ციტატები

მოკლე
ციტატები

გამარჯვებულია ის, ვინც სხვასაც ეხმარება გამარჯვებაში

შალვა ამონაშვილი
გამარჯვებულია ის, ვინც სხვასაც ეხმარება

გამარჯვებული ის არის, ვინც თავის გამარჯვებას არ ეძებს სხვის დამარცხებაში

შალვა ამონაშვილი
გამარჯვებული ის არის, ვინც თავის გამარჯვებას

აღზრდის საუკეთესო მეთოდი

ყველაზე კარგი აღზრდა მაშინაა, როცა ბავშვი მაგალითს ხედავს

შალვა ამონაშვილი
აღზრდის საუკეთესო მეთოდი

გამარჯვებულია ის, ვინც თავის ნიჭს შრომის სახით სალესი მოუნახა, ვისაც უყვარს შემოქმედება

შალვა ამონაშვილი
გამარჯვებულია ის, ვინც თავის ნიჭს შრომის

კაცი, რომელსაც შრომა არ უყვარს, ნაკლები შეხვდება. არადა, მისი წილი ყველაფერი, სიმდიდრე, ქონება, წინსვლა, თანამდებობა,.. უკვე იყო მისთვის გამზადებული.

შალვა ამონაშვილი
კაცი, რომელსაც შრომა არ უყვარს, ნაკლები

ნიჭს სალესი უნდა. ეს არის - შრომა და შემოქმედება

შალვა ამონაშვილი
ნიჭს სალესი უნდა. ეს არის - შრომა და

93 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე

იმის აუცილებლობის წინაშე ვარ, რომ მცირედი ინგლისური ვიცოდე. სკოლამ არ მასწავლა. ავდექი და ამ ასაკში ჩემით დავიწყე სწავლა. აბა მე ვიყო 6 წლის, როგორ ბულბულივით დავეუფლებოდი ამ ენას. არაფერი გაჭირვება არ მექნებოდა. ამ ასაკში უკვე ძნელია.

შალვა ამონაშვილი
93 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე

ნიჭი თესლივით არის, თუ დროულად არ გააღვივე შრომით, ეს ნიჭი ჩახმება

შალვა ამონაშვილი
ნიჭი თესლივით არის, თუ დროულად არ გააღვივე

შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება

შალვა ამონაშვილი
შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი

აი ეს არის ნამდვილი მიზანი - საკუთარ ძალთა სრულყოფა

შალვა ამონაშვილი
აი ეს არის ნამდვილი მიზანი - საკუთარ ძალთა

როცა მიზნად ისახავ რაღაცას, თუ იმ მიზანს ათიანში ვერ მოარტყამ, ცხრიანში მაინც მიხვალ, რვიანში მიხვალ და ესეც გამარჯვება იქნება

შალვა ამონაშვილი
როცა მიზნად ისახავ რაღაცას, თუ იმ მიზანს

მიზნის მიღწევაა გამარჯვება, თუ მიზანი არაა, გამარჯვებაც რა თქმა უნდა, არ იქნება

შალვა ამონაშვილი
მიზნის მიღწევაა გამარჯვება, თუ მიზანი არაა,

მარტონი მიზნებს ძნელად ვაღწევთ ან ვერც კი ვაღწევთ

შალვა ამონაშვილი
მარტონი მიზნებს ძნელად ვაღწევთ ან ვერც კი

მიზნისკენ სვლის პროცესი უკვე არის გამარჯვებისკენ სვლა

შალვა ამონაშვილი
მიზნისკენ სვლის პროცესი უკვე არის

მიზნის მიღწევა, დროის, ფიზიკური და სულიერი ძალების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს

შალვა ამონაშვილი
მიზნის მიღწევა, დროის, ფიზიკური და სულიერი

რომ მიიღო, უნდა გასცე ჯერ!
სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება, ქონება,.. გაეცით და მიიღებთ

შალვა ამონაშვილი
რომ მიიღო, უნდა გასცე ჯერ!
სიყვარული,

ჯერ გაეცი!

საერთოდ ასეა ნათქვამი, რომ მიიღო უნდა გასცე ჯერ. რამე გინდათ თქვენ: დაგრჩეთ, მოგივიდეთ, შეგისრულდეთ? - ჯერ გაეცით, რომ მერე იმის საფასური, ან იმდენი რამდენიც გჭირდებათ, თქვენც დაგიბრუნდეთ, ეს იქნება სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება, ეს იქნება ქონება, თანამდებობა, კარიერა, ბიზნესი თუ სხვა ამგვარი, გაეცით და მიიღებთ.

აი ეს წესი, კი ვიცით, რომ ეს კარგია და ბრძნულია, მაგრამ მიყოლა უნდა ამას, ამას უნდა მართლაც ქმნა, რომ გავცე, გავცე, გავცე.... რა უნდა გავცე ბოლოს და ბოლოს, აი ღიმილი უნდა გავცე, კეთილი გულის ღიმილი, ადამიანს სიყვარულით უნდა შევხვდე, ხელი ჩამოვართვა, მოვიკითხო, რაღაცით გავამხნევო, რაღაცით ხელი შევუწყო მის საქმიანობას, საერთოდ ჩემმა არსებობამ მის გვერდით, მას წარმატება უნდა მოუტანოს, არ უნდა შეუშალოს ყოველ შემთხვევაში ხელი. მარა თუ წარმატებას მოუტანს კარგია.

შალვა ამონაშვილი
ჯერ გაეცი!

როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ გაქრება.
იყო ჩიტი მგალობელიო, იჭიკჭიკა, იჭიკჭიკა, წავიდა და არაფერი არ დაგვრჩა მისგან. უკვალოდ გაქრა.
კვალი!
კვალის დატოვებას კი მიზანი უნდა - კეთილშობილობით სავსე მიზანი.
მარტო მე, მე, მე კი არა, ჩემმა მიზანმა რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოთ, თქვენ უნდა გარგოთ.
მეც იმდენი დამრჩება, რამდენსაც თქვენ კარგს გაგიკეთებთ

შალვა ამონაშვილი
როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ

მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდია გამარჯვება.
დიდ მიზნებს რომ ვეტანები, დიდი ძალები მჭირდება და უფრო ძლიერი ვხდები. პატარა მიზნებს რომ ვეტანები, იმ დონისა ვხდები, რა ძალებსაც ვხარჯავ.
აღმოსავლური ანდაზა - ჩვენ იმ ძალებს ვიძენთ, რასაც გადავახტებით

შალვა ამონაშვილი
მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო

ქართული ბალადისა არ იყოს - "იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისაო".

აი ასეთი დედობაა დედობა, და არა ის, რომ ჩემი შვილი შენ შვილსა სჯობდეს

შალვა ამონაშვილი
ქართული ბალადისა არ იყოს - "იქნება ვეფხის

თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის წავაქეზებთ და გამარჯვების ჟინს ჩავუნერგავთ, ამან შეიძლება გამარჯვება ასწავლოს, მაგრამ იქვე ასწავლოს ეგოიზმი, შური, სიძულვილიც კი და მტრობაც ჩაუსახოს ბავშვს.
აბა გადახედეთ სპორტსმენებს, უყვართ ერთმანეთი?

შალვა ამონაშვილი
თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში

აღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს შენვე დაუწყებ გამოჩორკნას. თუ ჩვენ საკუთარი თავის აღზრდით დავკავდებით, რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ანგელოზების დონემდეც კი ავმაღლდეთ. შეგვიძლია გავხდეთ კეთილი ბუნების ადამიანები, რომლებისგანაც სიკეთე და დადებითი ემანაცია მოდის

შალვა ამონაშვილი
აღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს

თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ ამას თვითაღზრდა.
მშობელს შეიძლება შეეშალა, ან არ იცოდა, ან დრო არ ჰქონდა, ან პურის ფული უნდა ეშოვა,... მაგრამ სიცოცხლე ხომ მოგცა.
გამოასწორე!

შალვა ამონაშვილი
თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში,

მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი გამარჯვების პირობა, და გამარჯვება, როგორც მომავალი დამარცხების პირობა. იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს

შალვა ამონაშვილი
მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი