ციტატები

მოკლე
ციტატები

ბედნიერების მიზეზიც და მიზანიც ადამიანმა ...

ეს კითხვა ჩვენ დავსვით მე-18 საუკუნეში, ჯერ სულხან-საბამ დასვა და მერე დავით გურამიშვილმა, ორივემ თქვა, რომ ადამიანმა ბედნიერების მიზეზიც და მიზანიც საკუთარ თავში უნდა ეძიოს, უამისოდ არაფერი გამოვა.

გია მურღულია
ბედნიერების მიზეზიც და მიზანიც ადამიანმა ...

ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა

მამაჩემმა მაჩუქა სიცოცხლე, არისტოტელემ კი მაჩუქა ის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. ალექსანდრე დიდს, მაკედონელს ეკუთვნის ეს სიტყვები და ნათქვამია მის მასწავლებელზე, არისტოტელეზე და სრული ჭეშმარიტებაა, რადგან ნამდვილ მასწავლებელს, ნამდვილად შეუძლია დაგანახოს ცხოვრების საზრისი, შეუძლია გონების გამდიდრებასა და განათებასთან ერთად, სულის გადარჩენაზე იზრუნოს. ამას ცდილობდა ყველა ნამდვილი მოძღვარი და მასწავლებელი, ყველგან და ყველა დროს. ამას ღაღადებდნენ და ღაღადებენ პედაგოგიკის თუ ლიტერატურის გამორჩეული ძეგლები. გაასმაგებულია ასეთი მასწავლებლების საჭიროება დღეს, როდესაც ტექნოლოგიების არნახული განვითარების ფონზე ადამიანსში ადამიანია გადასარჩენი.

"მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ, ღმერთის გარდა უფროსი არ მყავს, ყველაზე მნიშვნელოვანი 4 მცნებაა ჩემთვის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. დრო მთლიანია, სამყარო დასაბამიდან, პირველი წამიდან ბოლო წამამდე, ყველაფერს ერთმანერთს უკავშირებს, ყველაფერი ერთმანერთს გამოხატავს და არავინ და არაფერია უერთმანერთო აზრით სავსე, მთავარი რაც ბავშვებს და დაგვიანებულ დიდებსაც უნდა ვასწავლოთ სწორედ ეს არის, ამის გაცნობიერების გარეშე კაცის მთავარი პასუხისმგებლობა ვერ დაიბადება, ეს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობაა.

გია მურღულია
ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა

კრიზისი სიყვარულში

როგორც თავისუფლებას, სიყვარულსაც სჭირდება, ძალიან მაღალი, თუ აფსოლიტური არა, პასუხისმგებლობა.

კრიზისი ყველგან არის,შენ შეიძლება უცბად იფიქრო, რამ მომაყვანინა ეს ქალი ცლად, ან ის იფიქრებს, რომ რატომ გავყევი ამას, მაგრამ თუ ეს ძალიან სწრაფადვე არ გადაილახა, ერთი ღიმილით, ერთი უბრალო შესიტყვებით, რომ, რაზე ვჩხუბობთ ახლა ჩვენ, ისე რა თქმა უნდა ეს სიყვარული აღარ არის.

გია მურღულია
კრიზისი სიყვარულში

კარს იქით

სიყვარული მოდის, გამოძახებით არ არის ეს,მაგრამ თვითონ მოდის და კარი არ უნდა დაუკეტო ამას.

კარზე გამახსენდა... თავის დროზე საღამოობით ლექსებს ვწერდი და ერთხელ ჩემმა მეუღლემ მკითხა ვის უწერ ამ ლექსებსო, მე ვუთხარი მაცალე ერთი წამი... და დავუწერე ეს ლექსი - "კარს იქით"

მრავალი წლის წინ, შენ კარი შემოაღე და მომონე,
და სიყვარულით შემკარი, თითქოს მე გამოგიგონე
ახლაც ღამე კარს უღებს დღეს
და მზე ჩამოდის ვენახად
ვინც გინდა აკაკუნებდეს,
ჩემთვის კარს იქით შენა ხარ.

გია მურღულია
კარს იქით

ეს სიყვარულს კლავს!

ზრუნვას რა საკვირველია საჭიროებს, ადამიანმა უნდა იზრუნოს თავისი შეყვარებულისთვის, რომ მეორე ადამიანისთვის მუდმივად საინტერესო რჩებოდეს. იმიტომ რომ, თუ ხვალაც ის ხარ და ზეგაც, რაც გუშინ იყავი, ეს სიყვარულს კლავს.

ასე, რომ ბევრ რამეზე უნდა იფიქროს შეყვარებულმა ადამიანმა, რომ გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს ეს.

გია მურღულია
ეს სიყვარულს კლავს!

შექმნა სხვისთვის, დათმო სხვისთვის

სიყვარული არის რაც შეგიძლია შექმნა სხვისთვის ან დათმო სხვისთვის. თან ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს, რა თქმა უნდა.

ნათქვამია ადრე ასეთი შესანიშნავი ფრაზა, რომ სიყვარული არის ის, რომ იცხოვრო მისი ცხოვრებით ვინც გიყვარს.

გია მურღულია
შექმნა სხვისთვის, დათმო სხვისთვის

წადი შვილო სკოლაში!

ეს ანეკდოტი ასეთია: დედა აღვიძებს შვილს დილაადრიან. - ადექი, დროა უკვე სკოლაში წახვიდეო. ის ბურტყუნებს, - თავი დამანებეო, საბანს იხურავს ისევ თავზე, - არ მინდა, ვერ ვიტან დასანახად, ვერც მასწავლებლებს, ვერც მოსწავლეებს, ვერც სკოლას, ვერც კედლებს. ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა წავიდე ასე უთებია სკოლაშიო? - დირექტორი ხარ შვილო და ამიტომ უნდა წახვიდეო.

გია მურღულია
წადი შვილო სკოლაში!

თანაგრძნობა და სიყვარული

თანაგრძნობას სიყვარული ბადებს. თუ შენთვის ეს ადამიანი ძვირფასია, მაშინ ყველაფერი ძვირფასია, რაც მისი თავგადასავალია.

გია მურღულია
თანაგრძნობა და სიყვარული

უბრალოდ გულწრფელი იყავით

არ იფიქროთ იმაზე, როგორ მოახერხოთ იყოთ გულწრფელები, უბრალოდ გულწრფელი იყავით.

გია მურღულია
უბრალოდ გულწრფელი იყავით

სიყვარულის მოვალეობა

არსებობს სიყვარულის მოვალეობა და არსებობს მოვალეობის სიყვარული. გთხოვთ, რომ არცერთი არ დაგავიწყდეთ, არასდროს.

გია მურღულია
სიყვარულის მოვალეობა

თუ მარცხი შემოგხვდა...

თუ მარცხი შემოგხვდა გზაზე, ყურები არ ჩამოყარო და კიდევ ერთხელ სცადე. გამარჯვებული არის ის, ვინც დამარცხდა და კიდევ ერთხელ სცადა.

გია მურღულია
თუ მარცხი შემოგხვდა...

არაფერი მინახავს უკეთესი, ვიდრე ის როდესაც ვუყურებ ბავშვი როგორ ფიქრობს, ჩემთვის ეს არის ბედნიერება და თუ ოდნავ მაინც შეუწყობ ხელს იმას, რომ ბავშვები დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ქვეყანაზე, კაცობრიობაზე, მშვენიერებაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზეც კი, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე

გია მურღულია
არაფერი მინახავს უკეთესი

თუ კარგად დაგეგმავ ...

თქვენ პირადად გრჩებათ თუ არა საკუთარი თავისთვის თავისუფალი დრო?

აი გაგიკვირდება იმდენი თავისუფალი დრო მრჩება ხოლმე. რაშია საქმე იცი, თუ კარგად დაგეგმავ ყველაფრის მოსწრება შეიძლება.

ჩემს მეგობრებს, ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ხოლმე, რამდენიმე არის სკოლის დირექტორი, მივესალმები მათ აქედან, ძალიან მიყვარს ისინი, აი ჩემს შვილებად მიმაჩნია. როდესაც შევთავაზებ ხოლმე, წამოდი ლუდი დავლიოთ მეთქი (ლუდი მიყვარს ძალიან, ამიკრძალეს ამ ბოლო დროს და სევდიანი ვარ უკიდურესად), ხან ერთი მეუბნება ვერ იცლის, ხან მეორე და მე სულ მიკვირს მე რატო მცალია ამ დროს, იმათაც უკვირთ. მაგრამ რა არის იცი, უნდა მოინდომო და რაღაცა დრო გამონახო შენი თავისთვის. არც ერთი გაკეთებული საქმე არ ღირს იმად, რომ მოაკლო ფიქრისა და განწყობის შექმნის დრო შენ თავს, მომავალ კარგ საქმეთა გასაკეთებლად.

გია მურღულია
თუ კარგად დაგეგმავ ...

ერთხელ, ერთმა მოსწავლემ ...

ერთმა მოსწავლემ ცოტა დამცინავად მითხრა, რომ რასაც მე ვეუბნებოდი, ეს იყო სისულელე. მეწყინა სიმართლე გითხრათ და ცოტა მკაცრად ვუპასუხე, როგორც მაშინ ამბობდნენ: მივუჩინე თავის ადგილი.

ამან, არ გამოიღო კარგი შედეგი, პრობლემა დაბადა. სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიხმე გარეთ ეს ბიჭი, არ მოვუხადე ბოდიში და არ ვუთხარი, რომ ჩემიო აზრით ის არ იყო სამართლიანი, როდესაც ეს მითხრა, მაგრამ მე პატივს მივაგებ მის აზრს.

მასწავლებელს არ აქვს სხვა არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეს დაწერილია სადმე, არამედ, იმიტომაც, რომ ის მასწავლებელია.

გია მურღულია
ერთხელ, ერთმა მოსწავლემ ...

მასწავლებლების შეცდომები

ეს შეცდომები არ არის ერთგვაროვანი, შეიძლება დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგვმაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა, შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მასწავლებელმა დაუშვას. და კიდევ ერთიც, შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.

გია მურღულია
მასწავლებლების შეცდომები

ადამიანს აქვს უფლება, იბრძოლოს ...

რუსთველმა დახატა ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან ბედნიერებას და ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის ეთქვა, და შუა საუკუნეებში ამის თქმა, არ იყო მთლად მარტივი და ადვილი, რომ ადამიანს აქვს უფლება იბრძოლოს საკუთარი ბედნიერებისთვის. ეს ძალიან არსებითი რამ არის, რაც არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რუსთველის მნიშვნელობის. არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

გია მურღულია
ადამიანს აქვს უფლება, იბრძოლოს ...

რა არის პატრიოტიზმი?

თქვენთვის რა არის პატრიოტიზმი და რაში გამოიხატება იგი?

ჩემთვის პატრიოტიზმი არის გაკეთებული საქმე სამშობლოსთვის, არ მჯერა ისეთი ადამიანების, რომლებსაც უბრალოდ უყვართ სამშობლო და მისთვის არაფერს აკეთებენ. რაც მთავარია შენს ქვეყანას უნდა მოუფრთხილდე, უნდა ეცადო, რომ უფრო მშვენიერი და რაც მთავარია უფრო ჭკვიანი გახადო.

ზე პატრიოტობა რაშია იცით, ყველას პატრიოტობა ერთად? თუკი ჩვენ ყველანი შევეცდებით, რომ ჩვენი ძალისხმევა და გარჯა გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

გია მურღულია
რა არის პატრიოტიზმი?

განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის

რა განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის? - ცხოვრობს მხოლოდ ადამიანი, დანარჩენი ყველაფერი არსებობს. იდეაც, მცენარეც, ცხოველიც... ცხოვრებას ქმნის, ჩემი აზრით, ერთი რამ, მუდმივად გახსოვდეს, რას ნიშნავს, რომ შენ შეიქმენი შესაქმის ბოლო დღეს და შენ შეგქმნა ღმერთმა, თავის ხატად და მსგავსად. ვისაც სწამს ბიბლიის, ღმერთის, მისთვის ეს გასაგებია. ვისაც არ სწამს მისთვისაც გასაგებია, იმიტომ, რომ ღმერთი რომც არ არსებობდეს შენ უნდა შექმნა მთავარი სახე საკუთარი თავის და ეცადო რომ მას მისდიო ყოველწამიერად, იმიტომ, რომ თუ მას ჩამორჩი, უკვე აღარ იცხოვრებ, უბრალოდ იარსებებ.

გია მურღულია
განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის

ტანკა სიყვარულზე

ახლა იმ ტანკას წაგიკითხავ, მე რომ დავწერე წეღან:

გამოიარა ისტორიამ და მითხრა - რა მოხდა.

გამოიარა ძალაუფლებამ და მითხრა - რატომ მოხდა.

გამოიარა სიყვარულმა და მითხრა - რისთვის მოხდა.

გამოიარა მშვენიერებამ და მითხრა - როგორ ცდილობდა, რაღაცისთვის მაინც მიეცა აზრი.

გამოიარა სიკეთემ და მითხრა - რა გზით მევლო.

გამოიარა ბოროტებამ და უდღეურად გამიცინა.

გამოიარა სიკვდილმა და მიბრძანა - ყველაფერი დამევიწყებინა.

ახლა მარადისობას შევცქერი და ერთი რამ მახსოვს მხოლოდ, როგორ გამოიარა სიყვარულმა

გია მურღულია
ტანკა სიყვარულზე

არასდროს ერთი რაკურსით!

ლიტერატურული ტექტები და ლიტერატურული პერსონაჟები, და საერთოდ ცხოვრება, არასოდეს არ უნდა დაინახოთ ცალფად, ერთი რაკურსით.

ხშირად მითქვამს, არის ასეთი გერმანელი პედაგოგი, ანტონ დისტერვეგი, რომელმაც თქვა, რომ სჯობს ბავშვებს ერთი საგანი ან მოვლენა ასწავლო ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი სადანი ან მოვლენა ცალფად.

გია მურღულია
არასდროს ერთი რაკურსით!

თუ სიმართლე თქვი...

თუ სიმართლე თქვი, ჩაგქოლავენ. სიმართლეს არ იტყვი? - შენ ქვეყანას განვითარება არ უწერია!

გია მურღულია
თუ სიმართლე თქვი...

სიყვარული მოყვასის მიმართ

ორი ყველაზე ძვირფასი რამ რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ჩვენი რწმენა და ჩვენი სამშობლო. აი ეს ორი უძვირფასესი რამ შეიძლება იქცეს დაუსრულებელი სისხლისღვრის და ადამიანური მტრობის მიზეზად, თუ ამას არ ახლავს მესამეც, მოყვასის სიყვარული.

ადამიანში ღირსების დანახვის უნარი თუ არ ახლავს, ისე შეიძლება, იმ ორმა, თავისთავად ძალიან ძვირფასმა, შენ დაგღუპოს.

თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი ღვთის სიყვარულს, შენ ფანატიკოსი გახდები.

თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი შენი სამშობლოს სიყვარულს, შენ შეიძლება გახდე ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე მზერით გამოირჩევა და თავისი ქვეყნის იქით, არაფრის დანახვა არ სურს.

გია მურღულია
სიყვარული მოყვასის მიმართ

მხოლოდ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება

რით ემსგავსება ადმიანი ღმერთს? ჩვენ რომ გვეუბნება ბიბლია, რომ ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რას ნიშნავს ეს? ალბათ რამდენიმე არსებით მომენტს. პირველი, ეს არის თავისუფალი ნება. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მგელს თავისუფალი ნება არა აქვს, არც სოკოს, არც რომელიმე ნივთს ან მაგიდას, მხოლოდ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, ჩვენ შეგვიძლია ან ასე მოვიქცეთ ან ისე. მგელი არ არის ან კეთილი ან ბოროტი, მგელი არის ისეთი, როგორიც მას ბუნებამ დაუწესა. ეს ჩვენ შეგვიძლია: ან... ან.., იმიტომ, რომ თავისუფალი ნება გვაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენს ხატებასაც ქმნის თავისუფალი ნება და ჩვენს ცოდვებსაც ის ქმნის, ორივეს.

გია მურღულია
მხოლოდ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება

საკმარისი არაა, რომ საინტერესო თემა შესთავაზო ადამიანებს, აუცილებელია ამ თემაზე საინტერესოდაც თქვა რაღაცა

გია მურღულია