Wisdom
მე ჩემ თავს გაჩუქებთ, რომელშიც თითოეული თქვენგანის სიყვარული ჩავდე. ვიდრე არ მენახეთ, მიყვარდით, რომ გნახეთ, ორჯერ მეტად შემიყვარდით, თუ დავილაპარაკებთ, სამჯერ მეტად შემიყვარდებით არასოდეს არავინ არ მძულს, მიყვარს და უფრო და უფრო მიყვარდება
მე მინდა, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი. მე შეიძლება მაკლდეს რაღაც, მაგრამ გამოვიქცევი, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი. ვიღაცას მოვეფერები, ვიღაცას გავუღიმებ, ვიღაცას გულში ვუსურვებ კარგს. ცხოვრებაში ვარ აი ასეთი კაცი. თქვენი აზრით, უბედური ვარ თუ ბედნიერი?
გაუმარჯოს სიძნელეებს!
ნათქვამია - "გაუმარჯოს სიძნელეებს, იმით ვიზრდებითო". როცა სიძნელე აღარ აქვს ადამიანს არაფერში, მაშინ ჩიავდება, იჩაგრება. ძალებს აღარ იკრებს, ისედაც მიდის და რაღად უნდა გადახტომა? მაგრამ, როდესაც დახვდება ქვა და ღორღი, იქ უკვე წინდახედული უნდა იყო
დედის გულს შეუძლია ოჯახის, თავისი შვილების მომავალი განჭვრიტოს. ბრძენი ქალი ბევრი რამის დამნახველია მომავალში, და დაინახავს რა მომავალს, უკვე ახლავე საძირკველს ჩაყრის, რომ ეს მომავალი შედგეს. ვითარებებს შექმნის, რომ მომავალი არ გაექცეს ხელიდან
სიყვარული სიყვარულით აღიზრდება. სიყვარული არ აღიზრდება სიძულვილით. ქართველ ხალხს უთქვამს - "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო" - არ გამოგადგება მოყვრად, მტრად გაზრდილი შვილი. მტრად გაზრდილი მტერი გაგიხდება, მოყვრად გაზრდილი - მოყვრად გაგიხდება
What are you going to do starting tomorrow that'll make a difference?
Starting tomorrow what are you going to do that'll make a change in your life's direction? Good question: what are you going to do starting tomorrow that'll make a difference? If you don't do something starting tomorrow that'll make a difference guess what? - it's going to be the same. And see that way you can guess what the next five years are going to be like - look at the last five! Because the next five are going to be like the last five unless you major key tomorrow change it all, or change a little, or change something, or don't change,.. it's choice time you can do whatever you want. But it's nice to know any day you wish you can change your whole life
გულახდილი წერილები შვილს
როგორც მე მამაჩემის ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები დღემდე მზრდის, ასე გაზრდის თქვენ შვილებსაც თქვენი წერილები. დაუწერეთ გულახდილი, კეთილი წერილები. შენი თავი დაანახე, გული გაუხსენი. ჩაახედე შიგნით, რა გაწუხებს, რა გილხინს და ნელნელა დაინახავ, რა მოხდება
სადაც სუსტი მხარეები გაქვთ, გაიძლიერეთ. სადაც ცუდი ჩვევა გაქვთ, მოიცილეთ. და სადაც ძლიერი გაქვთ, კიდევ უფრო გაიძლიერეთ. და ბავშვი მიიღებს იმ დედას და იმ მამას, რომელიც სჭირდება. აი ეს არის აღზრდის პირველი კანონი - ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
სიკეთე თუ გააკეთე, იქვე დაივიწყე, ვის რა გაუკეთე. თუ დაიხსომებ, მაშინ უნდა გაუხსენო, არა? და თუ გაუხსენებ, ღმერთი ჩამოგაწერს მაგ სიკეთეს და პირიქით, ცოდვაში ჩაგითვლის. მაგრამ, თუ ვინმემ გაგიკეთა სიკეთე, აი ეგ არ უნდა დაივიწყო. უნდა გადაუხადო. მას თუ არა, სხვას მაინც
Build your life!
Building a life is like building a house. You wouldn't start building a house until you had it finished. Wouldn't you look foolish starting to build a house if it wasn't finished first? What if you are laying bricks and somebody came by and said "what are you building here" and you said "I have no idea"? They would take you away to a safe place. So building a life is a lot more important than building a house and yet people treat it so carelessly and so casually about making plans for what they want their life to work out to be.. I am asking you not to be casual any more. Start designing the future, for yourself, for your family, for your business, for your future. Decide what you want
რას ნიშნავს დღის დაკარგვა?
დღეების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს ჩვენ მკვდარი ვართ. რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე არის ის პროცესი, როცა რაღაცა უკეთესობისკენ მიგყავს. მოცემულ დღეს, თუნდაც სულ მცირე, თუ არ წაიყვანე უკეთესობისკენ, ჩათვალე, რომ არ იყავი შენ იმ დღეს. იყავი, მაგრამ ფასი არ ჰქონდა
I don't know what to do
"I don't know what to do" - That's okay, nobody does. Go do something. Do the best thing that you can think of. Put the best plan you have into practice. It's not going to be perfect and it will change along the way but it will change partly because you become disciplined pursuing the path and as you become disciplined you become wiser and as you become wiser you become able to formulate better and better plans so you can start vaguely and confused and develop a plan that's not so great and you start to implement it and then you accrue incremental wisdom as you implement your flawed plan and that enables you to fix the plan and so that's part of that process of incremental self-improvement as well
თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის წავაქეზებთ და გამარჯვების ჟინს ჩავუნერგავთ, ამან შეიძლება გამარჯვება ასწავლოს, მაგრამ იქვე ასწავლოს ეგოიზმი, შური, სიძულვილიც კი და მტრობაც ჩაუსახოს ბავშვს. აბა გადახედეთ სპორტსმენებს, უყვართ ერთმანეთი?
ერთადერთი, რასაც წავიღებთ, მარტოოდენ სულია, სხეულიც სადღაც ჩაეფლობა, ჩაესვენება, მაგრამ სული ვერსად ვერ ჩაესვენება, ის უკვდავია. რატომ იყოს უკვდავი და თანაც სადღაც ჩაძირული? არ ჯობია, ავამაღლო? მით უმეტეს, ნათქვამია - მთელი მიწიერი ცხოვრება უკვდავებისთვის მომზადებააო
ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი
ჰუმანურ პედაგოგიკას მთავარი საფუძველი სულიერება აქვს, რომელშიც ღმერთის რწმენაც და სულის უკვდავებაც არის ჩადებული. ასევე ისიც, რომ ეს ცხოვრება, რომელიც მონაკვეთი არის ჩემი მარადიული ცხოვრებისა, როგორ უნდა გავლიო აქ და რით უნდა წავიდე იქ. ხელცარიელი თუ ხელდამშვენებული
ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვეძლევა
დრო ყველაზე ძვირფასია რაც ჩვენ გვეძლევა. ჩვენ კი არ ვუფრთხილდებით ამ დროს. ყოველთვის უნდა ავწონოთ: ღირს იქ წასვლა? ღირს ამ წიგნის კითხვა? ღირს ტელევიზორის ჩართვა და ამ რაღაცის ყურება? - იქიდან თითქოს ნარეცხს მასხამენ თავზე, სულ რაღაცისკენ მეწევიან, რაღაცას მარწმუნებენ...
აი ეს არის ჰუმანურობა
ჰუმანურობა ის კი არ არის - "წადი და აკეთე რაც გინდა", "თავში ქვა გიხლია",.. ეს არ არის ჰუმანურობა. ჰუმანურობა არის ურთიერთპატივისცემა, გაგება, უფროს-უმცროსობა, დათმობა, მიღება და რა თქმა უნდა - რწმენა. აი ეს არის მთელი ჰუმანიზმის აზრი. ეს ასწავლე შენ შვილებს ასწავლე ეს შენ შვილებს
დაეხმარეთ სიდედრს
დაეხმარეთ მეზობელს, დაეხმარეთ მეუღლეს, დაეხმარეთ სიდედრს, სიმამრს, ყველას, ვისაც კი იცნობთ და შეიძლება სჭირდებოდეს თქვენი დახმარება. ვისაც სჭირდება და ხედავთ, რომ მას თქვენი დახმარებით გაუადვილდება ან გამოუვა რაღაცა, უნდა შეეშველო, და მისმა გამარჯვებამ უნდა გაახაროს შენ
ემოციები ახდენს ჩვენზე გავლენას, ხოლო ემოციების საფუძველი არის შინაარსები. რა შინაარსსაც გაიფიქრებ, ის შინაარსი აღძრავს ემოციას. გამოდის, რომ კარგ ხასიათზე ვართ თუ ცუდ ხასიათზე, დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ გარეთ რა ხდება, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ თავში რა ხდება
რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. რწმენა უნდა საქმეებით დავადასტუროთ. დავეხმაროთ, შევეშველოთ ადამიანებს. თანაგრძნობა გამოვუცხადოთ, იმედიანი სიტყვა ვუთხრათ, სიყვარული და მოთმინება ვარგუნოთ, მომსახურება, სამართლიანობა, მონანიება, მიტევება - ეს ყველაფერი რწმენის საქმეებია
ყველას ჭკუა არ ვასწავლოთ
ვიცხოვროთ, არა მასწავლებლის, არამედ - მოსწავლის ცხოვრებით. არ ვიყოთ ყველასთვის დამრიგებელი. შევთავაზოთ, ვურჩიოთ, როცა ჩვენგან რჩევა უნდათ. მაგრამ როცა არ უნდათ - გავჩუმდეთ. გავერიდოთ იმ გარემოს, სადაც არ მიიღებენ ჩვენგან რჩევას, დარიგებას, იმიტომ, რომ ფუჭად დავკარგავთ ენერგიას
რისთვის გვაქვს კუნთები?
სპორტი, კრივი, ჭიდაობა,.. ბავშვისთვის კარგია. კუნთები იმისთვის გვაქვს, რომ სიმაგრე შეიძინოს, ძალა მოგვცეს და საჭირო დროს გამოვიყენოთ. მაგრამ თუ ამ კუნთებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვინმეს რამე წავართვათ, ვინმე დავჩაგროთ, დავამარცხოთ,.. გარეგნულად ასეთი გამარჯვება, სულის მარცხს ნიშნავს
მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდია გამარჯვება. დიდ მიზნებს რომ ვეტანები, დიდი ძალები მჭირდება და უფრო ძლიერი ვხდები. პატარა მიზნებს რომ ვეტანები, იმ დონისა ვხდები, რა ძალებსაც ვხარჯავ. აღმოსავლური ანდაზა - ჩვენ იმ ძალებს ვიძენთ, რასაც გადავახტებით
აღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს შენვე დაუწყებ გამოჩორკნას. თუ ჩვენ საკუთარი თავის აღზრდით დავკავდებით, რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ანგელოზების დონემდეც კი ავმაღლდეთ. შეგვიძლია გავხდეთ კეთილი ბუნების ადამიანები, რომლებისგანაც სიკეთე და დადებითი ემანაცია მოდის