არგუმენტირებული კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა
მასწავლებელი უნდა აფასებდეს არ შინაარს, არამედ არგუმენტაციას. თუ ბავშვი თვლის, რომ ეს ვიღაც ცუდია, მაშინ, როდესაც, ყველა თვლის, რომ კარგია, არგუმენტები უნდა იყოს შეფასებული. რატომ თვლის, რომ ცუდია. მაშინ როდესაც ჩვენ დაბალ ქულას დავუწერთ "ტიპს", რომელიც განსხვავებულ აზრს გვაწვდის, რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს ის, ის ბავშვი აღარ იფიქრებს არგუმენტაციის და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე, ის ბავშვი იფიქრებს, რომ როგორმე არ გადაუხვიოს, იმას, რასაც მასწავლებელი ეუბნება. ზოგადად აი ეს ავტორიტეტისადმი მორჩილება, მე მგონია, რომ ძალიან ცუდია. პირიქით, სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ არასდროს არ მენდოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს დღეს გადამოწმების ვეებერთელა შესაძლებლობები.
გიორგი ბაქრაძესულელური კითხვები არ არსებობს
კამერების და ხალხის წინ, ადამიანს გეშინია იმის, რომ ვაიდა რამე სისულელე არ თქვა, რომ ვიღაც, ვინც ზის სახლში ტელევიზორთან მოკალათებული, არ თქვას რომ ეს მე მეგონა ვიღაც მოაზროვნე და რა სისულელეს ამბობს, ერთი საუკუნით აცდა, და ასე შემდეგ. რა არის ის ზღვარი, რაც შენ გაკონტროლებს რომ სისულელე არ თქვა ან თუ გაქვს ეგ კონტროლი საერთოდ?
- “ რა, სად, როდის? - ში მეორე დაუწერელი კანონი არის რომ ყველაფერი უნდა თქვა, არ უნდა შეიკავო თავი, არ უნდა დამალო ვერსიები. რაც მოგდის თავში, შეიძლება რაღაც სისულელე იყოს, მაგრამ სხვას მიახვედროს ან სწორი მიმართულებით გაუშვას, ამიტომ, მე ვცდილობ რომ არ გავაკონტროლო თავი, თუნდაც ვთქვა სისულელე. ჩემს სტუდენტებს, ვეუბნები ხოლმე რომ, არასოდეს არ მოგერიდოთ კითხვის დასმა, სულელური კითხვები არ არსებობს. აქაც იგივე არის საბოლოო ჯამში, კი შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ, აუ ეგ რა სისულელე თქვა, თქვას, it’s okay, რა მოხდა.
ნაკითხს და განათლებულს შორის განსხვავება
წეღან ვახსენეთ განათლებული ადამიანი და ნაკითხი ადამიანი. მემგონი მათ შორის არის დიდი განსხვავება, ერთი არის, როდესაც ბევრი აქვს ნაკითხი, დიდი “ბაგაჟი” აქვს და მეორე არის, როდესაც ადამიანი არის განათლებული. სად არის ზღვარი ამათ შორის?
- ჯერ ერთი, მარტო ფაქტების ცოდნა არაფერი არ არის, ადამიანი რომელიც განათლებულია, შეიძლება ცოტა უფრო ღრმად ჩადიოდეს რაღაცა ასპექტებში და რაც მთავარია, უნარი შესწევს გამოიყენოს ეს ყველაფერი.
ადამიანი შეიძლება რაღაცა სპეციალობაში მუშაობდეს აქტიურად, მაგრამ იყენებდეს ონფორმაციას და ცოდნას სხვა სფეროებიდანაც. მას ეხმარება იყოს უფრო კარგი სპეციალისტი თავის საქმეში.