Wisdom
Wake up call
If you survive your first heart attack you may now live to be a very old person. Why is that? Well that first heart attack if you survived it is called a WAKE UP CALL. The doctor said - one more of these and you are a history. And you said - WOW. And you make it for the health food store. And you start reading every book you can find on good nutrition - how to avoid another one of these heart attacks and you start jogging and walking and doing all of the stuff and this total change of lifestyle could now save your life and cause you to live to be a very old person
Life is not a game, even a game is not a game. Because most of the time game is the beginning of a series of games. Let's say that you're on a soccer team. Winning a championship and winning a game are not the same thing. If you want to win a game the best thing to do is to let your star player make all the moves. But if you want to win a championship maybe the best thing is for your star player to do everything he or she possibly can to develop all the other team members. That's a different strategy and the reason it's different is because it iterates across time
როგორც ექიმები გვირჩევენ, მელატონინი აუცილებელია, რომ გამომუშავდეს . მელატონინის გამომუშავების საათები არის ღამის 12-დან 2 საათამდე. ეს პერიოდი ყველა ვარიანტში ჯობია რომ გვეძინოს, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერება მიიღოს
დედებო, თქვენ შვილებში თესლია პიროვნებისა. თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს ნიჭზე, ზრუნვაზე, აღზრდის ხასიათზე, რომ მათში მართლაც დაიბადოს ნებისყოფიანი, ცხოვრების აზრის მცოდნე პიროვნება, და გამარჯვებული დედები იქნებით
როგორც კი ვინმე ეცდება, ალტერნატიული წყარო გააჩეროს, თუნდაც იმ მიზნით, რომ თვლიდეს, რომ ეს პროპაგანდაა, გამოდის, რომ უკვე თვითონ ეწევა პროპაგანდას, რადგანაც პროპაგანდის ფორმა ზუსტად ეგ არის - არ ტოვებს ალტერნატიულ გზას
თუ დარდი შემოგეყარა გულს...
თუ დარდი შემოგეყარა გულს, სხვას გადაუყარე დარდი, და ნახე როგორ გადაგეყრება შენც დარდი. არ უნდა იფიქრო მარტო შენ თავზე. "ასე ვარ, ისე ვარ, ძლივს დავდივარ, ფეხი ვერ გადამიდგია,..." გასაგებია, მაგრამ შენზე უარესად რომ სხვა არის?
ჰუმანური საქართველოს მე-9 მცნება
ჰუმანური აღზრდა არის ჰუმანური საქართველოს მე-9 მცნება. როგორია ჰუმანური აღზრდა, ამას ბევრი განმარტება შეიძლება მოჰყვეს. თუმცა დიდწილად მეტყველებს ყველა დანარჩენი მცნება, - რწმენით, სიყვარულით, სიკეთით, სიხარულით აღზრდა
როგორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბავშვზე?
როგორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბავშვზე? - დიდი! ის პატარაა, მაგრამ მასში დიდი ძალებია. ღვთიური ძალებია ბავშვში. პიროვნული თესლი უკვე ჩათესილია მასში. ღმერთმა ჩათესა. ჩვენ მარტო წყალი უნდა დავუსხათ, რომ ეს თესლი გაღვივდეს
ასე შევმატოთ სიყვარულს სიმშვენიერე
მოვლა უნდა სიყვარულს, როგორც ქოთანში ყვავილს. ვეფეროთ სიყვარულს. შევმატოთ ჩვენ სიყვარულს სიმშვენიერე: სახის გამომეტყველებით, ხმით, ხელების მოძრაობით, მოთმინებით, დათმობით, ალერსით,.. გავამშვენიეროთ ჩვენი სიყვარული
გინდა კეთილშობილი გაზარდო შვილი? - კეთილშობილი იყავი შენ. შენც დამშვენდები და შვილიც დამშვენდება. დიდსულოვანი გინდა? - შენ თავად იყავი დიდსულოვანი. დიდსულოვანი რომ გაზარდო შვილი, შენ თავად მოძებნე დიდსულოვნება საკუთარ თავში
აღზრდის პირველი კანონი
ჩვენ რომ ბავშვი გამარჯვებული გავზარდოთ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ. კანონია ასეთი - აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება. შვილის აღზრდა გინდათ? - ჯერ საკუთარი თავი! ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
ბედნიერება, ბედი და უბედურება
ბედნიერება, ბედი და უბედურება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ძალიან მნიჭშვნელოვანია ამაში გავერკვეთ, იმიტომ, რომ როცა გავერკვევით, გვეცოდინება, საით ვიაროთ, და თუ ვერ გავერკვევით, ბედნიერებას დავუწყებთ ძიებას იქ, სადაც ის არ არის
All he needs is one, he's got five
Pessimism - the deadly disease - always looking on the bad side, the problem side, the difficult side, checking all the reasons why it can't be done. Poor pessimist leads an ugly life. He doesn't try to figure out what's right, he tries to figure out what's wrong. He doesn't look for virtue, he looks for faults and when he finds them he's delighted - how ugly?! This is the poor guy looks through the window, doesn't see the sunset, he sees the specs on the window. And this poor guy says - "I've got five good reasons why it won't work". He is so dumb he doesn't know all he needs is one he's got five
მომავალი რომ შექმნა, დღესვე უნდა დაიკაპიწო ხელები და იმუშაო, მიუხედავად იმისა, პრესტიჟულია ეს, თუ არა! უნდა ისწავლო, მიუხედავად იმისა, მოგიმატებენ ამის გამო ხელფასს, თუ არა! უნდა იყო შემოქმედი, მიუხედავად იმისა, დაგიფასდება ეს, თუ არა!
ბავშვები ჩვენი საუკეთესო აღმზრდელები არიან
ბავშვები შენი საუკეთესო მასწავლებელ-აღმზრდელები არიან. უნდა გაუხდე ბავშვს მოწაფედ. როცა ბავშვი პატარაა, ტირილითაც გასწავლის, თავისი ჯიუტობითაც გასწავლის, სიყვარულს, მოთმინებას გასწავლის,.. თუ ისწავლი, შენც გაიზრდები ბავშვთან ერთად
დაიხსომეთ ეს ორი მცნება
დაიხსომეთ ეს ორი მცნება: ბავშვები გავზარდოთ კეთილშობილი და თუ შეგვიძლია, დიდსულოვანიც. დიდსულოვანი მორწმუნე არის, წყნარად მორწმუნე, მომთმენი არის ბევრი რამის, ბევრი გაჭირვების. დიდსულოვანს თავისი თავი ავიწყდება სხვების გულისთვის
რაც მეტს ღიზიანდები, მით მეტად გეცვლება ფიზიოლოგიურად სხეული, მით მეტი მომწამვლელი ნივთიერება ჩნდება სხეულში, რომელიც შეიძლება კიბოს, ან სხვა რომელიმე დაავადების წინაპირობა გახდეს. გაბრაზებული ადამიანები ძალიან ხშირად ავად ხდებიან
რას დავარქვათ ბედნიერება?
ბედნიერება არის შინაგანი მდგომარეობა. ბედნიერება არ ნიშნავს, რომ მე სულ ცეკვა-თამაშში და სიმღერებში ვარ. შეიძლება რაღაცაში ჩაფიქრებული ვიყო, ქვეყნის ბედი მაწუხებდეს, მაგრამ ბედნიერი ვიყო მაინც. ბედნიერი იმით, რომ რაღაცას ვემსახურები
თუ თქვენ გარედან უფრო იმართებით, ვიდრე შიგნიდან, ანუ თუ თქვენი შიდა რესურსი ნაკლებია, თქვენ დამოკიდებული იქნებით ამინდზე, უფროსზე, შეყვარებულზე, ქმარზე... სულ დამოკიდებული იქნებით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თქვენ ემოციაზე გავლენას ახდენს
აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა. ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას შენ მიმართ რაღაც ანგარიში აქვს,.. ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩამოიცილეთ ეს ყველაფერი
გაჭირვებაში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. გაჭირვება ჩვენ საგანგებოდ გვეძლევა, რომ გამოსავალი მოვნახოთ. როცა იპოვი გამოსავალს და გაარღვევ, მაშინ დაინახავ, როგორი ძლიერი ყოფილხარ, როგორი ნებისყოფა გქონია და იქვე იგრძნობ ბედნიერებას
ყველა ადამიანს სჭირდება პარტნიორი, თავისი აზრების არგუმენტების / კონტრარგუმენტების მოსასმენად, ან ოპონირებისთვის. უბრალოდ გჭირდება ვინმესთან საუბარი, საკუთარი აზრების გადასამოწმებლად, სწორად ფიქრობ თუ არა. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა
არა ვშფოთავ, იმიტომ, რომ...
არა ვშფოთავ, იმიტომ, რომ ყველაფერს ვუყურებ, როგორც გაკვეთილს. რატომ უნდა ვიშფოთო კაცო? რა მაქვს საშფოთველი, როცა ცხოვრებაში ვარ და გამოცდილებას ვიძენ. ან კარგ გამოცდილებას შევიძენ, ან ცუდს. ერთიც გამომადგება და მეორეც, თუ გონივრულად მოვიქცევი
არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით
არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით! გიყვარს? თვალებით გიყვარდეს სიტყვით გიყვარდეს საქმით გიყვარდეს კოცნით გიყვარდეს ჩახუტებით გიყვარდეს მიტევებით გიყვარდეს დათმობით გიყვარდეს ყველაფრით გიყვარდეს ესენი საქმეებია სიყვარულისა