დავით მაღრაძის გამონათქვამები, ციტატები

მოკლე
დავით მაღრაძის გამონათქვამები, ციტატები
დავით მაღრაძე - ციტატები

რა გვაკავშირებს ევროპასთან?

რომ ეცნობი ქართული კულტურის ისტორიას, ქრისტიანული კულტურაა ეს. ვისაც არ მოსწონს გაუმარჯოს თავის გზაზე, მაგრამ ქართული კულტურა არის, ქრისტიანული კულტურა. ხასიათი ამან განაპირობა.

ამით გავს სხვათაშორის ევროპას. დღეს რომ ვამბობთ, ევროპა ჩვენი სახლია და რომ ვბრუნდებით სულ, ოდისევსივით რომ ვბრუნდებით.

თვითონ ევროპასთან თუ რამე გაკავშირებს, ეს არის. ქრისტიანულ ღირებულებაზე დაფუძნებული და აღმოცენებული კულტურა, რამაც შვა ევროპის რენესანსი სხვათაშორის, ათენისა და იერუსალიმის ჰარმონია, ათენის რაციო და ქრისტიანული ზნეობის საფუძვლების ჰარმონიამ შვა ევროპის რენესანსი.

ზუსტად იგივე ფორმულა დევს გელათის იდეაშიც, როცა აღმაშენებლის მემატიანე ამბობს: სხვა ათინად და მეორე იერუსალიმად იყო ჩაფიქრებული გელათი.

დავით მაღრაძე
რა გვაკავშირებს ევროპასთან?
დავით მაღრაძე - ციტატები

განსხვავება ათეიზმსა და რელიგიას შორის

ათეიზმი ჩემთვის არის სიკვდილი. რელიგია არის გზა, შეცნობა, უსასრულობა. ათეიზმი არის შედეგი და პროცესშია სიცოცხლე და შედეგში სიკვდილია.

მე სიცოცხლის მომხრე ვარ, მარადიულის, უსასრულოსი...

დავით მაღრაძე
განსხვავება ათეიზმსა და რელიგიას შორის
დავით მაღრაძე - ციტატები

როცა არ იცი ვინ ხარ

რაც სოკრატესთან თავმდაბლობად ჩანს და სიბრძნედ, რომ მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი, აქ ჩემი აზრით, ეს არის უბედურება ადამიანის, როცა არ იცის ვინ არის. არ იცის არც თავისი ასაკი, არც სქესი, არც თავისი ნაციონალობა, არც ის ცოცხალია თუ მკვდარია.

აი ამ უაზრობამდე, ამ შიზოფრენიამდე არის მისული ეს ტენდენცია.

დავით მაღრაძე
როცა არ იცი ვინ ხარ
დავით მაღრაძე - ციტატები

სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა

ადრე, როდესაც იყო ადამიანის დანიშნულება, სიცოცხლის აზრი და ადამიანის საზრისი ზოგადად, მისია, ფუნქცია, განზრახვა ადამიანის იყო, სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა.

სრულყოფილების ხატი შეიძლება სხვადასხვა რელიგიაში, სხვადასხვაგვარი ჩანდეს, მაგრამ სწრაფვა ერთიდაიგივე იყო, იმ ხატისკენ ისწრაფოდა ადამიანი.

ის ბარიერები, რომელიც ექმნებოდა ამ სრულყოფილებისკენ სწრაფვისას, ეს ბარიერები იყო ადამიანის სისუსტე, ესე იყო ყველა რელიგიაში. დღეს ლოგიკა შეატრიალეს და ნაკლს ადამიანში კი არ ეძებს ადამიანი, ნაკლს სრულყოფილების ხატში ეძებს.

დავით მაღრაძე
სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა
დავით მაღრაძე - ციტატები

შეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და...

არის ხოლმე ასეთი განწყობილებები, შეემართებიან ადამიანები, რომ მთელს სამყაროს გააგონონ თავის ქუხილი, მაგრამ ესეთ დროს შეიძლება კარის მეზობელს ვერ გააგონო. შეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და მთელი სამყაროსთვის გასაგები გახდეს...

დავით მაღრაძე
შეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და...
დავით მაღრაძე - ციტატები

როცა არ მოდის წვიმა...

როცა არ მოდის წვიმა, როგორც ვაჟა ამბობს, შენ თვითონ უნდა მოხვიდე წვიმად ან მოიყვანო წვიმა თუ შეგიძლია.

ნაბიჯი, ნაბიჯი... მე ესე აღვიქვი დღევანდელი ეპოქა, რომ ნაბიჯს ითხოვს პოეტისგან და თუ ნაბიჯია, კვალიც იქნება.

დავით მაღრაძე
როცა არ მოდის წვიმა...
დავით მაღრაძის გამონათქვამები, ციტატები