წიგნები, რომლებიც წაკითხული უნდა გვქონდეს
ყველა ქართველს უნდა გვქონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი. ვაჟა ფშაველას "ალუდა ქეთელაურს" შევთავაზებდი აუცილებლად, და რომ იგრძნოს - რა არის ქართული ლექსი - წავაკითხებდი გალაქტიონ ტაბიძის ტექსტს "ქარი დაცხრა სიბობოქრის".
გიორგი კეკელიძენებისმიერი ზრდასრული ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ახალი და დიდი ამბის შესასწავლად, იმიტომ, რომ რეალურად ცხოვრებას არ აქვს მონაკვეთები, რომლიდანაც სწავლა შეიძლება გამოვრიცხოთ.
გიორგი კეკელიძეწიგნი არის სიცოცხლე. წიგნები ჩვეულებრივ ადამიანებზეა დაწერილი. თუ ამას გავაცნობიერებთ, მივხვდებით, რომ წიგნი არის საჭირო და აუცილებელი.
გიორგი კეკელიძეარ არის აუცილებელი, თემი დავითანხმოთ, რომ ალუდა ქეთელაურის შეთავაზება მიიღოს. და პირიქითაც. მაგრამ, თემი მინიმუმ იმაზე მაინც უნდა იყოს თანახმა, რომ სხვა აზრის მქონე ადამიანი ცხოვრობდეს იმავე თემში.
გიორგი კეკელიძეუბრალოდ, თანაცხოვრება მოვახერხოთ!
რამდენი ადამიანიც არის, არის იმდენი სიმართლე. და ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ეს სიმართლეები ერთმანეთს შევურწყათ, დავამსგავსოთ, ან გავაძევოთ... უბრალოდ, თანაცხოვრება მოვახერხოთ.
გიორგი კეკელიძერა არის თავისუფლება? - თავისუფლად ყოფნა, თუ თავის დაუფლება? ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ავთანდილის ცნობილ ლოცვას - "მომეც დათმენა სურვილთა, უფალო, უფლებათაო" - როდესაც ჩვენ ტაბუ შემოგვაქვს ჩვენს ცხოვრებაში, მეორე, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რამის სასარგებლოდ. ადამიანი ხომ დათმენის არსებაც არის.
გიორგი კეკელიძედრო და ტექსტი ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ და რეალური გავლენა აქვთ. ყოფილა ტექსტები, რომლებმაც დრო შეცვალა, და არის დროები, რომლებიც ტექსტებს უცვლიან კონტექსტებს...
გიორგი კეკელიძელიტერატურაში ყველაზე უფრო ცხადად ჩანს, როგორ ვითარდება ადამიანი. კაცობრიობის კვალდაკვალ ვითარდება ლიტერატურა.
გიორგი კეკელიძეროგორ ვაქციოთ წიგნის კითხვა ჩვევად?
თუ ჩვენ დავინახავთ წიგნის აუცილებლობას, ავტომატურად იქცევა ჩვევად, იმიტომ, რომ ადამიანი სადაც ხედავს მნიშვნელოვან საჭიროებას (ვფიქრობ, წიგნი ასეთია), ის ბუნებრივია ცდილობს, ამ სრულიად აჩქარებულ და ორ სივრცეში გაფანტულ დროში (ვგულისხმობ რეალურ და ვირტუალურ სივრცეს) მაინც გამონახოს დრო, რომ წიგნი წაიკითხოს.
გიორგი კეკელიძერას გვასწავლის ლიტერატურა?
ლიტერატურა გვასწავლის იმ დაკეტილი ოთახების გახსნას, რომელიც მხოლოდ სხვისთვის კი არ გადავრაზეთ, არამედ საკუთარ თავსაც გადავუმალეთ თავისი გასაღებიანად. გვასწავლის იმას, რაზეც ჩვენ ვდუმვართ.
გიორგი კეკელიძელიტერატურა ადამიანს ეუბნება, როგორ უნდა ივარჯიშოს თავისუფლებაში, როგორ ჩამოაყალიბოს თავისუფალი ნება. და საერთოდაც, რა არის თავისუფალი ნება? თავისუფლად ყოფნა, თუ თავის დაუფლება?
გიორგი კეკელიძეწიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზეა
მასწავლებლის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მან დაანახოს მეორე ადამიანს, რომ რასაც წიგნში კითხულობს, არის მისი ნაწილი. თვითონ ადამიანია და ამ წიგნში მონაწილეც ადამიანია. არ უნდა გავასაკრალუროთ ლიტერატურა, არამედ, უნდა დავანახოთ მეორე ადამიანს, რომ წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზეა.
გიორგი კეკელიძეწიგნი სჭირდება ყველას
სიტყვა "სიყვარული" და სიტყვა "უნდა" ვერ თანაცხოვრობს ვერაფერთან დაკავშირებით, მათ შორის - წიგნთან დაკავშირებითაც. მაგრამ, წიგნი სჭირდება ყველას, იმიტომ, რომ წიგნი არის აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი. იმ გამოცდილების საუკეთესოდ შემკრები, რომელიც კაცობრიობამ გაიარა.
გიორგი კეკელიძეყველაზე დიდი რამ, რაც კი ქართველს შეუქმნია, არის პოეზია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მსოფლიო კლასი!
გიორგი კეკელიძეროდის რა წიგნის წაკითხვა ვურჩიოთ ბავშვს?
- უნდა არსებობდეს თუ არა კომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფი ან ცენტრი, რომელსაც მივაკითხავ და მომცემს რჩევას?
- რეალურად, ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი. მას ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ფუნქცია აქვს. მასწავლებელი ქმნის კოლექტიურ ველს, მოსწავლეებს ესაუბრება, კარგი გაგებით კონკურენციაში შეჰყავს ერთმანეთთან, ხოლო შეჯიბრებითობა ბადებს საჭიროებას, რომ ბავშვებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინონ. ბევრი მეთოდი არსებობს, რომლითაც მასწავლებელს შეუძლია ამ პრობლემას გაუმკლავდეს.
რით წავახალისოთ ბავშვი წიგნის წაკითხვისთვის?
წიგნის წაკითხვისთვის ბავშვის წახალისების მრავალი მეთოდი არსებობს. შეიძლება ეს იყოს რაღაც ტიპის ჯილდო, მათ შორის უმარტივესი, ბანალური - შოკოლადი. მთავარია, არ შევცდეთ წიგნის არჩევისას და ამ წიგნის შეთავაზების შემდეგ მიცემული ჯილდო, მხოლოდ ჯილდო არ უნდა აღმოჩნდეს მისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომ ამ წიგნს როცა წაიკითხავს, მეორე წიგნის წაკითხვა ჯილდოს აღარ საჭიროებდეს და თავად წიგნის წაკითხვა იქცეს ჯილდოდ მისთვის.
გიორგი კეკელიძემძაფრსიუჟეტიანი ზღაპრები წავუკითხოთ თუ არა ბავშვებს?
ხშირია დისკუსია საკითხზე - რამდენად უნდა ვუკითხოთ ბავშვებს ხალხური ზღაპრები. ზოგი ფიქრობს, - არ უნდა წავუკითხოთ, რადგანაც ეს ზღაპრები არის ძალადობრივი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ზედაპირული შეფასება. მაგალითად, ზღაპრიდან - "ჩიტო, ჩიორა, ერთი ბარტყი გადმომიგდე..." - ბავშვი ამ აქტს არ აღიქვამს ისე მძიმედ, როგორც უფროსი, იმიტომ, რომ უფროსებს განსხვავებული აღქმა გვაქვს მოვლენების მიმართ. ბავშვისთვის მსგავსი რამ ასე მძიმედ აღსაქმელი არ არის. ასეთ ზღაპრებს ხომ უამრავ თაობას უკითხავდნენ, მკვლელები ხომ არ გამოსულან ისინი. ვიღაც შეიძლება მკვლელი გამოვიდა, მაგრამ არა ამ ზღაპრის გამო. ბავშვები ასეთ მოვლენებს, როგორც წინააღმდეგობის აქტს, ისე აღიქვამენ, ანუ რაღაც მოცემულობას, რომელიც უნდა გადაილახოს, ან რაღაც სევდიან ამბავს, რომელიც გარკვეულწილად სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. ბავშვები სიკვდილს ასე მძიმედ და ტრაგიკულად არ აღიქვამენ, როგორც უფროსები, რომლებიც, - ეს რა წავუკითხეო - უფრო აღშფოთებულები არიან ხოლმე, ვიდრე ბავშები. ქართული ხალხური ზღაპრები კი არა, ძმები გრიმები რომ წაიკითხოთ, არანაკლებ მძაფრსიუჟეტიანი მომენტებია. ეს სიბრძნე და გამოცდილება ადამიანებში არსებობდა და მუშაობდა. მე, ყველაფრის უკრიტიკოდ შეხედვის და უაპელაციოდ მიღების მომხრე კი არ ვარ, უბრალოდ, ანალიზის და განსჯის გარეშე საბავშვო ზღაპრები არ უნდა უარვყოთ.
გიორგი კეკელიძესკოლაში საზეპიროების დაძალების შედეგი
არსებობს ბევრი მაგალითი, როცა ბავშვებს სკოლაში მიღებული გამოცდილებით, რაღაცის დაძალებით, სავალდებულო საზეპიროებით შესძულდათ ლიტერატურა. ზოგადად, საზეპიროების მოწინააღმდეგე არ ვარ, მოწინააღმდეგე ვარ საზეპიროების დაძალების და ამის გამო ნიშნის დაკლების. თავად საზეპირო ძალიან კარგი და უკიდურესად საინტერესო სავარჯიშოა ტვინისთვის. თუმცა, ადამიანების უნარი განსხვავდება ამ მიმართულებით, რაც, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ვინმეზე მეტია, უბრალოდ, ზოგს დაზეპირება ნაკლებად შეუძლია. ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მასწავლებელმა ასეთი მოსწავლე ტექსტიდან გააძევოს და დაბალი ნიშანი დაუწეროს. შედეგად, ბავშვს შეიძლება მსგავსი საკითხავის და საზეპიროს სურვილიც აღარ ჰქონდეს და მისთვის ტექსტი საძულველ მოცემულობად გადაიქცეს, რომელიც ასოცირებული იქნება პრობლემასთან, რომელიც მას საზეპიროების დროს შეექმნა. ასეთ დროს ის არ იფიქრებს მაგალითად იმაზე, თუ რატომ მიდის ავთანდილი უცხო მოყმის საძებნელად, აღარ აინტერესებს ეს, იმიტომ, რომ ვიღაცამ უთხრა - "აქედან აქამდე აუცილებლად დაიზეპირე!"
გიორგი კეკელიძებავშვს ასაკის მიხედვით მივაწოდოთ საკითხავი ლიტერატურა
უკიდურესად მნიშვნელოვანია, ბავშვს ასაკის მიხედვით მივაწოდოთ შესაბამისი ლიტერატურა. ორი მთავარი მოცემულობა გვაქვს ამ საკითხზე: 1. რა დროს აწვდი; 2. როგორ აწვდი. ორივე შემთხვევაში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება უკიდურესი განზიდულობას გამოიწვიოს და საერთოდაც, შეიძლება შეაძულოს წიგნის კითხვის პროცესი.
გიორგი კეკელიძერაში გვჭირდება წიგნი?
წიგნი ძალიან ავითარებს ფანტაზიას. წიგნი არის ე. წ. გამოტოვების ხელოვნება. ბავშვი რომელიღაც გმირზე, მაგალითად კარლსონზე რომ კითხულობს, ის საკუთარ თავს აიძულებს, წარმოიდგინოს საკუთარი კარლსონი, წარმოიდგინოს ფერები, გარეგნობა, ხმის ტემბრი, სურნელება,.. მარტივად რომ ვთქვათ, მკითხველი იძულებულია გარკვეული თვალსაზრისით რეჟისორი იყოს ამ წარმოსახვითი ფილმის, და რეალურად ეს იძულება განაპირობებს იმას, რომ მკითხველს ფანტაზია უვითარდება.
გიორგი კეკელიძეყველა თაობას თავისი გმირები ჰყავს - არსებობს დროის ნიშანი
ყველა თაობას თავისი გმირები ჰყავს. ტექსტი, ზოგადი აზრით უნივერსალურია, თუ ის ხარისხიანია, მაგრამ, რაღაც დროის ნიშანი არსებობს. მაგალითად, რომელიღაც გმირს რომ უჭირავს რაღაც ტიპის პულტი, რომელიც დღევანდელი ბავშვისთვის გასაგებია, მას უფრო ადვილად ესაუბრება მკითხველი, ვიდრე რომელიღაც დროის გმირს, რომელიც ხომალდზე ზის.
გიორგი კეკელიძებავშვი რამდენ წიგნსაც წაიკითხავს, იმდენი გმირით მეტია თვითონ. და თან ახლავს შემდგომ მთელი ცხოვრება.
გიორგი კეკელიძეროდესაც ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით, რომ შენ უნდა გიყვარდეს წიგნი, თავიდანვე შეცდომას ვუშვებთ, იმიტომ, რომ სიტყვა "უნდა" და სიტყვა "წიგნი" ვერ თანაცხოვრობს ერთმანეთთან.
გიორგი კეკელიძენებისმიერ ბრძოლას აქვს აზრი, მათ შორის ისეთ ბრძოლებსაც, რომლებიც მარცხით მთავრდება. არასდროს დავნებდეთ და ყოველთვის მივყვეთ ჩვენი გულის კარნახს.
გიორგი კეკელიძე