ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ციტატები, ვიდეო ამონარიდები
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

რომელია ჩვენთვის პრესტიჟული პროფესია?

როცა ვიზრდებით მერე, ამ დასწავლილი უნარებით და საზოგადოებრივი კლიშეებით, ვივიწყებთ ბავშვობას და ვამბობთ, რომ ესა და ეს საქმიანობა, ესა და ეს პროფესია კი ძალიან მაინტერესებს და ბავშვობიდან მიზიდავს, მაგრამ ეხლა პროფესიულ სასწავლებელში ხომ არ ჩავაბარებ? პრესტიჟული ხომ აი ის სპეციალობაა, თან ყველა იქ აბარებს და ამიტომ მეც მოდი ამ პრესტიჟულ გზას გავუყვები. არადა, პრესტიჟულია ის საქმიანობა, რომელიც ჩვენია. შემდეგ, ასაკში, ხანდახან გაგვახსენდება ხოლმე ჩვენი ბავშვური ინტერესები, მიდრეკილებები, მაგრამ, აქ უკვე ვამბობთ, - "ეჰ, მოიცა ეხლა უკვე რაღა დროსია". არადა, ვიცით, რომ არასოდესაა გვიან.

დავით გოგიჩაიშვილი
რომელია ჩვენთვის პრესტიჟული პროფესია?
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

სტომატოლოგსაც უჩნდება კარიესი

ფსიქოლოგსაც შეიძლება დასჭირდეს ფსიქოლოგი. სტომატოლოგსაც კარიესი უჩნდება და სხვა სტომატოლოგთან მიდის. ნებისმიერ ექიმს, მისივე პროფილის ექიმის დახმარებაც შეიძლება დასჭირდეს.

ნათია ფანჯიკიძე
სტომატოლოგსაც უჩნდება კარიესი
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

მარცხი, როგორც წარმატების მოტივატორი

კავეენში მაგალითად მახსოვს ნაკრებს, რომ არჩევდნენ უნივერსიტეტის ნაკრებს... მოკლედ ვთამაშობდით ესე, მე ვიყავი ეკონომიკის ფაკულტეტის გუნდი, გეოგრაფები, ფიზიკოსები და მერე მოვიდნენ ჩვენი ზედა თაობა და თქვეს, რომ მოდი შევარჩევთ ნაკრებისთვის ვინ იყოს. გამოგვიყვანეს ბევრი და აიყვანეს ყველა, ჩემზე თქვეს გამოგვადგება თუ არა არ ვიციო.

ეს ერთი მხრივ არის იმის წინაპირობა, რომ თქვა არ არის ეს ჩემი საქმე. რა ვქნა, ფაკულტეტის დონეზე კი გავერთე, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. მეორეს მხრივ არის პირიქით, რომ ამ დროს ამოგდის რქები და მერე შემდეგ სეზონზე გავხდი უნივერსიტეტის კაპიტანი, ნაკრების კაპიტანი და მერე სტუდენტური დღეები და საუკეთესო კაპიტანი და ა.შ.

დავით გოგიჩაიშვილი
მარცხი, როგორც წარმატების მოტივატორი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მეგობრობის გარეშე არ გამოგვივა თანამედროვე ინდიგო ბავშვების აღზრდა, ტყუილია.
არ ეცადოს მშობელი, რომ ზემოდან დაადგეს ბავშვს და თითით უჩვენოს - სად წავიდეს, სად არ წავიდეს, ვისთან იმეგობროს, ვისთან არ იმეგობროს

შალვა ამონაშვილი
მეგობრობის გარეშე არ გამოგვივა თანამედროვე

უახლესი

უახლესი

ეპიზოდები, ისტორიები

ეპიზოდები, ისტორიები

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ



Wisdom - ციტატები, სიბრძნე, პიროვნული განვითარება, მოტივაცია