მაქვს, იმის მომავალ წელს ეს… ანუ ცვლილებებში არიან ერთის მხრივ, ოღონდ ყველა ცვლილებაში ერთად არ არიან, რაღაცა გეგმას ექვემდებარებიან, ეს არის მესამე.
ვინ დაგაძალა? კონტროლი შენ ხელშია
მეორე ქცევა, რასაც არ აკეთებს ძლიერი ხალხი, არ აძლევენ სხვებს ძალაუფლებას მათ თავზე. სხვას არ გადააწყვეტინებენ რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. არ ექვემდებარებიან მანიპულირებას. უფროსსაც სამსახურში უყურებენ, როგორც, სისტემის ნაწილს. ანუ "დიახ პატივცემულო" თანამედროვე ორგანიზაციაში არ არის სწორი პასუხი, რომ უფროსი რასაც მეტყვის იმას გავაკეთებ. რა თმა უნდა ანგარიში უნდა გაუწიოთ, რა თმა უნდა ის ტყუილად არ არის თქვენი უფროსი., მაგრამ ძალაუფლებას არ აძლევენ სხვებს თავზე.
ხანდახან ეს წუწუნი და სხვების ძალაუფლება, ერთად იყრის ხოლმე თავს. რა ვქნა ამ სამსახურში, ჩემი უფროსი უსამართლოდ იქეცბა, რაღაცას წუწუნებს ადამიანი ტრეინინგზე, მე ვეუბნები: შენ გაქ ძალაუფლება, რომ მაგ სამსახურში იმუშაო ან არ იმუშო, ვინ დაგაძალა, ნუ იმუშავებ თუ ეგეთი ცუდი სამასახურია. ააა წასასვლელი არა გაქვს? მაშინ გაქვს ძალაუფლება ისეთი პროფესიონალი იყო, რომ წასასვლელი გქონდეს.
მოკლედ ეს ხალხი იაზრებს, რომ მათ ხელში არის კონტროლი და ფაქტიურად ცუდად როცა არიან და მაშინაც, კარგად როცაც არიან, ახსოვთ, რომ კონტროლი არის მათ ხელში, სხვებს არ აბრალებენ და ამითი სხვებს არ აძლევენ ამ ძალაუფლებას თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით.
წუწუნი - საკუთარი თავის შეცოდება
პირველ ადგილზე მავნე ჩვევებში, ანუ იმ ქცევენში, რასაც არ აკეთებენ ძლიერი ადამიანები, ეს არის საკუთრი თავის შეცოდება და წუწუნი. ანუ ეს ხალხი მსხვერპლის მდგომარეობაში არ არის, არ წუწუნებს, რომ ეს რა დამემართა, მთავრობამ რა მიქნა, მენეჯმენტმა რა მიქნა, დამკვეთმა რა მიქნა, ბიძაშვილმა, მეზობელმა და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ არ ტკივათ და პრობლემები არა აქვთ, მაგრამ ესეთი ჩვევა არა აქვთ, რომ დრო და ენერგია დახარჯონ საკუთარი თავის შეცოდებაში და წუწუნში.
აბა დაფიქრდით, თქვენ ხომ არ წუწუნებთ, თქვენ ხომ არა ხართ აი ამ მსხვერპლის როლში ხანდახან? ამინ ნაცვლად თითოეულ ჩვევაზე ვიტყვით, რომ უნდა იყოთ მადლიერი, ყველაფრის რაც გაქვთ.
გამოწვევებია? - გამოცდილებას მიიღებთ, რთულ გარემოში გიწევთ მუშაობა? - ეს გაგძლიერებთ, განსაცდელი მოვიდა თქვენთან? - ეს ახალ გამოცდილებას, ცოდნას და სიმტკიცეს შეგძენთ.
მადლიერი უნდა ვიყოთ იმისი, რაც გვაქვს და რაც ჩვენს თავს ხდება, წუწუნისა და თავის შეცოდების ნაცვლად.
მეუღლეები ერთნაირად თუ არ ვითარდებიან
ის თუ მიიტანე სახლში დილას რაც წამოიღე, “კაცი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა რა მოჰქონდაო”. სხვა ადამიანი უნდა წახვიდე და სხვა ადამიანი უნდა დაბრუნდე.
- მაგრამ სახლში ვიღაც გხვდებათ, რომელსაც წინა სერიაში როგორიც იყავით, ისეთი უყვარხართ, მერე?
- გამარჯობა შენი... ეგ ძალიან სერიოზული კრიზისების საფუძველია და მაგიტომ არის, რომ პარტნიორები, მეუღლეები, ერთნაირად თუ არ ვითარდებიან, ანუ ორივე თუ არ გადის და სხვა ადამიანი თუ არ ბრუბდება, უნდა ელოდნენ პრობლემებს.
ბგერის სიჩქარე
- შვილებზე ვსაუბრობდით და ერთგან ამბობთ; პირველმა შვილმა აქეთ გამზარდა და ეს გამოცდილება დამეხმარა მეორე შვილის გაზრდაშიო. მე ვარ ახალბედა მამა და ბევრს ვეკითხები ხოლმე, რაღაც ინფორმაციას ვაგროვებ ამასთან დაკავშირებით.
არის თუ არა ისეთი შეცდომა, რასაც ყველა მშობელი უშვებს, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა, რომ ეს შეცდომაა?
- იცით რა, მე ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები მშობლობაში და მიუხედავად ამისა, შეცდომების შემგროვებლად ნამდვილად გამოვდგები. ყველა შესაძლო შეცდომა ალბათ არა, მაგრამ ბევრი მაქვს დაშვებული.
მოკლედ, სადღაც წავიკითხე; რომ ამბობენ, ბგერის სიჩქარე მაღალიაო, ბგერის გადაადგილების სიჩქარე, ეს არის ტყუილიო, იმიტომ, რომ დედაჩემი რასაც მეუბნებოდა 20 წლისას, გავიგონე 40 წლისამო.
ველაპარაკე, ველაპარაკე, ველაპარაკე, ამ ჩემ შვილს ბევრ რამეზე და მერე მომეჩვენა, რომ არ აინტერესებდა და დისკომფორტი გამიჩნდა, რომ რაღაცნაირი ტიპი ვარ, არ აინტერესებს ბავშვს და მე მივდივარ და რაც არ აინტერესებს მაინც ვუყვები.
მერე წლები გავიდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მოსმენილი და გაგონილი აქვს, ისინიც კი, რასაც თითქოს არ უსმენდა.
- და აი ამ პროცესში, თქვენი მთავარი მიზანი რა იყო შვილების აღზრდისას, კარგი მოქალაქე თუ უბრალოდ ბედნიერი ტიპი?
- მე ბედნიერების ბანაკიდან ვარ ასე ვთქვათ, რომ ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი, ოღონდ სხვა ადამიანების პატივისცემით, ანუ ჩემი თავისუფლება სხვისი თავისუფლების შეზღუდვამდე სანამ მივა.
საქმისადმი სიყვარული
ჯეჯელავა მაგარია…
არის მაგარი, რა თქმა უნდა.
- რა არის თქვენი უპირატესობა ამ საქმეში?
- ერთი უპირატესობა არსებობს, თქვენს საქმეშიც, ჩვენს საქმეშიც და ტრიფონის საქმეშიც, რომ უყვარდეს თავისი საქმე.
მუდმივი განათლება მნიშვნელოვანია / დუმილი ოქროა
არის ისეთი მოსაზრება, რომ შენ უნდა შენს ხაზს, ასე ვთქვათ მიაწვე. პირობითად მე თუ სათქმელი მაქვს რაღაც მესიჯი, მაგალითად; მუდმივი განათლება მნიშვნელოვანია. ამ დროს აქცენტს აკეთებენ რაღაც დეტალზე, ეს მეთოდი ხომ არსებობს, რომ გადავუხვევთ უცებ და გეკითხებიან: რას ფიქრობთ იმან რომ ის თქვა? მე ვიტყვი, რომ მუდმივი განათლება მნიშვნელოვანია, მოკლედ ამას ვფიქრობ.
არის ხანდახან სიტუაცია, როცა არ გაძლევენ გასაქანს და შენ უნდა გაჩუმდე. ხალხს გაჩუმება ზოგადად უჭირთ. მოკლედ ოქროაო, სიჩუმე არის ოქრო.
უსაქციელობის "გაპრავება"
მე, პირველ 40 წელიწადში მოვახერხე და ჩემი საყვარელი ხალხი მივატოვე, მამაჩემი, დედაჩემი, ბებიაჩემი,.. არ მინახავს მე მგონი, არ მახსოვს... ტელევიზორში პრეზიდენტებს უფრო ხშირად ვნახულობდი, ვიდრე ბებიაჩემს.
როგორ შეიძლება, რომ ესეთი რაღაც საერთოდ არსებობდეს ბუნებაში. როგორ უნდა დაგარწმუნოს ვიღაცამ, რომ ეს თამაში ისეთი დიდი თამაშია, ისეთი უთამაშესი, რომ ბებიაშენს ურჩევნია, რომ არ ნახო, ოღონდ კი ეს თამაში ითამაშო.
აი ეს არის ისეთი დიდი ტყუილი, რომ მეტი არ შეიძლება. ოღონდ ბებიაშენი გიდასტურებს. გეუბნება, რომ შენ ძალიან დაკავებული ხარ, ჩვენ ყველანი. ამაყობთ იქ, ბოლნისში, შენ რომ არასდროს არ მოდიხარ ბოლნისში.
ტყუილია ეს ყველაფერი. შენ გიკეთებენ გულს. მიხვდნენ, რომ მაგარ მუღამში ხარ და არ უნდათ, რომ ტვირთად დაგაწვნენ და გქაჩონ იმ ბოლნისში, და "გიპრავებენ" ამ შენს უსაქციელობას ასე ვთქვათ. დედაც "გაგიპრავებს, მამაც და ზოგადად, ყველა.
ამას თუ გაარჩევ, მაგარი იქნება. შენი შვილები ამხელა არასდროს აღარ იქნებიან. შენთან დროის გატარება აღარ ენდომებათ. თუ ენდომებათ, სულ სხვანაირი და თვისობრივად განსხვავებული დრო იქნებოდა, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გატარებულიყო
წარსულზე არ ჩაიხვიოთ
რამეს თუ იპოვი ცუდს წარსულში, არ ჩაიხვიოთ, თორემ თავს გაიუბედურებთ. ანუ, წარსულში რაღაცაზე დარდი არის თავის გაუბედურების პირდაპირი რეცეპტი, იმიტომ, რომ იმას ვეღარ შეცვლი, რაც მოხდა რომელიღაც კურსზე. და თუ მაგას იდარდებ, აი რამდენი წელიც დაგრჩა, იმდენი წელი იდარდებ.
მერე ეს ჩვენი მაჯლაჯუნები ლოჯებს მიაშენებენ, მოაშენებენ და საერთოდ დაგვღუპავენ.
ამიტომ, რამეს თუ მიაგენი წარსულშიო, გვეუბნებიან, გამოაქცუნე ჩქარა წარსულიდან. წარსულში კურთხევა უნდა მიიღოს შენი აუცილებლად, იმიტომ, რომ მე ვერ ვიქნებოდი რაც ვარ, ეგ რომ არ დამეშავებინა,.. და წარსულთან დავამთავრეთ საუბარი. ეხლა, ამ ცოდნას მომავალში რა ვუყო
წარმატების ფორმულა
რა მთავარი და მნიშვნელოვანი თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა, იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, ნებისმიერ საქმიანობაში?
- უნდა ყავდეს კარგი წრე აუცილებლად. გამოთქმაა ესეთი: თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ხარ, იმ ოთახიდან გაიქეცით, იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ ისწავლითო, ანუ ადამიანs სჭირდება თავისზე ჭკვიანი და თავისზე ყოჩაღი ხალხი გარშემო, რომ გაიზარდოს და განვითარდეს. ეს არის ფორმულის ერთი ინგრედიენტი ასე ვთქვათ. მეორე არის დისციპლინა, მოტივაცია ყოველთვის არ იქნება, მთელს ცხოვრებას მოტივაციაში ვერ გაატარებ და შუალედებში უნდა დაგეხმაროს დისციპლიდა და მერე ამას ყველაფერს, მგონი კრავს, დიდი იდეა, რომელიც მე მგონია, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებას უნდა გასდევდეს. ყველა ადამიანმა უნდა მიაგნოს, რისთვის მოვიდა. და მე ძალიან მომწონს ეს გამოთქმა, რომელიც ინგლისურად ასე ჟღერს: You're born an original, don't die a copy - შენ გაჩნდი უნიკალური, ორიგინალური და არ მოკვდე ასლად, აი ეს არის ჩემი აზრით, რომ ყველა ადამიანმა თავისი ხაზი ამ ცხოვრებაში უნდა იპოვოს, ოჯახში იქნება ეს, ვენახში, ეთერში, წიგნის წერასთან თუ დაზგასთან, მოკლედ ეს ხაზი უნდ აიყოს, რომელიც მთელს ცხოვრებას გაზდევს.
როდის ჩქეფს ცხოვრება? - როდესაც ძალიან რთული საქმეები გაქვს და ყოველდღე სწავლობ, მაშინ ჩქეფს ცხოვრება!
ალექსანდრე ჯეჯელავათქვენი თავი აღზარდეთ და შვილები დაგემსგავსებიან
ბავშვებზე ხომ ამბობენ, შვილები კი არ უნდა აღზარდოთ, თქვენი თავი აღზარდეთ და შვილები თქვენ დაგემსგავსებიანო.
რატომ უჭირავს ჩემს შვილს ხელში გაჯეტი სულო? -დადე შენ, დაიჭირე წიგნი და ისიც დაიჭერსო.
თუ არ წახვალ წინ, დარჩები თამაშგარეთ
მუდმივი განვითარება ეს ძალიან მნიშნელოვანი საკითხია, ზუსტად თანმდევია იმ პასუხისა, რომელიც ახლა მოგვეცით: თუ არ წახვალ წინ, დარჩები თამაშგარეთ. თავად როგორ გამოიმუშავეთ ჰარმონია საკუთარ თავთან?
მუდმივი ზრდისთვის, ბარიერების გადალახვისთვის, უამრავი წინაღობა არსებობს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამდენი კარიერული მიმართულება და ამდენი დარგი გაქვს შეთავსებული. როგორ იპოვეთ ეს ჰარმონია საკუთარ თავთან?
იცით რა, მე მჯერა, რომ ყველაზე მაგარი აღმზრდელი არის მაგალითი და ის ადამიანები... თქვენც ლაპარაკობდით ეთერს გარეთ იმ გარემოზე რომელშიც გაიზრდეთ და რომელიც შეითვისეთ და მე ვფიქრობ მშრომელი ხალხის გარემოში, ვინც არ ჩერდება, იმ გარემოში სხვანაირად არ გამოვიდოდა ალბათ. მე მახსოვს, სულ პატარა, რომ ვიყავი, ესეიგი ჯერ ცალკე, რომ არ მეძინა, პატარა ბიჭი, რომ ვიყავი, ჩემი ბებია, დედაჩემის დედა იყო ჩემი პატრონი ასე ვთქვათ და ბებიაჩემს თავთან ედო რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი, არც მეტი არც ნაკლები და ცდილობდა, რომ რაღაცა რთული რუსული სიტყვები, ნუ დღევანდელ დღეს ალბათ ინგლისურის ლექსიკონი ედებოდა, ხოდა ამის ყურება ისეთი თემაა რა, მაშინ მეცინებოდა, მაგრამ ეხლა აბსოლიტურად არ მეცინება. ადამიანი თუ მოახერხებს, რომ ოთხმოცი წლის კიდევ სწავლობს, ეს არის მემგონი წარმატებაც და ბედნიერებაც.