გივი ბერიკაშვილის გამონათქვამები, ციტატები

მოკლე
გივი ბერიკაშვილის გამონათქვამები, ციტატები
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

ეს შემისრულე და მოვდივარ, სადაც გაგიხარდება!

სიწყნარეს და სამართლიანობის აღდგენას ვისურვებდი ამ ქვეყანაში. საოცრად დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ნანატრ საქართველოში იცხოვრონ. მამა ზეციერს სულ ვევედრები, - ასეთი საქართველო მაჩვენე და მერე სადაც გაგიხარდება მოვდივარ, არავითარი პრეტენზია არა მაქვს.

გივი ბერიკაშვილი
ეს შემისრულე და მოვდივარ, სადაც გაგიხარდება!
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს

მსახიობის ჯილდოა - ქუჩაში რომ მაყურებელი გხვდება და გიღიმის, დარბაზში რომ შეხვალ და უხარიათ შენი დანახვა და ტაშს გიკრავენ. ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.

გივი ბერიკაშვილი
ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიას სჯობია

ტაშით რომ მიგიღებენ სცენაზე და ტაშით გაგაცილებენ, ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიასა და ჯილდოს ჯობია. ხალხია, ვისთვისაც ვართ ჩვენ. რა ხარისხში აკეთებ შენს საქმეს, დარბაზი არის განმსაზღვრელი.

გივი ბერიკაშვილი
ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიას სჯობია
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

მომავალ შეხვედრამდე

მე ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს მაყურებელთან შეხვედრა, და ყოველთვის ვცდილობ, რომ არც ის დარჩეს უკმაყოფილო

გივი ბერიკაშვილი
მომავალ შეხვედრამდე
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

ცრუ პოეტებს ჩამოვიცილებო

შამილს გამოუცია ბრძანება, ჩემს სამფლობელოში ვინც ლექს დაწერს ენას ამოვაგლეჯო, მერე იკამათეს თურმე და ვიღაცამ გაუბედა და უთხრა: არ შეიძლება ასეთი ბრძანების დაწერა, არა ხართ მართალიო. გაეცინა თურმე და უთხრა: ამით მე ცრუ პოეტებს ჩამოვაცილებ პოეზიას, ნამდვილ პოეტებს ენის ამოგლეჯით კი არა თვალების დათხრით რომ დაემუქრო ლექსს მაინც დაწერსო.

რეჟისორი იქნება თუ მსახიობი, თუ იმას თავისი სათქმელი ჰქონდა და აქვს, ვერაფერი ვერ შეაშინებს, ის თავის სათქმელს იტყვის და ამბობდა კიდეც, ასე, რომ...

გივი ბერიკაშვილი
ცრუ პოეტებს ჩამოვიცილებო
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

ამას დიდი მონდომება სჭირდება

გლეხი რომელიც ყანას გათოხნის და გავა კვალს გაიტანს ბოლომდე, იმას, რომ უთხრა ეხლა მიბრუნდი და თავიდან დაიწყე ამის გათოხვნაო, ნამდვილად თოხს ჩაგარტყამს თავში.

ჩვენ ზოგჯერ ათჯერ, თხუთმეტჯერ და ოცჯერ გვიწევს ხოლმე ერთიდაიგივე საქმის გაკეთება და ამაას დიდი ნერვები, დიდი შრომა და დიდი ენერგია სჭირდება.

გივი ბერიკაშვილი
ამას დიდი მონდომება სჭირდება
გივი ბერიკაშვილის გამონათქვამები, ციტატები