ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
გელა ჩარკვიანი

უფრო ხშირად გაიღიმეთ 😁

უფრო ხშირად გაიღიმეთ. გაუღიმეთ ერთმანეთს, რადგანაც თბილისს ყოველი ჩვენგანის ღიმილი დღეს ძალიან ესაჭიროება

გელა ჩარკვიანი
უფრო ხშირად გაიღიმეთ 😁
გელა ჩარკვიანი

ყოველ ჩვენგანს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, საიდანაც ჩვენ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ვიყენებთ

გელა ჩარკვიანი
ყოველ ჩვენგანს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი,
გელა ჩარკვიანი

რა არის სიკეთე?

მთელი სამყარო, კაცობრიობა, პლანეტა, ეს არის ასპარეზი, სადაც იბრძვის ორი ძლიერი, სერიოზული ძალა - სიცოცხლე და სიკვდილი. ესენი შესაძლებელია ასევე წარმოვიდგინოთ, როგორც - სინათლე და სიბნელე.
სიკეთე არის ყველაფერი ის, რაც ემსახურება აი ამ პირველს - სიცოცხლის, ანუ სინათლის დამკვიდრებას. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო, სამკურნალო, ჰუმანიტარული დახმარება, განათლება... ყველაფერი ეს არის სიკეთე, იმიტომ, რომ ემსახურება სიცოცხლის დამკვიდრებას სიკვდილის წინააღმდეგ

გელა ჩარკვიანი
რა არის სიკეთე?
გელა ჩარკვიანი

გადაწყვეტილებებს სწრაფად ღებულობთ?

მორალურ გადაწყვეტილებებს სწრაფად ვღებულობთ ხოლმე, თითქოს მაქვს საკმარისი ინტუიცია იმისათვის, რომ სწრაფად განვსაზღვრო, ესა თუ ის გადაწყვეტილება მორალურად სწორია თუ არა. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, სადაც ნამდვილად გათვლაა საჭირო, იქ, რასაკვირველია, ძალიან დიდხანს ვფიქრობ

გელა ჩარკვიანი
გადაწყვეტილებებს სწრაფად ღებულობთ?
გელა ჩარკვიანი

საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. გინდაც იმიტომ, რომ მას ასეთად აღიარებს მსოფლიო თანამეგობრობა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი თავად ირჩევს თავის ხელმძღვანელობას დემოკრატიული არჩევნების გზით, და იმიტომ, რომ ეს არჩეული ხელმძღვანელობა საქართველოსი, თავად ღებულობს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
უნდა ითქვას, რომ ეს ხელმძღვანელობა ნაწილობრივ შეზღუდულია თავის გადაწყვეტილებებში გეოპოლიტიკური რეალიებით. მაგრამ თუ ამ კრიტერიუმებით მივუდგებით, მაშინ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო. სუპერ სახელმწიფოებსაც კი, უხდებათ, რომ შეზღუდონ თავიანთი არჩევანი გეოპოლიტიკური, ან სხვა რეალიების მხედველობაში მიღების გამო

გელა ჩარკვიანი
საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა.