ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

არ ეღალატება ჭეშმარიტებას!

მიჰყევი გზას. გზის სიმბოლოდ მიიჩნიე ქრისტე, მისი ცხოვრების მაგალითები. ქრისტე ცხოვრების პრაქტიკაა. ჩვენი წილი ცხოვრებით რა უნდა გავაკეთოთ? საით უნდა წავიდეთ? - არ ეღალატება ჭეშმარიტებას!

ნანა ჩაჩუა
არ ეღალატება ჭეშმარიტებას!

არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის!

როდესაც არჩევანზეა საუბარი, არჩევანი ყოველთვის არის სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. სიკვდილი, როგორც ერთი მოცემულობა, ხოლო სიცოცხლე - ღირებულებათა სისტემა. აი ამ ღირებულებათა სისტემას თუ ვახორციელებ, რა ფიზიკური ტანჯვაც არ უნდა მივიღო, მასში მაინც ბედნიერებას ვპოვებ. ასეთი ცხოვრება ჰქონდათ მაგალითად ჟანა დარკს, ქეთევან დედოფალს, ასეთია ღვაწლი წმინდანებისა, საზოგადო მოღვაწეებისა. რა იყო ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის ფენომენი? - სიცოცხლის არჩევანი!

ნანა ჩაჩუა
არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის!

ასეთი ადამიანების სიმრავლეს ჰქვია მასა, ბრბო

თუ ადამიანს არ აქვს პასუხისმგებლობა, თუ პერსონად არ არის ჩამოყალიბებული, ასეთი ადამიანი არის ცხვარი, რომელსაც წინ ვიღაცამ თოკი უნდა ჩააბას და ატაროს. ასეთი ადამიანების სიმრავლეს ჰქვია მასა, ბრბო და სადაც გინდა იქ წაიყვანე.

ნანა ჩაჩუა
ასეთი ადამიანების სიმრავლეს ჰქვია მასა, ბრბო

ეს არის პერსონალური "მე"

ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური სიცოცხლის განმახორციელებელი (როდესაც სამივეზე იღებ პასუხისმგებლობას), ეს არის - პერსონალური "მე", ჩემი "მე". მას ავთენტურობა გააჩნია, ის მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, მხოლოდ მე ვწყვეტ ამას.

ნანა ჩაჩუა
ეს არის პერსონალური "მე"

როგორ ავარიდოთ თავი ფსიქოლოგიურ სიკვდილს?

ფსიქოლოგიურ სიკვდილში არშესვლა და ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ იცოცხლო ფსიქოლოგიურად, ეს არის - ღვაწლი საზოგადოებისთვის, სოციალური ღირებულებები და სოციუმისთვის შენი მხრიდან სიცოცხლის მინიჭება.

ნანა ჩაჩუა
როგორ ავარიდოთ თავი ფსიქოლოგიურ სიკვდილს?

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური სიკვდილი? - ფსიქოლოგიური სიკვდილია, როდესაც მე ჩემ თავს, ვითარცა ადამიანი, ვერ ვახორციელებ, ვერ გამოვხატავ. ასეთი მკვდარი არსებები სამყაროში, ადამიანთა სიმრავლეში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ეს არის სწორედ ის ფსიქოლოგიური თვითგანადგურება, რომელსაც მამარდაშვილმა ფეხზე დამდგარი გვამების ტყე უწოდა. ილია ჭავჭავაძე წერს - ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება... ანუ, როდესაც იმ ღირებულებების მიმართ თვალდახუჭული ხარ, შენ ბიოლოგიური არსებობა გაქვს, მაგრამ, ფსიქოლოგიურ სიკვდილში იმყოფები, ანუ - მარადიულ ძილში. ასიმილაცია, დისიმილაცია არის, სუნთქავ, ნივთიერებათა ცვლა გაქვს, სასახლეებსაც აგებ, რესტორნებშიც დადიხარ, მაგრამ, შენ თავს, ვითარცა ადამიანი, ფსიქოლოგიურად ვერ გამოხატავ.

ნანა ჩაჩუა
რას ნიშნავს ფსიქოლოგიური სიკვდილი?

რა არის ჩემი არჩევანი?

ადამიანი არის ბიო, ფსიქო, სოციო, პერსონალური არსება. "პერსონალური" არის ის მთლიანობა ადამიანში, რომელიც ამ ყველაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, და საერთოდ, ზოგადად - სიცოცხლეზე. რას ვირჩევ მე, რა არის ჩემი არჩევანი? - ჩემი არჩევანის საგანი არის - სიცოცხლე, თუ სიკვდილი.

ნანა ჩაჩუა
რა არის ჩემი არჩევანი?

რას ნიშნავს, ვიყო სოციალური არსება?

ადამიანი არის ბიო, ფსიქო და სოციალური არსება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოხატოს, როგორც სოციალურმა არსებამ. ეს "სოციალური" მავალდებულებს, რომ ვიყო ინდივიდი, პასუხისმგებელი ჩემ ქცევასა და სიტყვაზე და რომ ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოდიოდეს სოციალურთან, რაც თავის თავში ადამიანურ ღირებულებებს გულისხმობს.

ნანა ჩაჩუა
რას ნიშნავს, ვიყო სოციალური არსება?

რას ნიშნავს ჭეშმარიტება?

თავად პავლე მოციქული ამბობს - შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. რას ნიშნავს ჭეშმარიტება? როდესაც ჩემი აზრი და ქმედება ობიექტურ სინამდვილესთან შესატყვისია, ეს უკვე ჭეშმარიტებაა. სინამდვილე ხელშესახებია. იგი გონების მიერ შესაძლებელია დანახული, აღქმული და გაგებული იყოს.
ადამიანი ერთადერთი არსებაა ამ სამყაროში, რომელსაც ეკისრება ჭეშმარიტებაზე პასუხისმგებლობა. როგორც კი მოვძებნით რაიმე ისეთ მექანიზმს, რომ ამას თავი ავარიდოთ, გავექცევით თავისუფლებას, ანუ - ჩვენსავე საკუთარ თავს, რასაც შედეგად მოაქვს საკუთარი თავის დაკარგვა.

ნანა ჩაჩუა
რას ნიშნავს ჭეშმარიტება?

რა არის თავისუფლება?

თავისუფლებას ხშირად ასე განმარტავენ - ეს არის ის, რაც მინდა, რომ მე გავაკეთო, - მაგრამ, შემდეგ დგება საკითხი, თუ რამდენად ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ანუ, შენი სიტყვის და ქცევის მიმართ რამდენად ხარ პასუხისმგებელი და რამდენად არის შენი სიტყვა და ქცევა ავთენტური - რამდენად ხარ შენ თავადვე შენი ქმედების ავტორი. შენივე ნებით გადაწყვეტილია, თუ გარკვეული თვალსაზრისებიდან გამომდინარეობს, რომელიც ღმერთმა იცის, ჭეშმარიტია, თუ მცდარია. ამიტომ, რასაც მე ვამბობ, რასაც ვმოქმედებ, იმის მიმართ ჩემივე პირადი, პერსონალური პასუხისმგებლობა არის უკვე თავისუფლება. ჟან პოლ სარტრი ამბობდა - "მე ვარ ჩემი არჩევანი". მერე დგება საკითხი იმაზე, რაც ავირჩიე, მის მიმართ მაქვს პასუხისმგებლობა, თუ არა.

ნანა ჩაჩუა
რა არის თავისუფლება?

ნარცისია და თხზავს!

თუ ნარცისია ადამიანი, თხზავს ისეთ ისტორიებს, სადაც ან გმირი უნდა იყოს, ან მსხვერპლი, რაც ბიპოლარული აშლილობის დროს არის ხოლმე დამახასიათებელი.

ნანა ჩაჩუა
ნარცისია და თხზავს!

ადამიანებამდე სიყვარულით უნდა მივიტანოთ სიმართლე!

ნანა ჩაჩუა
ადამიანებამდე სიყვარულით უნდა მივიტანოთ

დედებო, სიცრუეში ნუ აცხოვრებთ შვილებს!

განსაკუთრებით მინდა ეს დედებს ვუთხრა, რომლებიც ტყუილებში ხშირად აცხოვრებენ საკუთარ შვილებს - სიძულვილში ნუ აცხოვრებთ საკუთარ შვილებს. ტყუილებში ნუ აცხოვრებთ. ტყუილი სიძულვილია რეალობისა, სიმართლისა, ჭეშმარიტებისა. რელიგიურად, ტყუილი სიძულვილია ღმერთისა. ფსიქოლოგიურად - საკუთარი თავის.

ნანა ჩაჩუა
დედებო, სიცრუეში ნუ აცხოვრებთ შვილებს!

დედებს მინდა ვუთხრა ეს!

დედები ხშირად ტყუილებში აცხოვრებენ საკუთარ შვილებს ასოციალური ქცევით, იმისათვის, რომ თავიდან მოიშორონ პრობლემები. პრობლემებს ვერავინ ვერ მოიშორებს. ვერსად ვერ გავეცქევით პრობლემებს. ასეთ დროს ბავშვებში ხშირად ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს. ამიტომ, მივმართავ განსაკუთრებით დედებს - სიძულვილში ნუ აცხოვრებთ საკუთარ შვილებს. ტყუილი სიძულვილია რეალობისა, სიმართლისა, ჭეშმარიტებისა. რელიგიურად, ტყუილი სიძულვილია ღმერთისა. ფსიქოლოგიურად - საკუთარი თავის.

ნანა ჩაჩუა
დედებს მინდა ვუთხრა ეს!

პათოლოგიური ტყუილი არის რეალობასთან დაშორება, ცდომილება. ცხოვრება და რეალობა ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარეს - შენ მიერ შექმნილი სუბიექტური "რეალობა". რაც უფრო დიდია ცდომილება, მით უფრო მეტად კარგავ შენს თავს, ცხოვრებას,.. ამ დროს კი არ ცხოვრობ, არამედ - ილუზიაში ხარ. პათოლოგიურობას შინაგანი ფაქტორები განსაზღვრავენ. საბოლოო შედეგად დგება რეალობიდან გაქცევა.

ნანა ჩაჩუა
პათოლოგიური ტყუილი

პათოლოგიურ ტყუილში, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით გავრცელებულია, ეს არის მითომანია და ფსევდოლოგია.

ნანა ჩაჩუა
პათოლოგიურ ტყუილში, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ

პროდუქტიული ცხოვრება - ესაა საკუთარ თავთან მისვლა და შენში არსებულ ღმერთთან დაახლოება.

ნანა ჩაჩუა
პროდუქტიული ცხოვრება - ესაა საკუთარ თავთან

პერსონალური მე

ერთადერთი გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს იმ საკუთარი თავისკენ, რომელსაც ჰქვია "პერსონალური მე" (რელიგიაში ამას ჰქვია "ღმერთი ჩემში"), ესაა - სიმართლე

ნანა ჩაჩუა
პერსონალური მე

ეს ღირებულება არის შენი სიმართლეში ცხოვრება

სიმართლე არ არის ფარდობითი, სიმართლე არის ერთადერთი - საითაა შენი ქმედება მიმართული. არის თუ არა შენი ვექტორი მიმართული ფუნდამენტური ღირებულებებისკენ, რომელიც არის უმაღლესი ღირებულება - სამართლიანობა. ეს ღირებულება და ფასეულობა არის შენი სიმართლეში ცხოვრება.

ნანა ჩაჩუა
ეს ღირებულება არის შენი სიმართლეში ცხოვრება

მარადიულად სწრაფვა სრულყოფილებისკენ

ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა - დავრჩეთ ადამიანად, რაც ნიშნავს იმას, რომ მარადიულად ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ - ანუ თვალი გავუსწოროთ რეალობას, მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა და ყოველთვის ვმოქმედებდეთ ადეკვატურად.

ნანა ჩაჩუა
მარადიულად სწრაფვა სრულყოფილებისკენ

ტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია

ტყუილი არის რეალობიდან გაქცევა, სინამდვილისთვის ზურგის შექცევა, რომელიც არასოდეს არ გამოდის, არც პრაქტიკულად, არც თეორიულად. ტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია, ამიტომაც ამბობენ - ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.

ნანა ჩაჩუა
ტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია

ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა გვჭირდება, სადაც ადამიანს ექნება შრომის უფლება და საშუალება, რომ საკუთარი თავი ამ პროცესში გამოხატოს.

ნანა ჩაჩუა
ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა გვჭირდება,

შრომა ითვლება სუბსტანციურ მოთხოვნილებად

ნანა ჩაჩუა
შრომა ითვლება სუბსტანციურ მოთხოვნილებად

ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც ეკონომიკური თვალსაზრისით ადამიანს თვითონვე ექნება საშუალება, მოიპოვოს სოციალური განსაზღვრულობა

ნანა ჩაჩუა
ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური სისტემა,