აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა
სიცოცხლე ქმნაა.
სიცოცხლე წინსვლაა.
რაც არ უნდა შეგემთხვას, ცუდი თუ კარგი, ეს ყველაფერი საფეხურია. ამიტომ, განიცადე როგორც საფეხური. ზოგ საფეხურზე ძნელად აფორთხდები, ზოგზე ფეხიც დაგიცდება, მაგრამ მაინც უნდა აფორთხდე. ზოგზე თავისუფლად აიქროლებ და ახვალ მაღლა.
თუ ასე შეხედავ ცხოვრებას, მაშინ შეგიყვარდება ეს ცხოვრებაც, იმიტომ, რომ მეტს მოგიტანს. მეტ სიხარულს, წარმატებას, ბედნიერებას, სახელს განგიდიდებს, რომელსაც მერე შვილებს დაუტოვებ...
აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა!
მოდი აბა თავიდან გაიფიქრე!
რეალურად, შენზეა დამოკიდებული როგორ ცხოვრობ, აბსოლიტურად შენზეა. შენ შინაგან მდგომარეობაზეა. შენი შინაგანი მდგომარეობა დამოკიდებულია შინაარსებზე, რომელსაც შენ ფიქრობ. შინაარსების ავტორი შენ ხარ.
ერთს ვუთხარი - თუ გაიფიქრე რაღაც და არ მოგეწონა, მოდი აბა თავიდან გაიფიქრე ისე, როგორც შენ მოგეწონებოდა. ვუთხარი, რომ ემოცია შეიცვლებოდა. სამსახურში ვიყავი და გავაკეთე და გამოვიდაო
თავშეკავების, ყურადღების, დაფიქრების სკოლა
ქართველ კაცს სჭირდება თავშეკავება რაღაც რაღაცეებზე. და პირველი სკოლა თავშეკავების, ყურადღების და დაფიქრების არის ეკლესია, მე თუ მკითხავ. ძააან მომწონს ეკლესიური როცაა ადამიანი და რაც ხდება ეკლესიაში.
ჟანრი ლოლაშვილი