ფილოსოფიისთვის ღმერთი ჭეშმარიტება!
მორწმუნე ადამიანისთვის რასაც ნიშნავს ღმერთი, მეცნიერისთვის ეს არის - კანონზომიერება, ფილოსოფიისთვის - ჭეშმარიტება, ხელოვნებისთვის - მშვენიერება და ფსიქოლოგიაში ეს არის - თვითგამოხატვა.
ნანა ჩაჩუარაც მოგეცა, რას აკეთებ, რაში იყენებ?
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას აკეთებ იმ შესაძლებლობებიდან, რაც გეძლევა
ნანა ჩაჩუაშენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს
შენ ქმნი შენს ცხოვრებას. არსებობა წინ უსწრებს არსებას, ანუ შენ ჯერ ბიოლოგიურ არსებად გაჩნდი, ამის შემდეგ ჩართული ხარ პროცესში, ადამიანად რომ იქცე. შენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს.
ნანა ჩაჩუაბედნიერება დამოკიდებულია კეთილგანწყობილებაზე
ბედნიერება შენი შინაგანიდან მოდის, დამოკიდებულია კეთილგანწყობილებაზე და არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რას ჭამ, როგორ ავტომობილში ზიხარ, სად გაქვს ბინა...
ნანა ჩაჩუაჩვენ, სხეულის ენით, შეგრძნებებით, განწყობებით, ისე შეგვიძლია გამოვიწვიოთ ადამიანის კეთილგანწყობა, რომ ერთი სიტყვაც არ დაგვჭირდეს.
ნანა ჩაჩუაწერტილი დასაწყისიცაა!
ყველა წერტილიდან შეიძლება დაიწყო. წერტილი ძალიან საინტერესო გეომეტრიული მოცემულობაა, ფიგურაც არ არის, განზომილებაც არ აქვს. წერტილი ჩვენ ყოველთვის გვგონია ხოლმე დასასრული, წერტილი დასაწყისიცაა. პითაგორა ამბობდა - წერტილი ღმერთიაო, იმიტომ, რომ ის ყველაფერშია და მისგან ყველაფერი აიგება, ის ერთდროულად დასასრულიცაა და დასაწყისიც.
ნანა ჩაჩუათუ მდინარეში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი
მდინარეში ისე ვერ შეხვალ, თუ ცურვა არ იცი. მაგრამ, თუ მდინარეში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი. როცა გვეკითხებიან - საიდან უნდა დავიწყოთ, - ყველა წერტილიდან შეიძლება დავიწყოთ.
ნანა ჩაჩუათუ ჩვენი ბედნიერება ვეძებეთ გარეთ
ჩვენ, თუ ჩვენი სიხარული, ჩვენი ბედნიერება, ჩვენი მოქმედების იმპულსები ვეძებეთ გარეთ, მაშინ ყოველთვის პრობლემა გვექნება. ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ არასტაბილური თვითშეფასება.
ნანა ჩაჩუაზოგიერთ დიასახლისს ძალიან კარგად გამოსდის დიასახლისობა, როცა მისთვის თავად პროცესია სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი. ამიტომ მეწისქვილეც და მინისტრიც ყოველთვის შეიძლება იყოს ერთნაირად ბედნიერი.
ნანა ჩაჩუაღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა
არის არსებითი და არაარსებითი ცხოვრება. არსებით ცხოვრებას მშვენივრად შეესაბამება ქართული სიტყვა - ღვაწლი. ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა, იმიტომ, რომ ადამიანი ღვაწლში გამოხატავს საკუთარ თავს.
ნანა ჩაჩუაადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი...
ადამიანი თავის თავს სადაც გამოხატავს, მნიშვნელობა არა აქვს ადგილს, სივრცეს, დროს, ის მაშინ არის მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი, როცა თავის თავს გამოხატავს. საკუთარი თავის გამოხატვა შეიძლება ერთნაირად იყოს სამზარეულოშიც, დიდ სცენაზეც, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში.
ნანა ჩაჩუამედიის მიერ შექმნილი "სინამდვილე"
ჟან ბოდრიარის სიტყვები არის: ჩვენ ვცხოვრობთ მედიის მიერ შექმნილ "სინამდვილეში" და ამ მედიის მიერ შექმნილ "სინამდვილეზე" და მედიაზე მოკიდებული როცა ვხდები, იცოდე რომ კიდე გავიმეორებ .ე იმ ფეხზე დამდგარი გვამების ტყის ერთ-ერთი ელემენტი ვარც და მეტი არაფერი. მედიას სჭირდება ყველაზე ძლიერი კრიტიკული ცნობიერება, რასაც გეუბნებიან, რასაც გაჩვენებენ გაანალიზე ადამიანო.
რასაც ხედავენ იქიდან კი არ გამოაქვთ ადამიანებს დასკვნა და პლუს კიდევ რასაც ხედავ ესეც არ არის ჭეშმარიტი დასკვნისათვის ადვილი გამოსატანი.
ერთ ინგლისელ ფილოსოფოს აქვს ასეთი დასკვნა, აი გადავიხედე ფანჯრიდან, დავინახე, რომ სველია და გავაკეთე დასკვნა, რომ უწვიმია... არა, არ უწვიმია, მორწყეს. ამიტომ რასაც ხედავ, იმის იქითაც გაქვს კიდევ დასანახი. არსებულის მიღმა, არსებულის ხედვა
რისგან უნდა გავთავისუფლდეთ?
ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ყველა დამოკიდებულებისგან, რომელსაც გვიქმნის სიტუაცია. კამიოსთან არის - საით შეიძლება მიდიოდეს ადამიანი? მპყრობელობისკენ, რომ ძალაუფლება ჰქონდეს. მეორე - დამგროვებლობისკენ, რაც შეიძლება მეტი პოპულარობა რომ მოვიპოვოთ. ცნობადი სახე რომ გავხდეთ. მეტად რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი. იყავი ის, რაც ხარ!
პირველ რიგში, ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. რასაც ვაკეთებ, რასაც ვმოქმედებ, ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა უნდა იყოს ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. მე უნდა ვიყო მისი პასუხისმგებელი
დარგე 3 / ცნობიერების უმაღლესი ინსტანცია
რას ნიშნავს ცნობიერების უმაღლესი ინსტანცია? არის ასეთი მარტივი შთაბეჭდილების საფეხური ადამიანთან, აი პატარა ბავშვი, 6-7 თვის ბავშვი ტირის, იმიტომ, რომ შია. მან არ იცის, რომ შია. რა შია ისიც არ იცის, რისი ჭამა უნდა ისიც არ იცის, ისიც არ იცის, რომ ტირის და უფრო მეტი არ იცის, რომ თვითონ ტირის, ამას ნუ დავემსგავსებით. ეს არის ცნობიერების მარტივი შთაბეჭდილების საფეხური.
მერე არის ცნობიერების დაბალი საფეხური, რომ მე იცი რა არის, კი ვიცი, რომ პური მინდა და ამიტომ ვტირი და მინდა, კი ბატონო.
მერე არის ცნობიერების მაღალი საფეხური, რომ ზაფხულია, ცხელა, აგვისტოა, პაპანაქება სიცხეა და მივდივარ ტყეში და ვჭრი შეშას, იმიტომ, რომ წარმოსახვაში მაქვს ზამთარი და უნდა გავთბე. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ცნობიერების უმაღლეს ინსტანციამდე, რომ აიყვანო საკუთარი თავი, აი იქ აგვისტოს თვეში, როცა შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, რომ იცი ზამთარი მოვა და შეგცივდება და მოჭრი ტყეში ხეს, იმ ერთი მოჭრილი ხის ნაცვლად დარგე სამი, მინიმუმ. აი ეს არის ცნობიერების უმაღლესი ინსტაცია, ესაა პასუხიმსგებლობის აღება საკუთარ თავზე.
ქსენოფონტე ვერ მიწვდა სოკრატეს
ქსენოფონტეო ამდაბლებდა სოკრატეს, რადგან თავად ვერ მისწვდა მას, ვერ ჩასწვდა, ვერ გაიგო. ხოლო პლატონი ადიდებდა სოკრატეს, რადგან პლატონმა თავად მოიცვა სოკრატე.
და აი როცა პატრიარქს ასე მიმართეს და ასეთი რამე გამოიხატა მის მიმართ, ზუსტად ეს ფორმულა არის იქ, რომ ქსენოფონტე ვერ მიწვდა სოკრატეს. პლატონი კი ადიდებდა, იმიტომ, რადგან დიდი რომ დაინახო თავად დიდზე დიდი უნდა იყოო, და დიდზე დიდიბა დიდის დანახვაა
ფეხზე დამდგარი გვამების ტყე
სინდისი, ეს არის მამხილებელი გონებაო, მამხილებელ გონებას შენსას თუ მიწა წააყარე, მკვდარი ხარ.
როგორც მამარდაშვილი ამბობს, თვალს, რომ გაახელ ადამიანი, აღმოჩნდები ფეხზე დამდგარი გვამების ტყეშიო. უზნეო ადამიანთა სიმრავლე, ფეხზე დამდგარი გვამების ტყეს წარმოადგენენ.
ბედნიერი იყო ექვთიმე...
ბედნიერი იყო ექვთიმე თაყაიშვილი თავის შიმშილში,
ბედნიერი იყო ილია ჭავჭავაძე ტყვიის მოხვედრაში, რომელიც მას მოხვდა,
ბედნიერი იყო მიხეილ ჯავახიშვილი ფიცარს შორის და ფიცარს შორის რომ გაიჭყლიტა.
და უბედურია ჯაყო, დღევანდელიც და მაშინდელიც, და კაცობრიობის ისტორიაში ყველა ჯაყო უბედურია,
ყველა ლუარსაბი უბედურია,
ყველა ცილისმწამებელი,
ყველა იუდა უბედურია!
მადლობა ყველა განსაცდელს
თუ მე მაქვს აღქმა, ჯერ აღქმა იმისა, რაც არის, მერე ამისი გაგება, მერე ამის გამოხატვა, გამოხატვას ენა სჭირდება, გამოხატვას სჭირდება ის სიტყვები, რომელიც ამბობს მე აქ რას განვიცდი, და ამას ხო უნდა გაგება. ჯერ არის ასე: ხედვა, აღქმა, მერე არის გაგება, მერე გამოხატვა, მერე არის მართვა და მერე რეგულირება. აი ეს ხუთი კომპონენტია. არ შეიძლება, რომ ეს გქონდეს ადამიანს და იყო ოდესმე ჩიხში. და თუ ჩიხში აღმოჩნდები, ეს იმას ნიშავს, რომ შენ იქ ახალ გამოცდილების მიღების შანსი მოგეცა და ამას რელიგიაში ქვია: განსაცდელი მადლია.
შენ მოგეცა საშვალება, მადლობა უთხარი ყველა წინააღმდეგობას, მადლობა უთხარი ყველა განსაცდელს, მადლობა უთხარი ყველა ფათერაკის მომცველ მომენტს, რადგან შენ იქ მოგეცა შესაძლებლობა იმისა, რომ გააცოცხლო შენი აზროვნება, გააცოცხლო შენი ცნობიერება და დაბალი დონიდან უმაღლესში ისე ახვიდე, რომ განკაცდე და ისევ მამარდაშვილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ, აი განსაცდელი რომ იძლევა მეორედ დაბადებას. გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად.
დიდი ქვეყნების ფსიქოლოგიური მახასიათებელი
დიდი და პატარა ქვეყნების მოცულობით ანუ ტერიტორიით, მათი ხასიათი, ფსიქოლოგიური მახასიათებელი. რაცელი როგორც წერს, იმ ქვეყნის მახასიათებელი, რომელსაც დიდი ტერიტორია აქვს, მისი სივრცული გრძნობა არის, რომ ,რაც შეიძლება გააფართოვოს ტერიტორია. ეს არის მახასიათებელი.
მაგრამ პატარა ქვეყნის სივრცული გრძნობა არის, რომ შეინარჩუნოს რაც აქვს.
სამი დიდი აღმოჩენა
რა ხდებოდა ასეთი, ეს სამი დიდი აღმოჩენა რომეელია? ეს არი ერთი ის, რომ მცენარისა და ცხოველის უჯრედს ერთნაირი აგებულება აქვს: გარსი, ციტოპლაზმა და ბირთვი. ეს დიდი აღმოჩენა იყო, რომ მცენარისა და ცხოველს ერთი აგებულება აქვს უჯრედულ დონეზე. და განვითარების უზოგადეს კანონებს, რომ ჩაწვდე, ეს უნდა იცოდე, რომ რაღაცა აქ ერთიანია.
მეორე - ენერგიის მუდმივობის კანონი. ენერგია არც იკარგება და არც იქმნება, მხოლოდ ერთი სახიდან მეორე სახეში გადადის.
და მესამე - ევოლუციური თეორია, რომლის მექანიზმი არის მემკვიდრეობისა და ცვალებადობის უნარი.
"ყველამ თქვა" / ექსპერიმენტი
არის ასეთი ექსპერიმრნტი, ფსიქოლოგი აშის მიერ ჩატარებული, რომ სხვადასხვა სიგრძინს მონაკვეთებს აჩვენებენ ცდისპირებს და აქედან 5 ცდისპირი არის წინასწარ გაფრთხილებული. ნამდვილი ცდისპირი არის ერთი, მეექვსე ვთქვათ. ეს მონაკვეთი პირობითად, რომ ვთქვათ, არის 25 სანტიმეტრის სიგრძის, 8 სანტიმეტრის და 2 სანტიმეტრის, A, B და C და ცალკე აღებული აქვთ 8 სანტიმეტრიანი სიგრძის მონაკვეთი და ამ 5 ადამიანს, რომელიც წინასწარ არის გაფრთხილებული ეკითხებიან, რომ - აი ეს 8 სანტიმეტრიანი სიგრძის მონაკვეთი, A-ს ტოლია, (25სმ) B-ს (8სმ), თუ C-ს (2სმ)? წინასსწარ გაფრთხილებულები ამბობენ, რომ A-ს ტოლია, ანუ 25 სმ სიგრძის მონაკვეთის, მეექვსე ანუ ნამდვილ ცდისპირს, რომ ეკითხებიან: რომლის ტოლია? ისიც იგივეს ამბობს: 25 სმ. სიგრძის მონაკვეთისო.
აი ამის შემდეგაა საინტერესო ექსპერიმენტის მიმდინარეობა. ეკითხებიან: აი შენ ხომ ხედავ, რომ ეს მონაკვეთი, A მონაკვეთის სიგრძის ტოლი არ არის, რატომ ამბობ? -რა ვიცი, ყველამ თქვა. აი ეს "ყველამ თქვა" არის ავტომატური კომენტარი, ეს თავისუფლებიდან გაქცევაა, არ ვიღებ მე ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რომ ეს მონაკვეთები მაინც შევადარო. აი ხომ ელემენტარულია? ამ პასუხისმგებლობას გავურბივარ.
რაც უფრო მეტად ვმდიდრდებით... / სიღარიბის შიში
რაც უფრო მეტად ვმდიდრდებით, უფრო ვღარივდებით და მთელი კაცობრიობა დღეს, ეხლა არის შეპყრობილი შიშით. ყველაზე დიდი რამ, რაც არის ჩვენთვის დამახასიათებელი არის შიში და ამ შიშის სუბიექტები ვართ ჩვენ და ობიექტებიც ვართ ერთობლივად, უნდა ითქვას მომავლის, გაურკვეველი მომავლის. ეს სიღარიბის შიშია და ეს შიში უფრო მეტად აქვთ დაუფლებული მდიდრებს.
რაც უფრო ვმდიდრდებით, უფრო ვღარიბდებით. ერთის გამდიდრებას, ძალიან ბევრის გაღარიბება მოჰყვება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამ სიმდიდრის ზღვარი მაღლა და მაღლა მიიწევს. თუ დღეს მე შეიძლება ვიყო მილიონერი, მე უკვე ხვალ ღარიბი ვარ და განცდაში მეძლევა სიღარიბე, იმიტომ, რომ 2 მილიონი აქვს აგერ ამ ადამიანს, მილიარდი მაქვს, მაგრამ 3 მილიარდი აქვს სხვას და აი ასე მიექანება.
შიში ყველაზე უფრო აქვთ მდიდრებს, გაღარიბების შიში. 10 მილიარდი, რომ აქვს, 5 მილიარდზე არ ჩამოვიდეს ეს. შორს პერსპექტივაში, რომ გაიხედო, ერთადერთი ჩვენი არსებობის გამსაზღვრელი, სამწუხაროდ გადაიქცა ფული.