ყველა დანარჩენი არის სუროგატი შიშები
მთავარი, რისიც უნდა გეშინოდეს, არის ის, რომ არ დაკარგო გემოვნება, მუხტი და აზარტი - ჭეშმარიტების შეცნობის. სწორედ ეს არის ღმერთის შიში. ღმერთის შიში თუ არ გექნება, შეგეშინდება საზოგადოების გაკიცხვის, სტატუსის დაკარგვის,.. შეგეშინდება - სამსახურში საყვედური არ გითხრან, პოლიტკორექტულად თუ არ თქვი რაღაც. უამრავი რაღაცის შეგეშინდება, რაც არის სუროგატი შიშები. მთავარი შიში არის ღვთისმოშიშება და დანარჩენი შიშები უნდა დაძლიო ღვთისმოშიშებით.
ლევან გიგინეიშვილიშენ თავს ხომ უნდა არგო პირველ რიგში
შენ თუ არ ჩამოიყალიბე გემოვნება ჭეშმარიტების მიმართ, რაც ყოველდღიური მუშაობის შედეგად უნდა შეიქმნა საკუთარი თავისთვის ("აბა მე დღეს ვის რა ვარგე" - შენ თავს ხომ უნდა არგო პირველ რიგში), ამ მუშაობაში თუ არ ხარ ყოველდღიურად, უცებ აღმოაჩენ, რომ გძულს და დევნი ჭეშმარიტებას.
ლევან გიგინეიშვილიროცა გულგრილი ხარ ჭეშმარიტების მიმართ
ჭეშმარიტება არის მომთხოვნი და არ არის ყოველთვის სასიამოვნო. კი ვენათესავებით ადამიანები ჭეშმარიტებას, მაგრამ, იმდენად ვეჩვევით სიცრუეს, რომ მერე ვიყვარებთ კიდეც მას და ვდევნით ჭეშმარიტებას. სამწუხაროდ, საშუალო მდგომარეობა არ არის, როცა გულგრილი ხარ ჭეშმარიტების მიმართ, იწყებ კიდეც მის დევნას.
ლევან გიგინეიშვილიწინასწარმეტყველი, რომელსაც არ დევნიან, ცრუ წინასწარმეტყველია. წინასწარმეტყველის ხვედრია, რომ დევნის საზოგადოება, იმიტომ, რომ ის იმას ამბობს, რაც სხვებს არ აწყობთ და სხვები ამისთვის დასცინიან და შეიძლება მოკლან კიდეც.
ლევან გიგინეიშვილითუ შენი ცხოვრება მარტო თეფშიდან პირამდეა
"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს, საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო" - მსგავსი მასშტაბური კითხვები თუ არ დაუსვი შენს ყოფიერებას, და თუ შენი ცხოვრება მხოლოდ თეფშიდან პირამდეა, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? არანაირი აზრი არ აქვს. შენ უნდა შეხედო შენს ცხოვრებას მარადისობის პერსპექტივიდან, თუ რა არის შენი დანიშნულება. მარადისობის შუქზე თუ დაინახავ შენს ცხოვრებას, არ წამოეგები წამიერ ინტერესებს და გარკვეულწილად იმუნიტეტი გექნება შეცდომების დაშვებისგან და ბოროტების ჩადენისგან.
ლევან გიგინეიშვილიამას მე სულიერ დამბლას დავარქმევდი
არისტოტელეს აქვს ნათქვამი - "ადამიანს უნდა ჰქონდეს შეშმარიტების შეცნობის მუხტი და ინტერესი". ინფორმაციული სიჭარბის გამო, - ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე, რა ვიცი რა არის სიმართლეო - შეიძლება ადამიანმა ხელი ჩაიქნიოს. ეს არის ყველაზე სახიფათო მომენტი, რასაც მე სულიერ დამბლას დავარქმევდი, - როცა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ჭეშმარიტების ძიების, შეცნობის ინტერესი, როცა აღარ გაქვს ის განცდა, რომ შენ ენათესავები ჭეშმარიტებას.
ლევან გიგინეიშვილიინფორმაციული დიეტა არის ახლა საჭირო!
დღეს არის ინფორმაციის წარღვნა, ამიტომ, დღეს ჭეშმარიტების პოვნა რთულიც კი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ყველაფერს ვერ წავიკითხავთ, რადგანაც წაკითხვას გააზრება და გადამუშავება სჭირდება, ამიტომ - გარკვეული ინფორმაციული დიეტა არის ახლა საჭირო. უამრავი საიტია ინტერნეტში, ერთიდაიგივე ფაქტზე ათასნაირი განმარტება შეიძლება წაიკითხო, ამიტომ, უფრო რთული ხდება ჭეშმარიტების შეცნობა.
ლევან გიგინეიშვილირასაც ოფიციოზი გაწვდის, იმას უნდა დაუსვა შეკითხვა და პირდაპირ არ უნდა მიიღო. სტრიქონებს შორის უნდა იკითხო - მოდი ჩვენ თვითონ ვიაზროვნოთ, რაღაც რომ არ ჩაგვახუტონ ისეთი, რაც არ არის სიმართლე.
ლევან გიგინეიშვილისაბჭოთა კავშირის დროს, რასაც ოფიციალური მედია გაწვდიდა, უნდ მიგეღო დიდი კრიტიკული ხედვით, რადგანაც წყობა იდეოლოგიური იყო და თავში გიტენიდნენ, რაც აწყობდათ. შენი გონების საცერში უნდა გაგეტარებინა ყველაფერი.
ლევან გიგინეიშვილისინათლე, რომელიც შენშია, სიბნელე ხომ არ არის?
სინათლე, რომელიც შენშია, კარგად გამოიკვლიე, სიბნელე ხომ არ არისო - შეიძლება რაღაც ვნებამ, იდეამ გაგიტაცოს და თუ არ დაუსვამ ამას შეკითხვებს, შეიძლება მოგიცვას და კომფორტულიც კი გახდეს შენთვის. ამიტომ, სახიფათოა ასეთი ცრუ სინათლეებით ცხოვრება.
ლევან გიგინეიშვილიადამიანს ადამიანობის ცა უნდა ეჭიროს განუწყვეტელ ძალისხმევაში, არ უნდა დაიღალოს არასდროს. ყველაფრისგან შეიძლება დაისვენო, მაგრამ, ზნეობისგან (რასაც ადამიანობა ჰქვია) დასვენება არ შეიძლება არცერთი წამით.
ლევან გიგინეიშვილი