Wisdom
აზრები გვტანჯავს ჩვენ
აზრები გვტანჯავს ჩვენ! ცუდი ფიქრები შემოგიჩნდება და იტანჯები. ხანდახან ისეთ რამეს წარმოიდგენ, აზრები რომ დაფარული არ იყოს, ალბათ სირცხვილით დაიწვებოდი. გავასუფთაოთ აზრები და ბედნიერი ვიქნებით. თუ არა გწყინს, თუ არ ბრაზდები, თუ არ ყვირი, თუ არ გშურს, ამის შესაბამისი განწყობები გამოიგავა უკვე ჩვენი ცნობიერებიდან, რომლებიც კარგ აზრებს არ დაბადებდნენ. ამრიგად, ბედნიერება ხელში მიჭირავს. შემიძლია ვიყო ბედნიერი
გვიყვარდეს უპირობოდ
ცხოვრება ადამიანებითაა სავსე. ადამიანების გარეშე ჩვენი ცხოვრება ვერ შედგება. ამიტომ, გვიყვარდეს ადამიანები. გვიყვარდეს ყველა. გვიყვარდეს მანამდე, ვიდრე ვინმეს შევხვდებით. გვიყვარდეს უპირობოდ. გვიყვარდეს იმიტომ, რომ ადამიანია. და თუ ჩვენიანია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდება. ჩვენი შვილი, მეუღლე, ახლობელი, ნათესავი,.. მაგრამ, ყველა გვიყვარდეს უპირობოდ, იმიტომ, რომ ყველა, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, ღვთის შვილია
მოსწავლის გზა
რაც არ უნდა დიდხანს ვიცხოვროთ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ უკვე შევიმეცნეთ ცხოვრება. ამრიგად, ყველაზე კარგი გზა ცხოვრებაში - მოსწავლის გზაა. ყოველთვის მოსწავლე ვიყოთ და ვსწავლობდეთ. რას ვსწავლობდეთ? ყველაფერს, რაც არ ვიცით, რასაც ვერ ვაკეთებთ. რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. მივაღწიოთ. დავეუფლოთ. თანაც, ამ სწავლაში ჩვენს ძალებსაც დავინახავთ, თურმე რამდენი შეგვძლებია. თურმე ღმერთსაც ცოტათი მივუახლოვდით. მისი ძალები გადმოგვეცა
ყველაზე მთავარი აღზრდის გზა
ყველაზე მთავარი აღზრდის გზა არის ბავშვთან მეგობრობა. ბავშვთან იმეგობრე. როგორც დიდმა პატარასთან კი არა, არამედ, როგორც თანასწორმა. ყველა კანონი, რაც მეგობრობაში მოქმედებს, ბავშვთან ურთიერთობაში უნდა შეიტანო. მეგობრობაში არავინ მეტი და არავინ ნაკლები არ არის. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის არის. დათმობა ვიცით, დახმარებაც ვიცით და თავგანწირვაც ვიცით. თუ ერთმანეთს საყვედურები და კრიტიკა დავუწყეთ, გავექცევით ერთმანეთს
WHY?
Why pay the price? Why work this hard? Why go this far? Why try to learn this much? Why try to do it all? Why try to see it all? Why try to have it all? Why do it? Why learn it? Why study? Why put yourself out? Why try to take on this much responsibility? Why develop yourself to the full? Why try to become all that you can possibly become? Why try to earn as much as you can earn? Share as you can share? Develop every skill you possibly can? See every human you possibly can? Go to every class you possibly can? Touch everybody you possibly can? Why do that much? Why go that far? Why share that much? Why give that much away? Why try to see everything? Why try to do everything? Why try to become everything? What's a good question - WHY, and you are the only one personally that can answer the question for yourself. You've got to have your own list of WHYs. Here's what I want you to do when you go home after you left this extravaganza - work on your list of WHYs. One of the big thrust of success is to come up with a strong enough why. In leadership training here's what we learned if the why is powerful the how is easy
გიხაროდეთ
სიხარული ატარეთ ყოველთვის. დარდი ძალებს წაგართმევთ, სიხარული ძალებს შეგმატებთ, რომელი ჯობია ცხოვრებისთვის? ამიტომ, გიხაროდეთ: რომ გაიღვიძეთ, რომ ვიღაცა დაინახეთ, რომ ჩიტის ხმა მოგესმათ, თუნდაც რომ შვილმა, შვილიშვილმა გაგაბრაზათ, ქმარმა რომ დაიგვიანა, ესაც გიხაროდეთ, ბოლოს ხომ დაბრუნდა სახლში. გიხაროდეთ ყველაფერი! ეცადეთ, სიხარული დაინახოთ იქაც, სადაც თითქოსდა არაფერია სასიხარულო, იმიტომ, რომ ყოველთვის, ყველგან რაღაცაა სასიხარულო
აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა
სიცოცხლე ქმნაა. სიცოცხლე წინსვლაა. რაც არ უნდა შეგემთხვას, ცუდი თუ კარგი, ეს ყველაფერი საფეხურია. ამიტომ, განიცადე როგორც საფეხური. ზოგ საფეხურზე ძნელად აფორთხდები, ზოგზე ფეხიც დაგიცდება, მაგრამ მაინც უნდა აფორთხდე. ზოგზე თავისუფლად აიქროლებ და ახვალ მაღლა. თუ ასე შეხედავ ცხოვრებას, მაშინ შეგიყვარდება ეს ცხოვრებაც, იმიტომ, რომ მეტს მოგიტანს. მეტ სიხარულს, წარმატებას, ბედნიერებას, სახელს განგიდიდებს, რომელსაც მერე შვილებს დაუტოვებ... აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა!
გაფლანგული 10-ე, 11-ე, 12-ე კლასები
ჩვენ შევკარით მასწავლებლები რით? - იმით, რომ მოამზადონ ბავშვები სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად. იგივეთი შევზღუდეთ მშობლის აზროვნება და ცნობიერება. 10-ე, 11-ე, 12-ე კლასებში მთელი ყურადღება გამოცდების კარგად ჩაბარებაზეა გადართული. ეს წლები კი ისეთი დროა, როცა ბავშვის სულიერი მსოფლმხედველობა ყალიბდება. ჩვენ კი ეს დრო მოვახმარეთ არა სულიერ მსოფლმხედველობას, არამედ, რომ მოიცილოს რაღაცა გამოცდები, თანაც ისეთი გამოცდები, რომლებიც არ აინტერესებს არ უნდა, იძულებით აკეთებს ამას.
რას მოაქვს ბედნიერება?
როცა გაიმარჯვებს საკუთარ თავზე, ბედნიერი გახდები. თურმე, ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს ფლობდეს. დააკვირდით თქვენ თავს, ფლობთ საკუთარ განცდებს? გაქვთ იმის ნებისყოფა, რომ ის აკეთოთ რაც საჭიროა, და არა ის - რაც გინდათ? ეხლა რომ რაღაცები გვინდა, შეიძლება ესენი ზედმეტი იყოს, უფრო დიდი წინ გველოდებოდეს და დროს კი სხვა რამეში ვხარჯავდეთ. არადა ის, რაც წინ გველოდება, ეხლა უნდა ვთესოთ. რასაც დავთესავთ, ის არ უნდა მოვიმკათ? მაგრამ, თესვა რომ გვეზარება? ამრიგად, მოსამკელიც შეიძლება აღარ გვქონდეს
გასაჭირში მყოფ ადამიანს, შეცოდება კი არა, უნდა დავეხმაროთ, იმიტომ, რომ შეცოდება წარსულია უკვე, ადამიანი კი მომავალში მიდის. რაც უფრო მეტს შევიცოდებთ, მით უფრო გავაჩერებთ ადამიანს თავის შინაგან განცდებში. უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან, წინ უნდა გავახედოთ. კი, მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ უკან გზა აღარ არსებობს. წინ უნდა ვიყუროთ. წარსული წარსულს ბარდება უკვე, ვეღარ მივუბრუნდებით. ხვალინდელი დღე კარზე გვადგას. მომავლისკენ უნდა მოაბრუნოს ფსიქოლოგმა ადამიანი, რომელიც რაიმე განსაცდელის გამო შოკში აღმოჩნდა
უცხონი, რომლებიც ჯერ არ გინახავთ, გიყვარდეთ
გვიყვარდეს მშობლები ღვთიური სიყვარულით, და არასოდეს დავემდუროთ მშობლებს რაიმე მიზეზით. გვიყვარდეს ოჯახი, ჩვენი საძირკველი, სადაც ჩვენი ცხოვრების ფესვები იზრდება. ქმარი და ცოლი გვიყვარდეს, შვილები და ახლობლები, მეგობრები და მეზობლები. არ დავემდუროთ მეზობელს არაფრის გამო. თანამშრომლები გვიყვარდეს. უცხონი გვიყვარდეს, რომლებიც ჯერ არ გვინახავს. გვიყვარდეს გამვლელები, რომლებსაც პირველად ვხედავთ. და როგორც ჩვენმა მოძღვარმა, ჩვენმა იესო ქრისტემ გვითხრა, გვიყვარდეს ისინიც, რომლებსაც არ ვუყვარვართ, ვინც გვწყევლის, ისინიც გვიყვარდეს ჩვენ. იმათ არ ვუყვარვართ - ეს მათი ცოდვაა, ჩვენ არ დავიდოთ ცოდვა. გვიყვარდეს ყველა, როგორც ღვთის შვილები
არ არსებობს ტკივილი, რომლის მერეც არ მოდიოდეს შვება და არ არსებობს უიმედობა ...
ჭრილობების ან ტკივილების მოწინააღმდეგისთვის დანახვება არ არის წესი, ლელო ბურთშიც მაგას მასწავლიდა ნათლიაჩემი - ბათუ კევლიშვილი და ესე გავიზარდეთ ჩვენ. მაგრამ, როცა დილის 4 საათზე, ოთხზე დგახარ და შუბლის კუთხით, ლოგინის კუთხეს ეყუდები, იმიტომ, რომ გეჩვენება, რომ აი მაგ მომენტში, მაგ პოზაში, ცოტა უფრო ნაკლებად იტანჯები ტკივიკისგან, აი მანდ არის ეს სიახლოვე სიკვდილთან. პრინციპში არაფერს არ ფიქრობ და მარტო უფლის სახელს იხსენებ, თუ ვთქვათ მორწმუნე ხარ, როგორც მე ვცდილობ ვიყო. და ეს სინათლე, ნუგეში, რაღაც საოცარი შვება, არის ყველაზე დიდი სიხარული. პრინციპში უძლურის დღიურის წერაც მაგიტომ დავიწყე. მივხვდი, რომ ძალიან სასიხარულო ამბავი მაქ ყველასთვის, ვინც, ჯვარი წერია ყველას, მომავალში გახდება ცუდად ან ეხლა არის ცუდად, ღმერთმა ყველას უშველოს. ეს ამბავი არის ასეთი: არ არსებობს ტკივილი, რომლის მერეც არ მოდიოდეს შვება და არ არსებობს უიმედობა, რომლის იქითაც არ იყოს იმედი. და ეს დღიურიც მაგიტომ დავიწყე, რომ კი არ ჩავციკლულიყავი, აი ამ ჩემ დამანგრეველ, დამახეიბრებელ ორ დაავადებაზე, ორივე სასიკვდილო... არამედ რაღაცა ისეთი მეკეთებინა, რაც სხვებსაც გამოადგებოდა.