პირჯვრის წერის საინტერესო ისტორია
ვიწერ პირჯვარს როცა, მაგალითისთვის მნიშვნელოვანი სათხოვარი მაქვს. სამაგიეროდ იქ არის რიტუალი ესეთი, რომ ყველა თამაშიც წინ ისლამური ლოცვა უნდა აღევლინოს და ყველანი მხარდამხარ ვდგავართ და ერთი კითხულობს ლოცვას, მე ჩემსას ვლოცულობ, ისინი თავისას.
გადახვეული ხომ გვაქვს ხელი, და ნუ ეხლა შემხედა გუნდის ექიმიმმა, თან მე პატივს მცემს, ჩემს აზრებს პატივს სცემს და შეხედა რომ გადავიწერე პირჯვარი, იქით შეხედა, მწვრთნელი კათოლიკეა და იმანაც გადაიწერა პირჯვარი, მერე რაღაც კითხვები დამისვა და მერე აღმოაჩინა, რომ მოვიგეთ ის თამაში, მერე კიდე ერთი თამაში მოვიგეთ. მერე ტრამვირებული ვიყავი, არ ვთამაშობდი და იქ უკვე ვეღარ მოვიგეთ, ხოდა დააკავშირა ამან პირჯვრის გადაწერასთან ჩვენი მოგება. მერე მხარი მომარტყა და მითხრა, მეც ვიწერო, რამდენიც შენ გადაიწერე, იმდენი მოვიგეთო.
მხატვრული ლიტერატურის კითხვა
ერთი სიამოვნება იყო იმ ფრაგმენტების კითხვა და იქიდან ისე შემიყვარდა მხატვრული ლიტერატურა. ჯერ ქართულით ვიწყებ, კლასიკა რაცაა ყველაფერს ვეცნობი, ვკითხულობ. მერე გადავდივარ... მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ვოლტერი გადაბულბულებული მაქვს, მაგრამ შეძლებისდაგვარად თუ დრო მაქვს ვკითხულობ.
ბოლოს მაგალითად ჯორდან პიტერსონს ვკითხულობდი, უფრო ფსიქოლოგიური წიგნია, ცოტა სტილი შევიცვალე, მხატვრული ლიტერატურიდან ახლა ფსიქოლოგიურ რაღაცეებს ვკითხულობ, მაგრამ თვითონ უშუალოდ ბიბლიასთან ურთიერთობა, ძალიან მიყვარს კი.
ქართველი ჩემთვის...
ქართველი ჩემთვის ბრჭყალებში - კარგი ტიპია. ყველანაირად, თავისი გემოვნებით, თავისი დახვეწილობით, სიმღერით, ფოლკლორით, ცეკვით. ყველანაირად. რომც არ ვიყო ქართველი, მაინც მომეწონებოდა.
არა მხოლოდ მე მომეწონებოდა, ჩემი მეგობრები მოროკოდან მაგალითად, აფრიკის ქვეყნებიდან, მალიდან .... რომ ნახავენ მერე მირეკავენ და მეუბნებიან: იცი ქართველებთან და ჩვენთან ძალიან ბევრ იდენტურ რაღაცეებს ვპოულობთ და კარგი ტიპები ხართ ხო იცი.
ასეა, მართლა გამორჩეული ხალხი ვართ, ობიექტურად ვამბობ ამას.
წარმატების წინაპირობა
შრომა და მიზნისთვის თავგანწირვა არის არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ნებისმიერ სპორტში წარმატების წინაპირობა.
მაგალითისთვის, თქვენ მსახიონი ბრძანდებით და სადღაც თუ წაიბორძიკებთ და იფიქრებ რომ ჩემგან არ გამოვა მსახიობი, შესაძლოა არ გქონდეს ნიჭი და მართლა არ გამოვიდეს, იმას კი არ ნიშნავს რომ თუ არ გამოდის აუცილებლად უნდა გამოიყვანო, მაგრამ ხომ არის რაღაც ადეკვატური შეფასება.
ბავშვებს მოვუწოდებდი ერთ რამეს, რომ ოცნებებისთვის ბოლომდე იბრძოლონ, თუ მიაჩნიათ რომ ეს მათ შეუძლიათ, არასდროს დაყარონ ფარხმალი, არასდროს არ არის გვიან.
ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღება, თუ ამას გულით და რაც მთავარია, რწმენით მოინდომებ.
თავში არ აგივარდეს
ხანდახან არის... ყველა ადამიანს აქვს... ყველა ცოდვა დაცემულები ვართ და ყველას გვაქვს მიდრეკილება, რომ: აი ჩვენი დამსახურებით, ეს მე შევძელი... და როგორც კი ცოტა გავყეყეჩდებოდი ხოლმე, მთელიო ცხოვრების განმავლობაში ესე იყო, როგორც კი ცოტა შემოაბიჯებდა ჩემში ეს ფარული ამპარტავნება, რაღაცა ზღვარს, რომ გადავცდებოდი, მაშინვე მოდიოდა მარცხი, მაშინვე დანარცხება.
ამიტომ ვცდილობ გავუფრთხილდე, იცით ცოტა მეშინია კიდეც, აი ამ ზედმეტი სიყვარულის. ზედმეტი არასდროს არ არის სიყვარული მაგრამ თავის გამოცდას გავს.
რომ ჩავედი თბილისში დღეს და ყველას, რომ ვუყვარვარ, მერე ჩემ თავს ვაკვირდები, ჩემს თავს ველაპარაკები, რომ აი აბა გიორგი შენ თუ მოგეწონა და რა დონეზე მოგეწონა და აბა ცოტა ეშხში ხომ არ შეხვედი.
ძალით ვერ გავაკონტროლებ მაგრამ მუდამ ვცდილობ და მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ვუმკლავდები. ჩვენი ნაკრების წევრების საქებრად უნდა ვთქვა, ძალიან ძნელია იცით თავში არ აგივარდეს.
სარწმუნოებისადმი დამოკიდებულება
მე ქრისტიანი ვარ, ბიბლია ჩემთვის სამაგიდო წიგნია, ვიცავ ღმერთის მცნებებს და ვიზიარებ ქრისტეს ცხოვრებას აბსოლიტურად. მიყვარს ამაზე მუშაობა, როგორც ახალ, ისე ძველ აღქმაზე, თუ დრო მაქვს ამის.
ჩემ გულში არის მუდამ ღმერთის ადგილი და ჩემი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან. ვფიქრობ რომ, რომ არა ღმერთის სახმარება... პირადად ვგრძნობ ამ ყველაფერს, როცა, მე ჩემსას გავცემ, თითქოს რაღაცაა... მე ამას სული წმინდის მადლს ვეძახი, ვიღაცა შესაძლოა კარმას ეძახოდეს. ჩემს რწმენაში ეს სული წმინდის მადლია და არ შემიძლია, რომ ამაზე ხაზგასმით ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო, იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც მე მომეცა, ჩემი ოჯახისაც, იმიტომ, რომ ოჯახი არაჩვეულებრივი მყავს, ჩემი ულამაზესი შვილები და არ ვიცი რითი დავიმსახურე, მაგრამ მადლობა ღმერთს.
წარმატებას დავიწყება სჭირდება
მთავარი რა არის იცით, რომ ამ გამარჯვებით არ ვიცხოვროთ მუდამ და მალე დავივიწყოთ. გამარჯვებასაც დავიწყება სჭირდება. მარცხსაც ხომ სჭირდება დაივიწყო, რომ წარმატებას მიაღწიო, ზუსტად ისევეა, წარმატებასაც დავიწყება სჭირდება, რომ შემდეგ ახალი წარმატებებისკენ გადადგა ნაბიჯი.
გიორგი გველესიანი