ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი!
ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი იყავი. ყველა ადამიანი ღვთის ხატია. რაც არ უნდა დაივიწყოს ადამიანმა ღვთის ხატობა, მასში მაინც არის პოტენციალი ღვთის ხატად ქცევისა. ყველა ადამიანში უნდა დაინახო ეს პოტენციალი, რომელიც თავის თავში მზეს და ღვთის ხატობის სილამაზის კრისტალს ინახავს.
ლევან გიგინეიშვილიკატეგორიული არ იყო და მოუსმინე, საპირისპირო აზრიც რომ იყოს და აწონ-დაწონე საკუთარი შეხედულება და ყოველთვის კითხვა დაუსვი საკუთარ აზროვნებას.
ლევან გიგინეიშვილიავტორიტეტი ცუდი არაა, პირიქით - კარგია. ავტორიტეტი ბრმად არ უნდა მიიღო, მაგრამ, თუ ავტორიტეტია, ყურადღებით მოსმენის ღირსი არის.
ლევან გიგინეიშვილიყველაზე ბოროტი ადამიანიც კი რომ ცდილობს, თავის შვილთან კეთილი იყოს და კარგი დაანახოს, ეს ნიშნავს, რომ სამყაროს მართავს სიკეთე.
ლევან გიგინეიშვილიდაგბადებს მხოლოდ ჭეშმარიტება
ნებისმიერი რამ არ დაგბადებს, დაგბადებს მხოლოდ ჭეშმარიტება. სიტყვა დაგბადებს, სიტყვაში, სულიწმინდაში უნდა დაიბადო. როცა რაღაცას აკეთებ და ძალისხმევას დებ, ეს ნიშნავს, რომ იბადები რაღაცაში, ამ დროს უნდა დაუსვა შენ თავს კითხვა - ვიბადები სულიწმინდაში? სხვა რამეში თუ იბადები, ეს არის სახიფათო, ეს ნიშნავს, რომ ინადგურებ თავს. ჯობია არაფერში არ დაიბადო, ვიდრე სულიწმინდის ნაცვლად სხვა რამეში დაიბადო.
ლევან გიგინეიშვილირა არის თავისუფლების დანიშნულება?
თავისუფლება კარგი ცხენია, დანიშნულების ადგილზე რომ მიგვიყვანოს. ამ ცხენს ასევე შეუძლია გადმოგვაგდოს და დაგვაზიანოს. თავისუფლებას თავისი დანიშნულება აქვს - საზრისის, ჭეშმარიტების შეცნობა, ჭეშმარიტებასთან ნათესაობა, სადაც შენ უნდა ჩამოყალიბდე და დაიბადო ადამიანად.
ლევან გიგინეიშვილითვითნებობა არ არის თავისუფლება. თავისუფლება, ტრადიციული გაგებით არის, - რომ შეიცნობ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს.
ლევან გიგინეიშვილიესაა ამოცანა ადამიანის!
"აბა დღეს მე ვის რა ვარგე" - ესაა სწორი დამოკიდებულება სამყაროზე - დაფიქრება, თუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება... სიკეთე გავაკეთო, ხოლო ბოროტება, ვნება, ცუდი მიდრეკილებები დავძლიო, დაცემული ადამიანური ბუნება გადავლახო ღმერთის შეწევნით - ესაა ამოცანა ადამიანის.
ლევან გიგინეიშვილიროცა საკუთარ თავს ძალიან ფუნდამენტურად ატყუებ
შენი პირადი შეგნება თუ არის, აწონ-დაწონილი თუ გაქვს, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთო ის, რასაც აკეთებ. მაგრამ, თუ არ არის პირადი შეგნება და შენ ბოლომდე არ გიფიქრია, თუ აყოლილი ხარ ვიღაცას ან რაღაცას და გეშინია, რომ თუ არ აჰყვები არ დაგამუნათონ, მხდალად იქცევი და მერე ამ სიმხდალეს არქმევ სახელს - "მე ასე მინდა რომ გავაკეთო, ეს ჩემი საკუთარი ნებაა" - ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ძალიან ფუნდამენტურად ატყუებ.
ლევან გიგინეიშვილიროცა საკუთარ თავს ძალიან ფუნდამენტურად ატყუებ
შენი პირადი შეგნება თუ არის, აწონ-დაწონილი თუ გაქვს, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთო ის, რასაც აკეთებ. მაგრამ, თუ არ არის პირადი შეგნება და შენ ბოლომდე არ გიფიქრია, თუ აყოლილი ხარ ვიღაცას ან რაღაცას და გეშინია, რომ თუ არ აჰყვები არ დაგამუნათონ, მხდალად იქცევი და მერე ამ სიმხდალეს არქმევ სახელს - "მე ასე მინდა რომ გავაკეთო, ეს ჩემი საკუთარი ნებაა" - ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ძალიან ფუნდამენტურად ატყუებ.
ლევან გიგინეიშვილიჭიდაობა საკუთარ თავთან
"მე ჩემებურად ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება ღვთიური სიბრძნე სხვა იყოს" - ეს ჭიდაობა საკუთარ თავთან და ამის გამო მოსმენა და აწონდაწონვა სხვისი აზრისაც არის ამოცანა ადამიანის, თუ არადა წამოვეგებით რაღაცას და შეიძლება ბოროტების უნებლიე მსახურებაშიც ჩავდგეთ.
ლევან გიგინეიშვილივინც იარლიყების მიკერებით არის დაკავებული
თუ გეშინია შენი აზრის გამოტანის, მსჯელობის, და ამის ნაცვლად იარლიყების მიკერებით (name calling) ხარ დაკავებული, უკვე ნიშნავს, რომ შენ თვითონ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. ამიტომაც არის, რომ გეშინია იმ სივრცის, სადაც შეიძლება შენი ეს ხედვა განხილულ იქნას.
ლევან გიგინეიშვილიდემოკრატია ხომ ამის გარეშე არ არსებობს
იქნებ მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ გულით მწამს ასე. მოდით, დავუტოვოთ ერთმანეთს სასაუბრო სივრცე, პატივისცემა არ დავკარგოთ ერთმანეთის მიმართ, ვილაპარაკოთ. შენ ასე გგონია, ასე ამბობ. მე ასე მგონია, ასე ვამბობ. მოდი, მსმენელმაც მოგვისმინოს და მან გადაწყვიტოს, ვისი აზრია უკეთესი. გვქონდეს ტოლერანტობის ვალდებულება, დემოკრატია ხომ ამის გარეშე არ არსებობს.
ლევან გიგინეიშვილიკერპი ითხოვს შენგან მთელ შენს არსებას!
კერპი ითხოვს შენგან მთელ შენს არსებას და მერე გაკარგვინებს ყველაფერს. როგორც პატარა ბავშვებს სწირავდნენ მოლოქს, ისე შეგაწირინებს ყველაფერს - ადამიანების მიმარტ პატივისცემას, დისტანციებს, უფროს-უმცროსობას, მასწავლებელსა და მოსწავლის მიმართ დისტანციას,.. ყველა დისტანციას გადაგათელინებს.
ლევან გიგინეიშვილიგარშემომყოფების უარყოფა საწინააღმდეგო პოზიციის გამო
მეგობართან დავიწყება იმ სივრცის, რაც გაკავშირებდა მასთან (ლამაზი, ნათელი, ერთად შეხუმრებული მომენტები), და მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც საკითხზე შენ აზრზე არ არის, ამის გამო რომ ეუხეშო, გადათელო, გადაუარო მეგობარს - ეს ყველაფერი ხომ არღვევს ადამიანობას.
ლევან გიგინეიშვილისამშობლო ადამიანებისთვის მინდა!
პირველ რიგში ჭეშმარიტებას ვენათესავებით, მერე ყველაფერ დანარჩენს. პატრიოტიზმიც კი, დიდი ფასეულობა არისო, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი ფასეულობა არისო, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა ის შუქი, რითიც პატრიოტიზმიც უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შორს წაგვიყვანა პატრიოტულმა აღტყინებამ, გრძნობამ, სამშობლოს სიყვარულმა... სამშობლოს სიყვარულიც ხომ დაბალანსებული უნდა იყოს სხვა რაღაცების სიყვარულით, მათ შორის ადამიანის სიყვარულით, ადამიანის ღირსების დაფასებით... სამშობლო კარგად მყავდეს და ადამიანები გავთელო - ეგრე სად არის! სამშობლო ადამიანებისთვის მინდა!
ლევან გიგინეიშვილიაზროვნება, გარკვეული აზრით ზნეობაზე უპირატესია
ზნეობის პრინციპები ყალიბდება მსჯელობით. აზროვნება, ლოგოსი, გარკვეული აზრით ზნეობაზე უპირატესია იმ გაგებით, რომ ამ თავისუფალ და მიუკერძოებელ აზროვნებაში ყალიბდება ის ზნეობრივი პრინციპები, რომლებსაც მივყვებით და ვიცავთ.
ლევან გიგინეიშვილიასეთ სივრცეებში ხდება ჭეშმარიტების შეცნობა!
რისხვის და მიკერძოების გარეშე სივრცეს რომ სპეციალურად სპობ, ეს უკვე აპრიორი ცუდია. ასეთი სივრცეები რაც შეიძლება მეტი უნდა შეიქმნას. ასეთ სივრცეებში ხდება ჭეშმარიტების მიმართ სწორი აზარტის განვითარება და შეცნობა.
ლევან გიგინეიშვილივის არ აწყობს დიალოგი?
მშვიდი, თავისუფალი, ლოგიკური, არსებითი განხილვა არ აწყობთ ხოლმე, როდესაც პოლიტიკურ ამოცანად აქვთ რაღაც დასახული და უკვე მოქმედებენ ხოლმე ამ მიზნისთვის.
ლევან გიგინეიშვილისიყრუე განსხვავებული აზრის მიმართ
სიყრუე - განსხვავებული აზრის მიმართ ადამიანს იმიტომ აქვს, და იმიტომ არ ინტერესდება ხოლმე საწინააღმდეგო აზრით, რომ ეს განსხვავებული აზრი მას უხერხულ ძიებაზე გაუშვებს. და უხერხულ ძიებაზე გაშვება ნიშნავს, რომ მას შეიძლება მოუწიოს უარის თქმა იმაზე, რაშიც დიდი ენერგია და რესურსი უკვე ჩადო. მაგალითად, ვებრძვი რაღაცას... სწორად ვებრძვი, თუ არა? ამ შეკითხვის დასმის მეშინია საკუთარი თავის მიმართ, რადგანაც უკვე ვებრძვი. ამიტომ, განხილვის მეშინია. წყნარი, დალაგებული განხილვის მეშინია.
ლევან გიგინეიშვილიუნდა გარისკო! უნდა ილაპარაკო ის, რაც გულით გჯერა და მოითმინო, რასაც ამის გამო ლაფს დაგასხამენ!
ლევან გიგინეიშვილი