ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გნებავთ როგორც მწერლისთვის, არის ის, რომ ჩვენ სწორად, ზუსტად გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნის ადგილი ამ დედამიწაზე. ამას სჭირდება მუშაობა, დაკვირვება, ერთმანეთთან საუბარი.
გიორგი კეკელიძეთუ განათლების პრობლემას მოვაგვარებთ, თუ ცოდნა გახდება საყოველთაო, მერე სხვა სირთულეებსაც იოლად დავძლევთ
გიორგი კეკელიძეფიქრს შეუძლია გენეტიკის ცვლილება
ჩვენ ვართ ფიქრის არსებები. ფიქრს შეუძლია გარდაქმნა, ფიქრს შეუძლია ცვლილება , მათ შორის ბედისწერის, მათ შორის გენეტიკის, მათ შორის ყველა იმ სირთულეების, რომელიც ირგვლივ გვახვევია ჩვენივე მსგავსი არსებების წყალობითაც. შესაბამისად, აი ამ გადარჩენას, გარკვეულწილად, საბოლოო ჯამში უნდა ერქვას ერთი სათაური, ვუთხრას სიცოცხლეს დიახ და სიცოცხლემ უნდა განაპირობოს, სიცოცხლის სიყვარულმა, სიცოცხლის ჟინმა, ჩვენი გადარჩენის აუცილებლობა. სწორედ ამაზეა ეს სამი ტექსტი: მორის მეტერნიკი - „სიბრძნე და ბედისწერა“, მე მინდა გაჩვენოთ ეს წიგნები, ვიქტორ ფრანკი, ეს გახლავთ - „ვუთხრათ სიცოცხლეს დიახ“. რომელიც სულ ახალი გამოცემაა, და აქ გვაქვს ბუნებრივია, ბროცკის წერილი, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა , New York time - ში თავის დროზე და მერე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი წერილი იმაზე, თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, როგორ უნდა გაუძლოს ყველაზე დიდ და სასტიკ განსაცდელებს.
გიორგი კეკელიძეციხე არის სივრცის ნაკლებობა, კომპენსირებული დროის სიჭარბით
ციხე არსებითად არის სივრცის ნაკლებობა, კომპენსირებული დროის სიჭარბით, ისევე, როგორც გარეთ ჩვენი ყოფნა არის პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სივრცე და ძალიან ცოტა დრო. და ამბობს, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც, სწორედ რომ მეხსიერებაზე დაფუძნებული ფიქრით, გარკვეულწილად ახერხებს იმას, რომ თავი გაიტანოს, გადაირჩინოს და ახალი თავისუფლება გამოიგონოს.
ციხე, რომელიც ძალიან რთული მოცემულობაა, ბუნებრივია, ის უარესია გარკვეულწილად, რაღაც ტიპის ავადმყოფობაზე, რომელმაც შეიძლება საწოლს მიგაჯაჭვოს, იმიტომ, რომ იმას აღიქვამ, როგორც ობიექტურ მოცემულობას, მეტნაკლებად. და ციხე შენივე თამანსგავსთა მიერ შექმნილი პყრობილებაა.
არის ამის ერთერთი საუკეთესო საშუალება, რომ შენ გარკვეულწილად გამოიყენო ფიქრის უპირატესობა, გარდაქმნა შენივე თავი და აქციო ახალ მოცემულობად.
ბედისწერა ვაქციოთ ნებისწერად
ჩვენ უნდა ვეცადოთ და საკუთარი ნებელობით გარდავქმნათ ბედისწერა, ანუ გარკვეულწილად ბედისწერა ნებისწერად ვაქციოთ და ყველაზე უფრო რთული, ჩიხური მდგომარეობები, რომლებიც გარკვეულწილად, ბუნებრივია, შეიძლება ჩვენთვის ბადებდეს განცდას, რომ რეალურად ეს უკვე დასასრულია, შეგვიძლია ვაქციოთ ახალი დასაწყისის ფუძედ. შეიძლება ეს ვიღაცას ყალბ, ქოუჩირ ფრაზებად მოეჩვენოს, მაგრამ არა მაინცდამაინც მეტერლიგისაგან, რომელიც ნობელის პრემიის ლაურიატია და რომელმაც ზუსტად იცის სად გადის ზღვარი ყალბ პათეთიკასა და ზუსტ გამოსავალს შორის.
გიორგი კეკელიძესამყარო - ჩვენი წარმოდგენა მასზე
მოვლენის რეალური ძალა მხოლოდ ისაა თუ როგორ მოვიაზრებთ ამ მოვლენას. ეს ძალიან ახლოს არის დიმიტრი უზნაძის სრულიად შესანიშნავ და გენიალურ "განწყობის თეორიასთან." და საერთოდ მსოფლიო ლიტერატურის გამოცდილებასთან, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ მას შევხედავთ და გამოვიგონებთ, ანუ სამყარო არის ჩვენი წარმოდგენა მასზე, რასაც ადასტურებს დიდი სერვანტესი, თავისი ფანტასტიური დონკიხოტით, რომლის მთავარი არსიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენ თუ ვებრძვით წისქვილებს და ისინი გვგოგია დევგმირები, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა ჰგონია სხვას, მთავარია, რომ ჩვენთვის ისინი დევგმირები არიან. და ამ აზრით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი განწყობების გენერირება.
გიორგი კეკელიძეადამიანი - გაძლების არსება
მერაბ მამარდაშვილს აქვს ერთი სრულიად შესანიშნავი ფრაზა, რომელიც ფრანგული ფილოსოფიიდან მოდის, რომ ადამიანი იბადება გაუსაძლისის გაძლებიდან მეორედ და ჭეშმარიტად, რეალურად ეს წიგნებიც სწორედ ამაზეა, რომ ადამიანი არის გაძლების არსება და მცდელობა იმისა, რომ დაიბადოს ხელახლა, ოღონდ ამჯერად დაიბადოს თავისით და გაცილებით გარანტირებულად.
გიორგი კეკელიძე