გიორგი ჭანტურია - ციტატები
რა არის დემოკრატია?
დემოკრატია - ეს არის სახალხო მმართველობა.
დემოკრატიაა, როცა საზოგადოების ყველა წევრმა იცის, თუ რა უნდა მისცეს სახელმწიფოს და რა უნდა აიღოს სახელმწიფოსგან; როცა ყველა თავის ადგილზეა; როცა არის ქვეყნად წესრიგი, სიმშვიდე და როცა დაცულია ადამიანის უფლებები
გიორგი ჭანტურია - ციტატები
აუცილებელია, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს იუმორი. პოლიტიკოსის სამუშაო იმდენად პროზაულია, რომ, თუკი იუმორი ერთგვარი მარილის როლს არ შეასრულებს, მაშინ ის პოლიტიკოსი ძალიან დაშტამპული იქნება
გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია - ციტატები
შიშის გრძნობა ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს, მაგრამ შემდგომ მამაცი ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ამ შიშის გრძნობას გადალახავს, ჩაკლავს და უბრალოდ არ იფიქრებს შიშზე
გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია - ციტატები
ძალაუფლება ძალიან ცუდია, როცა სუსტ ადამიანს უვარდება ხელში, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ძირითადად თავისი კომპლექსების დაკმაყოფილებითაა გართული. ხოლო ძლიერი ადამიანისთვის ძალაუფლება საშიში არ არის
გიორგი ჭანტურია