მინდა გამიხსენონ, როგორც
იმედია, რომ, როგორც ინსპირაცია და მოტივაცია გამოვადგები მომავალ თაობას. ჩემი მიზანი, მოგატყუებთ, რომ გითხრათ, არის, რომ მე დავრჩე, როგორც ლეგენდა. მთავარია, რომ როცა გამიხსენებენ და ჩემზე, როცა ილაპარაკებენ, ილაპარაკონ და მომიხსენიონ, როგორც: მომთმენი, მოსიყვარულე, მეოცნებე და მშრომელი ადამაიანი
ილია თოფურიადღის ბოლოს რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო ...
ჩემი მთავარი ოცნება და მიზანი არის, რომ ვიყო ბედნიერი ყოველდღე. ამისთვის ვშრომობ ყოველდღე, რომ ავდგე, ის გავაკეთო რაც გასაკეთებელი მაქვს, რომ დღის ბოლოს თავი ვიგრძნო ბედნიერად.
იმიტომ, რომ შეიძლება არაფერი გავაკეთო. სულაც, არ ვიყო დაღლილი, მაგრამ თავს კარგად არ ვრძნობ, იმიტომ, რომ ვგრძნობ ის არ გავაკეთე, რაც გასაკეთებელი მქონდა. და ის ვერსია რაც დღეს ვარ არ არის საკმარისი იმისთვის რაც ხვალ მინდა.
ჩემი მიზანი არის, ყოველდღე უფრო მეტი ვისწავლო, უფრო მეტი გავაკეთო, იმისთვის რომ ხვალ უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს.
მთავარია დარტყმას როგორ იღებ / მარცხთან გამკლავება
ცნობილი ფრაზაა: აზრი არა აქვს რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის ნიყენება, მთავარია დარტყმას როგორ იღებო. ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში, საერთოდ ყველანი, ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში. ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვეულებრივ ბუნებრივი მომენტია წაგება, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ჩემთვის ბევრად უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც ურცხვად მარცხდებიან.
ადამიანის რამეს შეეცადო და დამარცხდე ამაში ცუდი ჯარაფერი არ არის. ყველას ხომ გვაქვს ის, რომ შემეშალოს და რომ წავაგო... მაგაზე რატომ უნდა ვიფიქრო თუ ჯერ არ მომხდარა? მაგიტომ ვცდილობ ხოლმე ყოველთვის პოზიტიურად ვიფიქრე, თუ ცუდია არის მოსახდენი მოხდება ცუდი და მაგაშიც ვნახავ რაღაცა პოზიტიურს და დაბლა დავარდნილს ილია თოფურიას ვერავინ ნახავს, იმიტომ რომ ვშრომობ, ჩემ თავთან მართალი ვარ ყოველთვის. ვცი რომ თუ წავაგე იმიტომ არ იქნება, რომ არ ვიშრომე ან დავიზოგე.
თუ გინდა რომ იყო წარმატებული... / შრომა და წარმატება
წარმატების ყველაზე დიდი მიზეზი არის შრომა. შრომის გარეშე არ არსებობს წარმატება. ეს უნდა დაივიწყო ადამიანმა, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო, თუ გინდა, რომ იყო წარმატებული. ყველაფერი საერთოდ... რაც კი წარმოგიდგენია.
ილია თოფურიაეგეთი ადამიანები არ უნდა გაუშვა ცხოვრებიდან
თუ გვერდში ისეთი ადამიანები გყავს, რომლებიც შენთან ერთად ვითარდებიან, ეგეთი ადამიანები არასდროს არ უნდა დატოვო გვერდზე. თუ ისეთი ადამიანები გყავს გვერდში, რომლებთანაც შენ ვითარდები და ეგენი ჩერდებიან, მაშინ რა თქმა უნდა შენი გზა უნდა მოძებნო. ეს ნორმალური არის, შენ თუ პროფესიონალად გინდა განვითარება, ეგ უნდა გააკეთო კიდეც. მაგრამ გვერძე ისეთი ადამიანები თუ გყავს, რომლებიც გულით გიდგანან და ყველგან მოგყვებიან, ეგეთი ადამიანები არ უნდა გაუშვა ცხოვრებიდან.
ილია თოფურიარაც მას გააბედნიერებს, ის აირჩიოს
- გინდა, რომ მამის კვალს გაჰყვეს
- არა
- რატომ არა?
- მე მინდა იმ კვალს გაჰყვეს რაც მას გააბედნიერებს, მე უბრალოდ მინდა იყოს ბედნიერი. მე ამ სპორტში ვარ და ამიტომ ისიც ამ სპორტში იყოს - ესეთი მენტალიტეტის საერთოდ არა ვარ.
უბრალოდ მინდა რომ იყოს ბედნიერი, ჩემი მიზანი როგორც მამის არის, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი და რაც მას გააბედნიერებს იმაში შევუწყობ ყოველთვის ხელს.
ღმერთის რწმენა
რამდენად რელიგიური ხარ?
ძალიან… ძალიან მწამს ღმერთის. ყველაზე რთულ მომენტებში, რაც ცხოვრებაში მქონია. როცა მინდოდა, რომ მიმეტოვებინა ყველაფეეი, ვინც გამინათა გზა და ვინც ჩემს გვერდით იდგა ყოველთვის, ვინც მომცა ეს არაბუნებრივი ძალა, იყო ღმერთი. ეს ტალანტი რაც მაქვს დღეს და რასაც ხალხი ხედავს, მომცა ღმერთმა .
რჩევა მიზნების მისაღწევად
ოცნება და სიზმრები არ არის ის რასაც ღამე ხედავ, არის ის რაც არ გაძინებს ღამე.
ილია თოფურიავინ არის ილია თოფურია? / მიზანდასახულობა და ყოველდღიური შრომა
ვინ არის ილია თოფურია? - ილია თოფურია არის მეოცნებე, რომელიც შრომობს ყოველდღე, იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.
ილია თოფურია