ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ციტატები, ვიდეო ამონარიდები
გიორგი გვასალია - ციტატები

სხვისი სიმართლის გათვალისწინება

როდესაც მე ვსაუბრობ სამართლიანობაზე, თუ სხვას არ ვითვალისწინებ, თუ მას არ ვითვალისწინებ, ვის მიმართაც მე სამართლიანობას ვამტკიცებ, მე მართალი ვერ ვიქნები. მის სიმართლეს აუცილებლად უნდა ვითვალისწინებდე ჩემ სიმართლეში. ამ დროს შეიძლება რაღაც სიმართლე გამოვძერწოთ.

გიორგი გვასალია
სხვისი სიმართლის გათვალისწინება
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა

არის არსებითი და არაარსებითი ცხოვრება. არსებით ცხოვრებას მშვენივრად შეესაბამება ქართული სიტყვა - ღვაწლი. ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა, იმიტომ, რომ ადამიანი ღვაწლში გამოხატავს საკუთარ თავს.

ნანა ჩაჩუა
ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა
გურამ დოჩანაშვილი - ციტატები

ავტორი პერსონაჟის ტყავში უნდა შეძვრეს

ძალიან ძვირფასები არიან ჩემი პერსონაჟები. მწერლობა ისეთი რამეა, ავტორს ძალიანაც რომ ეზარებოდეს, კეთილი უნდა ინებოს და პერსონაჟის ტყავშიც უნდა შეძვრეს.

გურამ დოჩანაშვილი
ავტორი პერსონაჟის ტყავში უნდა შეძვრეს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის სრულყოფაში მდგომარეობს. საკუთარი თავის!
დედა ხარ? - მაშ, გახდი საუკეთესო დედა!
ცოლი ხარ? - გახდი საუკეთესო ცოლი!

შალვა ამონაშვილი
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის სრულყოფაში

უახლესი

უახლესი

ეპიზოდები, ისტორიები

ეპიზოდები, ისტორიები

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ



Wisdom - ციტატები, სიბრძნე, პიროვნული განვითარება, მოტივაცია