ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოა ენა!

საზოგადო საკუთრების მოფრთხილება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მათ შორის - ენა - საზოგადო საკუთრებაა, ეს ხომ ჩვენი სახელმწიფო ენაა, რომელ ენაზეც ვსაუბრობთ. ამიტომ მისი მოფრთხილება ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ენა ქონება არ არის, მაგრამ, სინამდვილეში დიდი ქონებაა, - სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოა ენა.

გოგა ჩანადირი
სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოა ენა!

არ ვიყოთ ზედაპირულები. მთავარი ოქრო არის იმ ზედაპირის მიღმა. ფსკერზე ყოველთვის უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე ზღვის ზედაპირზე. ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ ზედაპირზე არსებულ საგანძურს.

გოგა ჩანადირი
არ ვიყოთ ზედაპირულები

თანამდებობაზე მყოფი პირები წესით უნდა ასოცირდებოდნენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან. ნაცვლად ამისა, ჩვენთან, პრივილეგიებთან და კეთილდღეობასთან ასოცირდებიან.
მე ვერ წარმომიდგენია, რომ თანამდებობაზე მივიდე პრივილეგიების მოპოვების მიზნით.
მიხუმრია კიდეც, ალბათ მე ვიქნები პირველი, ვინც ველოსიპედით, მეტროთი, გორიალათი ივლის. არ გამოვიყენებ ბიუჯეტის ფულს, თუნდაც ტელეფონში ჩასარიცხად. ბევრ საჯარო მოხელეს იმხელა ხელფასები აქვთ, უხერხულია, ამის შემდგომ კიდევ 30 ლარი სახელმწიფოს მოსთხოვო ტელეფონისთვის.

გოგა ჩანადირი
თანამდებობაზე მყოფი პირები

გავაუქმებდი პარლამენტარების პრივილეგიებს. პარლამენტში იმიტომ არ უნდა გინდოდეს შესვლა, რომ მერე უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდეს. დაცვა და ა.შ. თუნდაც იარაღი.
როდესაც შენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იგდებ საკუთარ თავს, მერე ასევე ცდილობ, შენი ნათესავებიც მოაქციო პრივილეგიის გავლენის ქვეშ, ნაცვლად პროფესიონალიზმიდან გამომდინარე კადრების შერჩევისა.
შედეგად, ასეთი დაჩაგრული პროფესიონალების დიდი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან. დიდი ცოდნა გავიდა საქართველოდან, რამაც კიდევ დამატებით დააზიანა ჩვენი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის იდეა.

გოგა ჩანადირი
გავაუქმებდი პარლამენტარების პრივილეგიებს

თუ ასწლიანი გეგმა გაქვს

კონფუცი ამბობდა - თუ ერთწლიანი გეგმა გაქვს, ბრინჯი უნდა დათესო; თუ ათწლიანი გეგმა გაქვს, ხეები დარგე და თუ ასწლიანი გეგმა გაქვს, შვილებს განათლება მიეციო.

გოგა ჩანადირი
თუ ასწლიანი გეგმა გაქვს

ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო, სადაც ქალები აირჩიეს პარლამენტში

1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ისეთი ძლიერი იყო ჩვენი ცნობიერება დემოკრატიის მიმართ, რომ ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო, სადაც ქალები აირჩიეს პარლამენტში და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებაც და ხმის მიცემის უფლებაც. წარმოიდგინეთ, როგორ წინ ვუსწრებდით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა არ გვქონდა მთელი 117 წლის მანძილზე (1801-დან 1918-მდე).

გოგა ჩანადირი
ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო, სადაც ქალები

თუ უფრო სამართლიან გარემოში გვინდა ცხოვრება, როცა რამეს დავაშავებთ, პასუხიც უნდა ვაგოთ. თუ ჩვენ სათანადოდ ვერ შევძელით, რომ დაგვეცვა ბავშვის უსაფრთხოება შადრევანთან დაკავშირებით, უნდა ვაგოთ პასუხი.

გოგა ჩანადირი
თუ უფრო სამართლიან გარემოში გვინდა ცხოვრება,

მიმართვა საჯარო მოხელეებს

ვინც ხალხისგან ფინანსდება, აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ ხალხის სამსახურში იყოს. თუ შენ მზად არ ხარ, რომ საზოგადოების ინტერესი დაიცვა, თუნდაც უსაფრთხო გარემო შექმნა, რა გინდა მაშინ საჯარო სამსახურში. მით უფრო იმ თანამდებობებზე, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების წინაშე.

გოგა ჩანადირი
მიმართვა საჯარო მოხელეებს

დღეს ძალიან სოციალურია ჩვენი ბიუჯეტი

მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს განათლების სისტემამ. მე ვფიქრობ, რომ არაფერი გვეშველება, ვიდრე განათლების მიმართულებით ბიუჯეტი არ იქნება ნომერი პირველი.
დღეს ძალიან სოციალურია ჩვენი ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ვცდილობთ დავაფინანსოთ თევზი და არა ანკესი, რომელმაც ეს თევზი უნდა დაიჭიროს.

გოგა ჩანადირი
დღეს ძალიან სოციალურია ჩვენი ბიუჯეტი

როდესაც გაუმართავი ავტომობილით მოძრაობ

როდესაც შენ გაუმართავი ავტომობილით მოძრაობ და გარემოს აბინძურებ, ეს ხომ უპასუხისმგებლობის ნიშანია. ვიღაც იტყვის - მიჭირს და რა ვქნაო, - რას ნიშნავს გიჭირს, სხვები დავაზიანოთ ამის გამო? სხვას მოვპაროთ? არა, ასე არ ხდება!

გოგა ჩანადირი
როდესაც გაუმართავი ავტომობილით მოძრაობ

ჩემთვის ეს არის პატრიოტიზმი

დღემდე ვცდილობ, რომ ჩემთვის პატრიოტიზმი იყოს კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ამა თუ იმ საქმის მიმართ. შეიძლება სიცოცხლეს არ ეხებოდეს, მაგრამ, საერთო, საზოგადო საკუთრება ზიანდებოდეს.

გოგა ჩანადირი
ჩემთვის ეს არის პატრიოტიზმი

სადღეგრძელოების თქმა ყველას გვიყვარს ხმამაღლა

პატრიოტიზმზე საუბარი და სადღეგრძელოების თქმა ყველას გვიყვარს ხმამაღლა, თუმცა, სინამდვილეში გვიჭირს, გავიაზროთ, თუ რა არის სამშობლოს სიყვარული და ქმედებაში მოვიყვანოთ.

გოგა ჩანადირი
სადღეგრძელოების თქმა ყველას გვიყვარს ხმამაღლა

ან კვალიფიციურად, პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით შევხედოთ საქმეს, ან სულ მცირე, ზედამხედველობა განვახორციელოთ პასუხისმგებლობით.

გოგა ჩანადირი
ან კვალიფიციურად, პროფესიონალურად და

სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოება

ბევრ სასტუმროს არ აქვს დამაკმაყოფილებელი სახანძრო უსაფრთხოება. შეიძლება ჩაბარების დროს გაკეთდა, მაგრამ დღეს აღარ არის ისეთ დონეზე, რომ დაიცვას სახანძრო უსაფრთხოება.

გოგა ჩანადირი
სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოება

რომელ ასაკოვან ადამიანს ვუსმენთ

მოვუსმინოთ!
აბა მოდით ვნახოთ, რომელ ასაკოვან ადამიანს ვუსმენთ,.. აღარ ვუსმენთ. თავი ყველაზე ჭკვიანი და განათლებული გვგონია

გოგა ჩანადირი
რომელ ასაკოვან ადამიანს ვუსმენთ

ცოდნა მუდამ შენი თანმდევია, რომელსაც ვერავინ წაგართმევს.

გოგა ჩანადირი
ცოდნა მუდამ შენი თანმდევია, რომელსაც ვერავინ

პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ვალდებულება, კვალიფიკაცია,.. ყოველივე ეს მოდის განათლებიდან

გოგა ჩანადირი
პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი,

პური მეპურემ გამოაცხოს

გოგა ჩანადირი
პური მეპურემ გამოაცხოს

პროფესიონალიზმი არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი

გოგა ჩანადირი
პროფესიონალიზმი არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი

იყავით რომანტიკოსები საქმეში, რომანტიზმის გარეშე არაფერი არ გამოვა.

გოგა ჩანადირი
იყავით რომანტიკოსები საქმეში, რომანტიზმის

არ გალანძღო, რატომ ლანძღავ?

რა ღირსებაც გაგაჩნია, იმ ღირსებით ეპყრობი სხვასაც. მთავარია, რომ ჩვენ გვახსოვდეს - ყველა არის ადამიანი, ამ ადამიანების უკან არის ღირსება, ოჯახები, შვილები... რატომ ლანძღავ? არ გალანძღო!

გოგა ჩანადირი
არ გალანძღო, რატომ ლანძღავ?

რა ღირსებაც გაგაჩნია, იმ ღირსებით ეპყრობი სხვასაც

გოგა ჩანადირი
რა ღირსებაც გაგაჩნია, იმ ღირსებით ეპყრობი

პატივი ეცი სხვის ღირსებას

გოგა ჩანადირი
პატივი ეცი სხვის ღირსებას

მესამე მშობელმა რა დააშავა?

სამშობლო რას ნიშნავს? დედა, მამა და ქვეყანა. დედას და მამას თუ ემსახურები, მესამე მშობელმა რა დააშავა?
მოდით, გავიაზროთ, რომ ამ სამივე მშობელს ვემსახუროთ!

გოგა ჩანადირი
მესამე მშობელმა რა დააშავა?