თუ მთვრალი ხარ, ეკრანზე ხარ იდიოტი!
თუ გინდა, რომ მთვრალი ითამაშო, აუცილებლად ზედმეტად ფხიზელი უნდა იყო! ზედმეტად! აი შეიძლება მაშინ გამოგივიდეს. თუ მთვრალი ხარ, ეკრანზე ხარ იდიოტი.
კახი კავსაძესუფრაზე ყველას მხოლოდ კარგი უნდა უთხრა!
არ არსებობს ადამიანი დედამიწის ზურგზე, პატარა სიკეთე მაინც რომ არ ჰქონდეს გაკეთებული. აი ის პატარა სიკეთე რომ გაუკეთებია, შენ ხომ იცი, იმ პატარა სიკეთეზე ესაუბრე. თუნდაც ბევრი სხვა ცუდი რამ ჰქონდეს გაკეთებული, იმ ერთ პატარა სიკეთეზე ესაუბრე. შეაქე იმ სიკეთის გამო, შედეგად, შეიძლება კვლავ მოუნდეს სიკეთის გაკეთება. სუფრაზე არავის ცუდი არაფერი არ უნდა გაიხსენო. აქ ყველას მხოლოდ კარგზე უნდა ესაუბრო.
კახი კავსაძერა არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი?
როდესაც შურს (რომელიც ყველას აქვს შიგნით) გადააგდებ, როდესაც სხვის მიმართ ზიზღს გადააგდებ, ბოღმას მოიშორებ, აგრესიას მოიშორებ,.. ამ ყველაფერს რომ მოიშორებ, აი მაშინ ხარ თავისუფალი!
კახი კავსაძერაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!
ჩვენ "საშუალო" არაფერი არ ვიცით. ძმაკაცობა ვიცით ბოლომდე!
ზიზღი ვიცით ბოლომდე!
შური ვიცით ბოლომდე!
...
მოკლედ, ამიტომ ვართ მაგრები! სასხვათაშორისოდ არაფერი არ ვიცით! თუ კარგი არტისტები ვართ, არტისტებშიც ბოლომდე ვართ. ყველაფერში ბოლომდე ვართ. იმიტომ ვართ მაგრები. სრულიად ვეთანხმები ამ ფრაზას - რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ - სწორია!
ასე იყენებს განათლებული ადამიანი ცოდნას!
ცოდნა არის ის, რომ სწორი მიმართულებით წახვიდე. როცა წინასწარ იცი, საითაც მიდიხარ, წინ რა დაგხვდება, არა წინასწარმეტყველური ცოდნით, არამედ სწავლით მიღებული ცოდნით. როცა იცი, რომელ გზაზე სად რა ჩასავარდნია, მოერიდები, გვერდს აუვლი, - ესაა ცოდნა.
კახი კავსაძეთუ იმედი არ აქვს კაცს, თუ უიმედობა სუფევს ადამიანის სულში, გულში და ქვეყანაში, რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა დაანახო ასეთ ადამიანს,.. "ჩემ მტერს"
კახი კავსაძეთუ გადაწყვეტ, რომ არტისტი გამოხვიდე
არტისტობა ძალიან ძნელი პროფესიაა. მთელი არტისტობის პერიოდი იქნება მხოლოდ დარტყმები გულში და სულში. ხანდახან, შეიძლება მოხდეს საოცრება და ტაშიც დაგიკრან, ისიც იქნება პატარა, მოკლე ტაში.
კახი კავსაძერა არის მეგობრობა?
ნამდვილი მეგობრობაა, როცა არაფერი დასამალი არ გვაქვს. როცა ერთმანეთის გვესმის და არასდროს ვეცდებით ერთმანეთის მოტყუებას. როცა ერთ აზრზე ვართ.
კახი კავსაძეუმნიშვნელოვანესია, ვინ არის შენი პირველი!
სამსახიობო კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება შენი პირველი რეჟისორი. ყველაფერში ასეა, - ვინ იქნება შენი პირველი მეგობარი, ამხანახი, ვისთან იქეიფე პირველად, ვინ იყო ის გოგო, ვისაც ხელი გადახვიე პირველად,.. უმნიშვნელოვანესია - პირველი.
კახი კავსაძესაჯაროდ ადამიანის ლანძღვა-გინება არ შეიძლება!
როდესაც საჯაროდ ლანძღავენ ხოლმე ადამიანებს, კითხვა მიჩნდება, - არ ფიქრობენ, რომ ვისაც ლანძღავენ, შვილები ჰყავთ, და მათ მშობლებს ასე საჯაროდ როგორ ლანძღავენ? არ შეიძლება ასეთი რაღაც. ვინც სხვებს საჯაროდ ლანძღავს, წარმოიდგინოს თავი მის ადგილზე, ვისაც ლანძღავს. ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას და წარმოიდგინეთ, მის ასეთ ლანძღვა-გინებას მისი შვილი რომ გაიგებს...
კახი კავსაძეასეთი ტელევიზია მინდა გვქონდეს...
მინდა ტელევიზია ჰგავდეს ჩემ შვილიშვილს, რომელსაც დღეს შეუსრულდა 30 დღე. მისნაირი სუფთა, გამჭვირვალე, ნაღდი მინდა იყოს. მიხაილ ასოკინს არ მინდა ჰგავდეს ჩვენი ტელევიზია, რომელსაც ასე სიამოვნებს ცუდის ლაპარაკი.
ტელევიზიიდან სიკეთე უნდა მოედინებოდეს. როდესაც კაცი სპექტაკლს დადგამს და კრიტიკოსი მას შეაფასებს, ეს კაცი მიხვდება, კრიტიკოსი მას სიყვარულით აძლევს შენიშვნას, თუ - ბოღმით და სიძულვილით. თუ სიყვარული გადმოდინდება ჩვენი ტელევიზიიდან, მაშინ რაღაც შეიძლება გაიგოს ხალხმა
ემტერებით ვინმეს?
არავის არ ვმტრობ. როგორც კი ვინმეს მიმართ მტრობის აზრს გავივლებ გონებაში, შინაგანად ვმცირდები, ვპატარავდები. ასეთი რამ რომ დავუშვა, ვეღარ ვიარტისტებ, გამიჭირდება ხალხის წინაშე გამოსვლა
კახი კავსაძერისი გეშინია ყველაზე მეტად?
ჩემი თავის მეშინია ყველაზე მეტად. ხანდახან ისეთი აზრი გაირბენს თავში, ჩემი თავის შემეშინდება ხოლმე... როცა ჩემ თავს ვთოკავ, მაშინ არაფრის არ მეშინია
კახი კავსაძეარ მიყვარს, როცა ვინმე ცრუობს. ადამიანი უნდა იყოს გულღია, მართალი, ცოტა ჭკვიანი, ცოტა იუმორით, ცოტაც კეთილი,.. კარგი კაცი უნდა იყოს
კახი კავსაძეხართ თუ არა დამთმობი?
ძალიან დამთმობი ვარ. არ მომწონს ჩემი თავი, როცა დამთმობი არ ვარ ხოლმე, ე.ი. რაღაცნაირად გავღარიბდი. როცა ვთმობ, კარგად ვარ. მომწონს, როცა ვთმობ ხოლმე, კარგი გრძნობაა
კახი კავსაძენაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის განსხვავება
პატრიოტიზმი არ ნიშნავს, რომ შენ შენი ქვეყანა, შენი ხალხი, ენა გიყვარს, არა! როდესაც შენ ხედავ, რომ სხვასაც თურმე თავისი ხალხი, ენა, ქვეყანა, მიწა-წყალი უყვარს. როდესაც შენ მის სიყვარულსაც დაინახავ, აი მაშინ შენი ქვეყნისადმი შენ სიყვარულსაც აქვს ფასი. ისე, ჩემია და მიყვარს - ეს არაა პატრიოტიზმი. ეს ნაციონალიზმია, რაც მე ძალიან არ მიყვარს.
კახი კავსაძეუნდა გაუგო ახალგაზრდობას
ჩვენმა თაობამ უნდა ეცადოს, რომ როგორმე ახალგაზრდა თაობას გაუგოს, თუ ვერ გაიგებს, ან არ მოინდომებს გაგებას, აუცილებლად წააგებს, იმიტომ, რომ ის ახალგაზრდაა, ენერგიით და იდეებით სავსე.
უნდა გაუგო ახალგაზრდობას!
რა არის სიკეთე?
სიკეთე ის კი არ არის, სხვას რომ გაუკეთებ,.. აი შენ რომ დაიმახსოვრებ, სხვამ რა სიკეთე გაგიკეთა - აი ეს არის სიკეთე
კახი კავსაძეთუ ბედნიერებას დაინახავ, ბედნიერი ხარ, თუ ვერ დაინახე, მაშინ, რა თქმა უნდა, უბედური იქნები
კახი კავსაძე