მოდი იყავით ადამიანები
დღეს მომავლის უნარები რატომ არის ასეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი? სხვა ყველაფერს მანქანა აკეთებს, რობოტი აკეთებს ადამიანურ უნარებს ვერ ანაცვლებს ჯერ ვერაფერი, ამიტომ ეს კრეტიულობა, შემოქმედებითობა, ემოციური ინტელექტი, მოსმენა, ემპათია და ასე შემდეგ - არის ის რაც ჯერ ვერ ნაცვლდება.
21-ე საუკუნე გვეუბნება რომ მოდი იყავით ადამიანები.
როგორია კარგი დედა?
გვანცამ გამცა იდეალური პასუხი, იცი რა არის კარგი დედაო? - ბედნიერი დედა ყოფილა კარგი დედა, ანუ როცა შენ იქნები ბედნიერი... არ შეიძლება უბედურმა ადამიანმა ბედნიერი ბავშვები გაზარდოს.
როგორც დროის ფაქტორი, არა აქვს მნიშვნელობა რა დროს ატარებ შენს შვილებთან, მთავარია ხარისხი. 1 წუთი (პირობითად) შეიძლება გაატარო და უკიდურესად ხარისხიანად, ან ერთი დღე და სულ შენს საქმეებში იყო რუტინულად და დაკარგული იყოს ის დღე ფუჭად.
მოგზაური პეპელას "დაეხმარა" დაბადებაში
მოკლედ მოგზაური თავისთვის მისეირნობს და შეამჩნია ჭუპრი, საიდანაც პეპელა ცდილობს გამოჩეკვას. რა თქმა უნდა დააინტერესა, უყურებს რა მოხდება. გაჭრილი არის, ეს ნაპრალი გაკეთებული არის, მაგრამ ეს პეპელა არაფრით არ ამოვიდა იქიდან. გავიდა 1, 2 საათი და ეს დაკვირვების პროცესშია, იმიტომ, რომ ერთი სული აქვს ნახოს პეპლის დაბადების პროცესი და რომ გაიწელა დროში, ამოიღო დანა და გაჭრა, მიეხმარა.
გადმობობღდა იქიდან პეპელა, გამჭვირვალე ფრთები შეაფრთხიალა და ვერ გაფრინდა, და ნუ ის რამდენიმე დღე, რასაც ცოცხლობს პეპელა, ისე იცოცხლა რომ ფრენა ვერ შეძლო.
ამ მოგზაურს კი უნდოდა, რომ დახმარებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ პეპელა, ჭუპრი, იმ პროცესში, როცა წინააღმდეგობებს ლახავს, რა გამოცდილებასაც იღებს, ის ეხმარება, რომ გაძლიერდეს და მისმა ფრთებმა ფრენა შეძლოს, მოკლედ იყოს ის რაც არის. პეპელა რომ გახდეს.
ანუ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი დრო და პერიოდი, როცა მოვმწიფდებით ხოლმე ამ ცვლილებებისთვის, ამ გადაწყვეტილებებისთვის. ვიღაცა ამას ახერხებს უფრო ადრეულ ასაკში, ვიღაცა უფრო გვიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არის შიგნიდან მისაღები.
სხვადასხვა დროს აკეთებენ ამას ადამიანები. გარედან შეიძლება მოისმინონ, რაღაც საინტერესო სპიკერი, გადაცემა, შეიძლება რაღაცა შეფრთხიალდეს შიგნით, მაგრამ გადაწყვეტილება, გასაღები, მაინც შიგნიდან ტრიალდება.
და ეს თუ შიგნიდან არ მოხდა, გარე ძალებით თუ მოხდა ჩარევა, შეიძლება მერე ფრენა ვერ შევძლო უბრალოდ.
ის წინააღმდეგობები უნდა გადავლახოთ, ყველა თავისთვის უნდა დაიბადოს შიგნიდან. ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ამას ვერც ქოუჩი გააკეთებს, ვერც ფსიქოთერაპევტი, ვერც ტრენერი და ვერც დედა. მე თვითონ უნდა გადავწყვიტო.
მსხვერპლის და შემოქმედის როლები
მუდმივად ვიწუწუნებ, ათას მიზეზს გამოვძებნი, რაღაც თუ არ მომწონს, აი ჩემი ცხოვრება თუ არ მომწონს და იმ შედეგებს არ ვდებ, ამის ათას მიზეზს გეტყვი, რატო არ ხდება ესე, ეს არის მსხვერპლის როლი.
და ამისგან საპირისპირო შემოქმედის როლი არის რომ, ეხლა ამ სიტუაციაში რას ვაკეთებ? გავიგე რომ არ მომწონს ის რაც მაქვს, რა უნდა ვქნა, რომ მომეწონოს?
ამ კითხვას როცა ვსვამ, ეს ნიშნავს, რომ უნდა ავდგე სკამიდან და რაღაცეები გავაკეთო, უნდა ვიმოქმედო, ჩემი კომფორტის ზონა უნდა გამოვარღვიო და ეს იმდენად მტკივნეული პროცესია, რომ მირჩევნია, მოდი მსხვერპლის როლმში დავრჩები, არაფერს არ გავაკეთებ და წუწუნი არის უფრო ადვილი.
ჩვენ ვართ წარსული და მომავალი შესაძლებლობები ერთად
ჩვენ ვართ არა მხოლოდ წარსული, რაც გამოგვივლია, არამედ მომავალი შესაძლებლობებიც
გვანცა ბარაბაძედატკბი გამოფენით!
მუზეუმში რომ შედიხარ, ხომ სავსეა ხელოვნების ნიმუშებით და უცებ ჩხუბს იწყებ, რომ მე დამნაშავე არა ვარ, არ დამიჭიროთ, არც არავინ არ გიყურებს იქ. შენი ამოცანაა, რომ დატკბე და უცებ დაცვა იწყებს შენთვის ყურადღების მოქცევას, იმიტომ რომ საეჭვოდ აღიქმევი და გაყავხარ იქიდან.
სინამდვილეში ბრძოლა რომ არ დაგეწყო, ჩვეულებრივად შეგეძლო დამტკბარიყავი გამოფენით. ანუ გადარჩენის მექანიზმი აკეთებს ამას, რომ რაღაცა საფრთხეებს ხედავს, რეალურს, გამოგონილს, მერე ამას წარმოსახვით კვებავს... ოპერირებს მოკლედ აქედან.
ყველაფერში დავინახოთ შესაძლებლობები
ფეხსაცმელების იტალიურმა ბრენდმა გააგზავნა თავისი წარმომადგენელი აფრიკაში, რომ წადი, მოიკვლიე ბაზარი, იმიტომ, რომ ჩვენი ქარხანა იქაც გვინდა, რომ გავხსნათო.
წავიდა ეს ადამიანი, ერთი კვირა მოიკვლია და მოიწერა ანგარიში, რომ რა დროს ქარხნის გახსნა არის, აქ ხალხი ფეხშიშველი დადისო.
გავიდა 5 წელი, გააგზავნეს მეორე წარმომადგენელი იგივე დავალებით, რომ მოიკვლიე ბაზარი, ვნახოთ რამდენად ღირს იქ ქარხნის გახსნა. და იმან მოიწერა, რომ სასწრაფოდ გავხსნათ ქარხანა, აქ ხალხი ჯერ კიდევ ფეხშიშველა დადისო.
ანუ ერთი და იგივე მოცემულობაში ერთმა დაინახა შესაძლებლობა, მეორემ დაინახა პრობლემა.
რომ მივიღო ის, რაც არასდროს მქონია, უნდა გავაკეთო ის, რაც არასდროს გამიკეთებია
ეს ნიშნავს, რომ რაღაც ახალი უნდა გავაკეთო, ახალი ნაბიჯები უნდა გადავდგა. სიახლე ყოველთვის ეწინააღმდეგება გადარჩენის მექანიზმს. რატომ ხო, გადარჩენის მექანიზმი არის მოდი გააკეთე ის რასაც აკეთებდი, იმიტომ, რომ ამან გადაგარჩინა, ამან მოგიყვანა დღევანდელობამდე, მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, ამიტომ მოდი აკეთე ის რასაც აკეთებდი.