შენდობას ვთხოვ ყველა ჭირისუფალს ...
შენდობას ვთხოვდი ყველა ჭირისუფალს ვისაც მოვემსახურე მე, არასასიამოვნო მომენტია, მე თვითონ კარგად ვიცი. ჩემებს, ნათესავებს რომ კრძალავდნენ, რაღაცა მტრულად ვიყავი განწყობილი მათზე, იმ ადამიანებს ვინც მე მიყვარდა, იმათ რომ მიწას აყრიდნენ და ის ხმაც დღემდე ჩემს ყურში არის, ის მიწის მიყრის ხმა.
ვიცი, ყველა ჭირისუფლისთვის ესე არ არი, მაგრამ, მე ყველას შენდობას ვთხოვ, იმისთვის რა მუშაობაც მომიწია მათი ახლობლების დაკრძალვასთან დაკავშირებით.
ეს ცხოვრება არის გამოსაცდელი
როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ სული დაინახო?
- კი, რეალურ ამბავს გეუბნები, კი მინახავს. ერთხელ ნავთლუღის საქალაქო სასაფლაოზე ვთხრიდი, 5-6 საათი იქნებოდა, რაღაცამ ჩამიარა, იქით-აქეთ გავიხედე, არაფერი არ იყო, აი რაღაცამ ჩამიარა ეგრევე, ისე შემეშინდა... დედას გეფიცები მართლა იყო ეს ამბავი, მართლა სულმა გამიარა გვერდზე.
ზოგადად მაგაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ, მითუმეტეს მარტო, განცალკევების, დაძინების დროს. წარმოიდგინე დღეს უყურებ, ნახევარი საათის წინ მოყვანილი, უყურებ და ნახევარ საათში ცხოვრება აღარ არის. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება, რომ იტყვიან წუთისოფელია და სანამ ცოცხლები ვართ სიკეთე უნდა ვთესოთ.
შეურაცხყოფის მიყენება მესაფლავის მიმართ
კი არიან, როცა ცუდად გვექცევიან, შეიძლება ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოგაყენოს, მაგრამ სულიერად ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენ მესაფლავეს, რომელმაც შენი მიცვალებული უნდა გააპატიოსნოს, არ უნდა მიაყენო მაგის გამო შეურაცხყოფა.
შევდივართ მათ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ვიღაცა დედას კარგავს, ვიღაცა შვილს კარგავს, ვიღაცა შვილიშვილს. ჩვენც ხმას არ ვიღებთ, ვაკეთებთ რაც შედის ჩვენს მოვალეობაში, რომ მიცვალებული გავაპატიოსნოთ.
შეურაცხყოფა ფიზიკურადაც მოუყენებიათ, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ყოფილა, რომ ხელიც გაურტყიათ მესაფლავისთვის.
დაგვაფასონ, სხვა არაფერი, რომ დააფასონ მესაფლავეები. ჩვენ ვშრომობთ, ადამიანს ვეხმარებით, უფლის მიმართ დიდ საქმეს ვაკეთებთ, დაგვაფასონ ხალხმა მთავარია.
გარდაცვლილის უპატივცემლობა - დაკრძალვამდე მიტოვება
გქონია შემთხვევა, როდესაც გაგკვირვებია, ჭირისუფლების საქციელი, ადამიანების საქციელი მიცვალებულთან მიმართებაში.
- კი როგორ არა, მაგალითად მიცვალებული დამიტოვეს და წავიდნენ. თავიანთ მიცვალებულს პატივი არ სცეს და არ ჩამასვენებინეს, რომ მიწა მიმეყარა
- ვინ არის მესაფლავე, აი როგორი პროფესიაა?
მძიმე სამსახურია ფსიქოქოლოგიურად. მე ის მსიამოვნებს, ბოლო გზაზე ვაცილებ მიცვალებულს, ბევრჯერ ყოფილა შემთღხვევა, დაულოცივალ ადამიანს ისე გულიანდა... ერთი ის არის საწყენი, საზოგადოების უმეტესობა, თავიანთ მიცვალებუკლს რო მოასვენებემ ხოლმე, ბოლომდე არ რჩებიან ხოლმე დიდხანს.
ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, ძლიერი წვიმა იყო... მიცვალებული რომ მოასვენეს, სასახლე პარკში იყო შეხვეული, ჭირისუფალი მეუბნება ბოდიში, ამინდის გამო უნდა წავიდეთო, ჩამასვენებინე მაინც და ისე წადი მეთქი, წავიდა მოკლედ, დავურეკე მერე ჩემს სიმამრს და ბიჭები ამოვიდნენ და ჩავასვენეთ
მიცვალებული ჩასვენებული არ არის საფლავში, მოიხედავ და ჭირისუფალი არ არის.
დავიწყებული სასაფლაო | არ უნდა დაივიწყო საკუთარი მშობელი
ერთი მოვიდა, 50 წელია დედაჩემი დაიღუპა და სასაფლაოს ვერ ვაგნებო. რამდენი წელია არ მოსულხარ მეთქი და ერთი 30 წელია არ მოვსულვარ დედაჩემის საფლავზეო. ეს არის დიდი ტკივილი, როცა დედას ივიწყებ, არ უნდა დაივიწყო საკუთარი მშობელი. დღემდე ვერ უპოვია ის სასაფლაო.
მესაფლავეები
ჭირისუფლის ტკივილის გაზიარება
შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ყველაზე მეტად განიცადეთ დაკრძალვა და ადამიანი ვისაც ასაფლავებდით?
ჭირისუფლებს ვიცნობ თითქმის სულ ყველას, ვერის სასაფლაოზე. იმდენად შინაურები არიან ჩემთვის, რომ მათი ტკივილი ეს ჩემი ტკივილია. ისინი რასაც განიცდიან, იმ ტკივილს განვიცდი მეც.
იყო შემთხვევა, როცა ახალშობილი, თვეების ბავშვი დამიკრძალია, ძალიან მტკივნეული და დამრთგუნველი იყო ეს ყველაფერი.
დაგსიზმრებიათ?
დასიზმრებით ძალინ ხშირად მესიზმრებიან. აი მშობლები მყავს გარდაცვლი და მშობლები და ის ხალხი მესიზმრებიან რომელსაც ვიცნობდი და დავკრძალე. ძალიან ხშირად მესიზრებიან.
მესაფლავეების უმძიმესი პროფესია
ხანდახან, როცა ხალხი ტირის და გოდებს, მეც ვდგევარ მათ გვერძე და ვტირი, განვიცდი, როდესაც ვიღაცა მშობელს გრძალავს, დედას ან ბავშვს გრძალავს.
ბევრია ესეთი შემთხვევა, მომხდარა, რომ დამიმარხია ახალგაზრდა კაცი და დედას ვერ უკონტროლებია თავი, ჩავარდნილა ორმოში, რომ პირველი მე დამმარხეთ და ჩემი შვილი ზედ დამარხეთო. მერე მე ჩავედი ჩემ ამოთხრილში და ხალხი, რომ ამოგვეყვანა ის ქალი იქიდან. არ ამოდიოდა. ახალგაზრდა გოგო იყო. ჯერ მე დამკრძალეთო და მერე ჩემი შილი ზემოდან დამადეთო.
ქვის გული ხომ არა გვაქვს, ადამიანები ვართ. რომ მოჰყავდათ, ყველა ტიროდა, მე იმათთან ერთად ვტიროდი, ვერ ვიკავებდი თავს, დღემდე ეგრე ვარ.
მახათაზე ვიყავით, სულ პირველად, რომ ოჯახი დაიღუპა ავარიაში, ტრაგიკულად დაიღუპა ცოლი, ქმარი და პატარა შვილი, ყველაზე მძიმე რაც ეს იყო ჩემს ცხოვრებაში და იმხელა მიწა, რომ გავჭერით და სულ ყველა იქ ჩავასვენეთ, ყველაზე დიდი დარტყმა, მაშინ მივიღე.
პირველი ემოცია მაშინ მქონდა... ცუდადაც გავხდი, გული დამეწვა და ტირილისგან თავს ვერ ვიკავებდი... ერთი მოხდა კიდე ორი თვის წინ, 2 თვის ბავშვი დაიღუპა გულის მანკით და როგორც მშობლები და ხალხი ტიროდა, ისე ვტიროდი მეც. ჩასვენების პროცესი ისეთი მძიმე იყო, რომ დღესაც რომ აგიხსნათ, კიდევ ვერ გამოვხატავ. ისეთი ამბავი იყო, კანკალი, მთელი ნერვიულობა. წარმოიდგინე 2 თვის ბავშვი გიჭირას ხელში, ძინავს და მიწაში დებ შენ იმას.